რამდენად აქტიურად იყენებენ საქართველოში მეტავერსს?

რამდენად აქტიურად იყენებენ საქართველოში მეტავერსს?

access_time2022-11-13 15:00:01

მეტავერსი – ვირტუალური სივრცე, რომელიც ადამიანებს წარმოსახვით სამყაროში მოხვედრის საშუალებას აძლევს, დღესდღეობით საკმაოდ აქტიური განხილვის თემაა.


ეს არის საერთო, ონლაინ 3D სივრცე, სადაც მომხმარებლებს ერთმანეთთან და კომპიუტერის მიერ გენერირებულ ობიექტებთან და ავატარებთან ინტერაქცია შეუძლიათ.


როგორ მოვხვდეთ მეტა სამყაროში და რა მომავალი აქვს მას, ამ საკითხზე “ნავიგატორი” ინფორმატიკის დოქტორს და ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსს, პაატა გოგიაშვილს ესაუბრა. როგორც გოგიაშვილი აცხადებს,  მეტავერსის გამოყენება შედარებით ახალია.


„ერთი მიმართულება იყო, ზუმი (Zoom), მითი (Meet) და ასეთი პლატფორმები. ხოლო მეორე მიმართულება – თამაშები. მეტავერსის შექმნას ონლაინ თამაშებმა ძალიან შეუწყო ხელი. ამას დიდი ისტორია ჯერჯერობით არ აქვს. ჯერ ტექნოლოგიების განვითარებაა საჭირო, რათა მეტად ხელმისაწვდომი და პრაქტიკული გახდეს.

მეტავერსის გამოყენებას ტერიტორიული ხასიათი არ აქვს, რადგან ეს ონლაინ სივრცეა. შესაბამისად, ყველა ქვეყნიდან თანაბრად არიან ადამიანები.



ამ მეტა სამყაროებში ცდილობენ, რომ რეალური სამყაროს ასლი გააკეთონ. მაგალითად, პარიზის ასლს აკეთებენ და შეგიძლიათ ქალაქის ერთ-ერთ კაფეში მეგობრებს ვირტუალურად შეხვდეთ.


ცხადია, მეტავერსის შექმნელებს, რეალური კომერციული მიზნებიც ამოძრავებთ. საუბარია, რომ გაყიდონ და გააქირაონ სპეციალურად შექმნილი სამუშაო ან გასართობი სივრცეები“, განმარტავს „ნავიგატორთან“ ინფორმატიკის დოქტორი.


პაატა გოგიაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში მეტავერსს აქტიურად არ იყენებენ. 


„საქართველოსთვის ეს საკმაოდ ახალია. ქართველებს გვიყვარს ყოველგვარი მსგავსი სიახლის ატაცება და გამოყენება, რაც ძალიან კარგია. ამ ეტაპზე, საქართველოში მეტავერსს აქტიურად არ იყენებენ. ამას თავისი მიზეზებიც აქვს. როგორც აღინიშნა, მეტავერსში მოსახვედრად შესაბამისი აღჭურვილობა და გარემო შეიძლება დაგვჭირდეს, რაც არამარტო ჩვენთან, არამედ სხვაგანაც ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის.


მეტავერსის მეტად განვითარების შემთხვევაში, მისი აქტიური გამოყენება მომავალში უფრო დაიწყება. ამ ეტაპზე საწყისს სტადიაზე ვართ, როგორც საქართველოში, ასევე სხვაგანაც“,  ამბობს ინფორმატიკის დოქტორი.


მასალა მომზადებულია „ნავიგატორის“ მასალის მიხედვით

თეგები:
მეტავერსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up