2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში ბანკის სესხზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება 312 899 მსესხებელს, თანამსესხებელსა და თავდებს აქვს.
კრედიტინფო საქართველოს მონაცემებით, სექტემბერთან შედარებით, ვადაგადაცილების მქონე მსესხებლების რაოდენობა ოქტომბერში 1 632-ით გაიზარდა.
სებ-ის ინფორმაციით, ბანკებში ვადაგადაცილებული სესხების ძირი თანხის ჯამურმა მოცულობამ 2 მლრდ 613 მლნ ლარს გადააჭარბა.
31 ოქტომბრის მდგომარეობით, ჯამში ვადაგადაცილება 4.4 მლრდ ლარის სესხზე ფიქსირდება. მსესხებლების ჯამური რაოდენობა, რომელთაც კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სესხის გამცემი სუბიექტების (მათ შორის, ლომბარდი და კოლექტორი), ასევე სალიზინგო და სხვა კომპანიების ვალზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება აქვთ, 574 715-ია.