საპარტნიორო ფონდი შუამავალი რგოლი უნდა ყოფილიყო და პირიქით, ებრძვის საბაზრო ეკონომიკას - რამაზ გერლიანი 

საპარტნიორო ფონდი შუამავალი რგოლი უნდა ყოფილიყო და პირიქით, ებრძვის საბაზრო ეკონომიკას - რამაზ გერლიანი 

access_time2023-02-02 15:00:17

საპარტნიორო ფონდის რეფორმირება დღესაც საჭიროა და მიმაჩნდა, რომ 3-4 წლის წინაც საჭირო იყო, ვინაიდან იმას ვერ აკეთებს, რაც წესით და რიგით ჩანაფიქრში, მისი კონცეფციით უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა განაცხადა. მისი განმარტებით, საპარტნიორო ფონდი ვერ უზრუნველყოფს ბიზნესის ხელშეწყობას და განვითარებას და ის აქტივები, რომელიც მას აქვს არ არის ეფექტიანად მართული და აქედან გამომდინარე სჭირდება რეფორმა.

 

 

 

კითხვაზე არაეფექტურად მართვა დაკავშირებულია მენეჯმენტზე, თუ გარემო პირობებზე, გერლიანი ამბობს, რომ არაეფექტურობა ორივე მიმართულებით არსებული პრობლემებიდან გამომდინარეობს.

 

  

 

„მათ შორის მენეჯმენტიც ვერ აკეთებს და მეორეს მხრივ ამ ტიპის ჩანაფიქრი, რომელიც ზოგადად ფონდია, ვერ გააკეთებს საბაზრო ტიპის მართვას ქვეყანაში. ჯერ ერთი, არც უნდა აკეთებდეს და ვერც გააკეთებს. მათი პროგნოზები, მათი გათვლები აშკარად რეალობას სცდება, ამაში დრომ დაგვარწმუნა. მრავალი წამგებიანი სუბიექტია, რომელთა შენახვა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ხდება, რომელიც მას ბალანსზე აქვს აყვანილი. დიდძალი რესურსი გაიხარჯა სხვადასხვა მიმართულებით, ასეულობით მილიონი და შედეგი არ გაქვს.

 

 

 

მათ შორის ბიზნეს ინიციატივების წახალისების თვალსაზრისით, ჩანაფიქრში თითქოს კარგად ჩანს და მერე არაეფექტიანი ხდება და ე.ი. ის გათვლები, რასაც აკეთებს, არ არის სწორი და არ არის რელევანტური: ეს იქნება ღვინის ბიზნესი, სასტუმროების ბიზნესი, მთის ღორის გადარჩენა და ასე შემდე. ბევრი სხვადასხვა წვრილი თუ მსხვილი ბიზნესი“, - განმარტავს ეკონომისტი.

 

  

 

გერლიანი ფიქრობს, რომ ფონდის საქმიანობა ფუნდამენტურად უნდა იყოს შეცვლილი.


 

 

  

„ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ იგივე ნავთობისა და გაზის კორპორაციის ქოლგის ქვეშ გაცემული სესხების ნაწილში EBRD-თან დეფოლტიც კი გამოაცხადა და მერე დაარწმუნა ფონდმა, რომ თვითონ არის გადახდისუნარიანი და მას დიდძალი აქტივები აქვს. ეს ძალიან ცუდია ქვეყნის იმიჯისთვის, როდესაც სახელმწიფო დონის ფონდი, სტრუქტურა ერთი მისი შვილობილის გამო დეფოლტს განიცდის. ასეთი ბევრი ფაქტებია, მათ შორის აუდიტის ანგარიშს თუ ჩავხედავთ.

