რამდენ ახალ კორპუსს აშენებენ ისტორიულ ბათუმში და სჭირდება თუ არა ქალაქს გენგეგმა?

რამდენ ახალ კორპუსს აშენებენ ისტორიულ ბათუმში და სჭირდება თუ არა ქალაქს გენგეგმა?

access_time2022-07-28 09:00:44

რამდენ ახალ კორპუსს აშენებენ ისტორიულ ბათუმში – დაგვჭირდება გენგეგმა თუ ოდესმე დაამტკიცებენ?, - ასეთი სათაურით აქვეყნებს „ბათუმელები“ სტატიას, სადაც საუბარია გენგეგმის აუცილებლობაზე, რომლის მომზადებაც იგვიანებს. სტატიის ავტორი განმარტავს, რომ გენგეგმას, რომელში თითქმის 2 მილიონი ლარი გადაიხადეს, თაროზე ხომ არ შემოდებენ და დაივიწყებენ, ისევე, როგორც ბათუმის დამცავი ზონების დოკუმენტს?

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში აღარავის უხსენებია ბათუმის გენგემა, რომელმაც ქალაქში ქაოსური მშენებლობები და „ფულის კეთების დრო“ უნდა დაასრულოს. აღარავის სჯერა, რომ ბათუმის მშენებლობის დამკვიდრებულ სტრატეგიას – „ახალი ძველის ნგრევის ხარჯზე“, თუნდაც ეს ისტორიულ განაშენიანებას ეხებოდეს, რაიმე დოკუმენტი ან სხვა მექანიზმი შეაჩერებს.


„სასამართლოც კი უფრთხილდება მსხვილბიუჯეტიანი კომპანიების ფულის ძალას და კანონიერების გამორკვევამდე მშენებელს საქმის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს, დიდი ფულის კეთებაში ხელი რომ არ შეუშალოს. „შესაძლოა ამან გამოიწვიოს ფინანსური ზარალი“ – წერენ მოსამართლეები განჩინებებში, რომლითაც მომჩივანს სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, მშენებლობის შეჩერების მოთხოვნაზე უარს ეუბნებიან.


არ ვიცით, ამ ვითარებაში დასჭირდება თუ არა ბათუმს გენგეგმა [განაშენიანების გენერალური გეგმა], როცა მას მოამზადებენ და ბოლოს და ბოლოს დაამტკიცებენ კიდეც – შესაძლოა მის არსებობას აზრი აღარც ჰქონდეს იმის გადასარჩენად, რაც არქიტექტურული თვალსაზრისით ბათუმის მთავარი ღირებულებაა.


გაცემული ნებართვების მიხედვით, გეგნგეგმის დამტკიცებამდე ბათუმის კიდევ ბევრი ქუჩა ან კონკრეტული კვარტალი შეიცვლის იერ-სახეს ძეგლის დაცვის ზონაში. მათ შორისაა, მაგალითად, ვაჟა-ფშაველას ქუჩა, განსაკუთრებით კი მემედ აბაშიძიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთი.


ვაჟა-ფშაველასა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაში 2-სართულიანი სახლის რეკონსტრუქცია იმგვარად იგეგმება, რომ ამ სახლს 6 სართული უნდა დააშენონ -ასეა მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნულია „ბათუმელების“ მიერ მომზადებუ სტატიაში.



ირკვევა, რომ ბათუმში დამკვიდრებული პრაქტიკით კი, ნებართვის მიღების შემდეგ, მსგავს სახლებს ანგრევენ და ახალს აშენებენ – ბოლოს ასე მოხდა მაგალითად ბარათაშვილის ქუჩაზე, როცა ყოფილი „საოჯახო მედიცინის ცენტრის“ შენობა დაანგრიეს.


დოკუმენტების მიხედვით, ამ შემთხვევაშიც, ვაჟა-ფშაველასა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაზე, #14-ში, სავარაუდოდ, ახალი რვასართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავენ არსებულის დემონტაჟის ხარჯზე.


ამ სახლის გვერდით, #14ა-ში კიდევ ერთი ისტორიული სახლია, რომელსაც თავდაპირველი იერ-სახე აქვს. მის მესაკუთრეებს სახლის შენარჩუნება სურთ, თუმცა მათი საცხოვრებლის გვერდით ახალი 8-სართულიანი სახლის აშენების შემდეგ [დაგეგმილია], ისინი ბევრად განსხვავებულ საცხოვრებელ პირობებში აღმოჩნდებიან: მათი სახლის მეორე მხარეს – #16-ში უკვე აშენდა იგივე მასშტაბის კორპუსი.


საჯარო რეესტრის მონაცემებით, 358 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა [287.57 კვ.მ.] უკვე შპს „ჯი ემ ბილდ“-ს შეუძენია. კომპანიას მამუკა კუნჭულია და გიორგი ოვჩარენკო ფლობენ.


დაგეგმილი პროექტის მომიჯნავედ, კლდიაშვილის ქუჩის მხრიდან, კიდევ ერთ მრავალბინიან კორპუსს შპს „ინვესტი“ აშენებს, აქაც ისტორიული სახლი დაანგრიეს.


მოპირდაპირე მხარეს კი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე, ვაჟა-ფშაველას #13-ში მრავალბინიანი კორპუსს უკვე აშენებენ.

https://batumelebi.netgazeti.ge/


თეგები:
ბათუმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up