რამ შეიძლება აიძულოს ივანიშვილს პრემიერად დაბრუნება

რამ შეიძლება აიძულოს ივანიშვილს პრემიერად დაბრუნება

access_time2020-01-20 16:00:54

საკადრო ცვლილებები, რაზეც ბოლო პერიოდში საუბარი აქტიურად მიმდინარეობს, ანალიტიკოსთა ნაწილის თქმით, „ქართული ოცნების" რეიტინგსა და იმიჯს წინასაარჩევნოდ დადებითად ვერ შეცვლის, თუმცა, ნაწილი თვლის, რომ ერთგვარი არაფორმალური მმართველობის დასრულების შემთხვევაში, რასაც ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირებს, ხელისუფლების მიმართ შედარებით ლოიალურ დამოკიდებულებას გააჩენს, მაგრამ, ამასთან, საჭიროა ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს „ოცნებისთვის" არაფერს შეცვლის.


მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შესაძლოა კვლავ ბიძინა ივანიშვილმა დაიკოვოს, თუმცა, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ხელისუფლება უარყოფს და თავად გახარია ჟურნალისტებს ურჩევს, რომ „ფინალურ სერიას დაელოდონ."


„ეს ინფორმაცია ძირითადად მოდის ოპოზიციური პარტიებისგან, მათთან დაახლოებული ჯგუფებისა და მედია საშუალებებისგან. ეს არის მათი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის ნაწილი, რომ საზოგადოებაში დათესონ შიშის, უნდობლობის და ნიჰილიზმის განწყობა, თითქოს „ქართულ ოცნებაში" არეულობაა, პარტია იშლება, გახარია მიდის და ამით თვითონ პოლიტიკური ქულები მოიპოვონ. არ გამოვრიცხავ არაფერს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი საუბრობს იმაზე, რომ ეს სცენარი მოხდება," - ამბობს ანჯაფარიძე „რეზონანსთან".


ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან საუბრისას აღნიშნავს, რომ შესაძლოა გახარიამ თანამდებობა დატოვოს, თუმცა მისი შემცვლელი ივანიშვილი არ იქნება.


„შესაძლებელია ივანიშვილმა არ დაიკავოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რადგან თავის დროზე, როდესაც ამ პოსტიდან გადადგა, 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, გათვლა ჰქონდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ მოვლენებზე პასუხისმგებლობას მოიხსნიდა, თუმცა, ამავე დროს დარჩებოდა ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი, არაფორმალური მმართველობის ფარგლებში. თუ მოხდა გახარიას გადადგომა, შესაძლოა ის ივანიშვილმა არ ჩაანაცვლოს, რადგან შემდგომში უკვე პირდაპირ ივანიშვილს დაბრალდება, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ის პრობლემები, რაც ქვეყანაში არსებობს.


„თუმცა, არ არის გამორიცხული მეორე ვერსია - თვითონ ივანიშვილს თავისი გარემოცვა არწმუნებდეს, რომ „შენ ხარ ჩვენი გადამრჩენელი და იქნებ აიღო პასუხისმგებლობა, რადგან „ქართული ოცნების" რეიტინგის ვარდნა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ თქვენ არ გიკავიათ სახლემწიფო თანამდებობა".


"აქედან გამომიმდინარე, ივანიშვილსაც ღრმად სწამს, რომ თუ ის პრემიერ-მინისტრი გახდება, შესაძლოა „ქართული ოცნების" რეიტინგმა კვლავ მაღლა აიწიოს. ერთხელ მან თქვა, რომ მის გუნდში „პელეს" ეძახიან. ამიტომაც, ჰგონია, რომ თუ სახელმწიფო თანამდებობას დაიკავებს, „ოცნების" რეიტინგის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. ეს ორი ვერსია შეიძლება განიხილებოდეს იმ შემთხვევაში, თუ გახარია გადადგება," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.


ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი აღნიშნავს, რომ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება „ოცნების" რეიტინგს აამაღლებს, თუმცა, ამ ცვლილებას თავად არ ელოდება.


„თეორიულ დონეზე, ერთადერთი ვარიანტი, რაც შეიძლება განვიხილოთ, არის ის, რომ ივანიშვილზე გარედან შესაძლოა გარკვეული ზეწოლა ხორციელდებოდეს არაფორმალურ მმართველობაზე, რაც ძირითადად მის სახელს უკავშირდება და სწორედ ამას მოუღოს ბოლო.


"შესაძლოა ეს იყოს განმაპირობებელი ფაქტორი, რომელმაც აიძულოს ასეთ კრიტიკულ მომენტში, როდესაც არჩევნების წელია, ისევ და ისევ საკუთარი პარტიის და ქვეყნის იმიჯისთვის, ფორმალური თანამდებობის დაკავება გადაწყვიტოს და პრემიერ-მინისტრად დაბრუნდეს, მაგრამ ეს ვარიანტიც მაღალი ალბათობით არ გამოირჩევა. ივანიშვილს, რომ სდომოდა პრემიერ-მინისტრობა, ალბათ ამ თანამდებობიდან არ წავიდოდა და უფრო ადრეც დაბრუნდებოდა.


„მიუხედავად იმისა, თუ რას წერენ და ამბობენ ივანიშვილზე, მას ჩვენი საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან ჯერ კიდევ აქვს ნდობის მანდატი.