 

 

  

ფონდი ვერ მართავს ეფექტურად იმ აქტივებს, რომელიც მას აბარია. ვერ ითამაშა როლი, რომ ამ აქტივების განკერძოება მომხდარიყო, შუამავალი რგოლი ყოფილიყო იგივე კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის. პირიქით ის ებრძვის, ნებსით თუ უნებლიედ საბაზრო ეკონომიკას, იმიტომ რომ კონკურენციაში შედის პრაქტიკულად კერძო ბიზნესთან. როდესაც ის რომელიღაცა სასტუმროს, ან ღვინის სექტორს, ან კომპანიას აფინანსებს და ბაზარზე მისი კონკურენტები უკვე არსებობენ, მათ რა დააშავეს? ეს უკვე ხელს უშლის თანაბარ სასტარტო პირობებს, რომელიც ანი და ბანია თავისუფალი კონკურენციის. თუ ვარღვევთ სასტარტო პირობებს, ანუ ირღვევა ყველაფერი, ამაში მთავარი მოქმედი სუბიექტი ფონდი ხდება. კიდევ კარგი, როგორცაა ჩანაფიქრი, ის არ ხორციელდება, იმიტომ რომ საბაზრო ეკონომიკა საბაზრო ეკონომიკაა, თორემ მის გარეთ არსებულ ბიზნესებს ჩაძირავდნენ პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით. თუმცა ეს სამწუხაროდ ან საბედნიეროდ არ გამოდის ისე, როგორც ეს მაგათ უნდათ“, - ამბობს ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი.

 

 

 

 გერლიანი მიიჩნევს, რომ საპარტნიორო ფონდმა ისეთი პროექტების დაფინანსება უნდა უზრუნველყოს, რომელიც საქართველოში არ არის, ანუ ისეთი ბიზნესები დააფინანსოს, რომელიც ქვეყანაში არ არის, თუმცა მისი განვითარებაა საჭირო.

 

 

 

 

 „ერთადერთი ასეთი ტიპის წარმონაქმნისგან მესახება ისეთი ბიზნესების დაფინანსება, რომლის კონკურენტიც ქვეყანაში არ არის. ანუ უნდა ჰქონდეს ქვეყნისთვის ნოვაციური მიმართულება. ფონდს უნდა ჰქონდეს ახალი დარგის დაწყების/წარმოების ფუნქცია. არსებულ ბიზნესებთან მიმართებაში მას ასეთი ტიპის ფუნქციები არ უნდა ჰქონდეს, რაც გააჩნია - თითქოს ცდილობს დაკრედიტებას, მერე წილში შედის, მერე ვეღარ ართმევს თავს მის მართვას და რეალურად ეს სახელმწიფო რესურსი იფლანგება პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით“, - ამბობს ეკონომისტი.

 

 

 

 

 

გაიზიარებს თუ არა ხელისუფლება ფონდის რეფორმირებისას ეკონომისტის მოსაზრებას უცნობია, თუმცა როგორც გერლიანი აცხადებს „ეს უკვე პოლიტიკური გემოვნების და ნების საკითხია“. გერლიანი გარკვეულ ნეპოტიზმზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ თუ დავაკვირდებით ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებს და დიდძალ ე.წ. საინვესტიციო გატყორცნებს, „რატომღაც ემთხვევა, რომ ყველა ვიღაცის ახლობელი აღმოჩნდება იმ პერიოდში სახელისუფლებო ან თანამდებობის პირებთან, ე.ი. მათაც ეს აწყობთ, რომ ხელი მიუწვდებოდეთ რაღაც რესურსზე, როლითაც შესაძლოა თავისი პირადი ინტერესებიც გაურიონ. ეს არის ამ შემთხვევაში პრობლემა. არ ვიცი რამდენად ექნებათ მზაობა, მაგრამ თუ ამ ვერ ხედავენ, რომ ეს მზაობა უნდა ჰქონდეს და აუცილებელია - ეს უკვე დიდი პრობლემაა“, - აცხადებს გერლიანი.

 

 


შეგახსენებთ, ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ საპარტნიორო ფონდმა ჯვარედინი დეფოლტი განიცადა. ჯვარედინი დეფოლტი უკავშირდებოდა Credit Europe Bank N.V-ისგან აღებულ 32 მილიონი ევროს სესხს და ის განპირობებული იყო ფონდის შვილობილი ორგანიზაცია ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ EBRD-ისგან აღებული $250-მილიონიანი სესხის პირობების დარღვევით.

 

 

 




Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up