"ასე რომ, თუ პრემიერ-მინისტრად დაბრუნდა, ეს „ქართულ ოცნებას" დამატებით პოლიტიკურ დივიდენტებს მოუტანს, მოსახლეობაში გაჩნდება პოზიტიური მოლოდინები, რომ ქვეყანაში შეიძლება რაღაც დადებითისკენ შეიცვალოს.


"მიუხედავად იმისა, ვინ არის ჩვენთან მთავრობის მეთაური, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, ყველაფერს ისევ ივანიშვილს უკავშირებს და მას მიაწერს. თუ დაბრუნდა პრემიერ-მინისტრად, ეს იქნებოდა მოსახლეობისთვის გარკვეული სტიმული, რომ „ქართული ოცნებას" კიდევ ერთი შანსი მისცეს.


„ავიღო ლამის ყველასგან გაკრიტიკებული „ენდიაის" ბოლო გამოკითხვა, სადაც „ქართული ოცნება" პოტენცური გამარჯვებული გამოდის. ის ლამის ორჯერ უსწრებს მის უახლოეს მდევარ „ნაციონალურ მოძრაობას". პარტიაში არ არის ისეთი მდგომარეობა, როგორიც რამდენი წლის წინ იყო, როდესაც პარტია ერთიანი და კონსოლიდირებული გახლდათ, წამყვანმა წევრებმა პარტია დატოვეს, შიგნითაც არ არის სრული იდიალი, მაგრამ თქმა იმისა, რომ პარტია კრიზისშია, ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ ვიტყოდი," - განაცხადა ზაალ ანაჯაფარიძე.


ჩიტაძე კი თვლის, რომ ხელისუფლება დღეს კრიზისშია და ამ მდგომარეობიდან მისი გამოყვანა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნებაში არ არის. რაც შეეხება უშუალოდ გახარიას შესაძლოა გადადგომას, ეს მანიშნებელი იქნება იმისა, რომ ხელისუფლება უკან იხევს და იმ ადამიანს უშვებს პოსტიდან, ვის გაშვებასაც საზოგადოების ნაწილი და მთელი ოპოზიციური სპექტრი მოითხოვდა.


„თუ გახარია გადადგება, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება გარკვეულწილად უკან იხევს, რადგან ვიცით, რომ საზოგადოების მნიშვენლოვანი ნაწილის მოთხოვნა იყო გახარიას პოსტიდან გადადგომა და შესაძლოა ეს აღქმულ იქნას, რომ დასავლეთის მხრიდან რაღაც ზეწოლა განხორციელდა „ქართულ ოცნებაზე," რომ გახარია, რომელიც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არ მოსწონს და 20 ივნისის აქციის ორგანიზატორი იყო, უნდა გადადგეს.


"თუმცა, საინტერესოა ვინ ჩაანაცვლებს. შესაძლებელია ერთ-ერთ ვარიანტად ივანიშვილი განიხილებოდეს, მაგრამ შესაძლოა პირიქით, - ივანიშვილმა თავი აარიდოს ამას.


„თუ რეალურად არ განხორციელდა რაიმე ცვლილება, პირველ რიგში ეკონომიკური მიმართულებით, ეს ცვლილებები არ მოიტანს რაიმე სასიკეთოს „ქართული ოცნებისთვის" და მთლიანად ქვეყნისთვის. ეს არ მოიტანს შედეგს. „ქართული ოცნების" ხსნა შეიძლება იყოს შემდეგი: ივანიშვილმა უნდა დათმოს თავისი მნიშვენლოვანი ფინანსები, რომ „ქართულმა ოცნებამ" განახორციელოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს რეგიონებში.


„ივანიშვილი რომც გახდეს პრემიერ-მინისტრი, სიტუაცია რადიკალური უკითესობისკენ არ შეიცვლება, პირიქით შეიძლება გაუარესდეს. თუ ქვეყანაში ეს არაფორმალური მმართველობა არ დასრულდება, ქვეყანა ვერ განვითარდება და პრობლემის წინაშე დადგება. „ქართული ოცნება" კრიტიკულ მდგომარეობაშია, მისი რეიტინგი 20%-ია, თუმცა, ოპოზიციამ პირველ რიგში ის უნდა გაითავისოს, რომ მისი რეიტინგიც, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, არ არიც ბევრად მაღალი," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.


გაზეთი „რეზონანსი“





გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს

გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს
access_time2020-02-23 18:00:01
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალური მნიშვნელობის საფრთხედ გამოაცხადა. იმავე დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღიარა, რომ ეპიდემია გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზეც იქონიებს. ექსპერტების აზრით, აშკარაა, რომ...

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე  მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას  და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი
access_time2020-02-23 17:00:10
„საბანკო რეგულაციებმა ადმინისტრირება ბოლო ორი წელია რაც დაიწყო, თუმცა, რეალურად,პროცესს საფუძველი  4-5 წლის წინ ჩაეყარა. იყო ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი. რეგულაციები ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა,“- ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა ნიკოლაიშვილმა რადიო „კომერსანტის“, გადაცემაში „ეკონომისტის დრო...

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს
access_time2020-02-23 15:00:35
“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის – TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან...

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...


მსგავსი სიახლეები

up