რამ გამოიწვია კოვიდ-კატასტროფა ინდოეთში?

რამ გამოიწვია კოვიდ-კატასტროფა ინდოეთში?

access_time2021-05-08 16:00:30

ინდოეთის დედაქალაქის დელის მერმა არვინდ კერჯივალმა აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ მეგაპოლისი სამედიცინო პერსონალის მწვავე დეფიციტს განიცდის. ეს გარკვეულწილად წინასწარმეტყველება იყო. დღეს ინდოეთი ნამდვილი კატასტროფის ეპიცენტრშია და მედიკოსების აზრით, მალე ქვეყანის კლინიკებში თავისუფალი ადგილები არ იქნება. გარდა ამისა, ჯანდაცვის სისტემას სასწრაფო დახმარების მანქანები აკლიათ, ხოლო სასაფლაოებზე ადგილები არაა და ასევე სარიტუალო კოცონებისთვის შეშაც დეფიციტშია.


ოფიციალური ინფორმაციით, ყოველდღიურად ინდოეთში ასობით ათასი დაინფიცირება ფიქსირდება, თუმცა, ეს რიცხვები რეალობას არ ასახავენ. რა თქმა უნდა, დღევანდელი მთავრობის დადანაშაულება პანდემიურ კატასტროფაში ადვილიც არის და გარკვეულწილად საფუძლიანიც, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსი შემოვიდა, პრემიერ-მინისტრმა ნარენრდა მოდიმ მკაცრი კარანტინი შემოიღო, რომლისგანაც ყველაზე ღარიბი მოსახლეობა დაზარალდა.



თანაც მთავრობამ ქვეყნის მოწინავე მეცნიერებს და ექიმებს რჩევა არ ჰკითხა, კარანტინის გამოყენება ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის არც უცდია, ხოლო მისმა ადმინიასტრაციამ შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩენილ ადამიანებს არანაირი დახმარება არ გაუწია.



პირველი ტალღის დროს ინდოეთი დაინფიცირების მცირე დონით გამოირჩეოდა და ამის გამოყენების ნაცვლად მთავრობა კარგი შედეგებით ტრაბახობდა, მასობრივ რელიგიურ დღესასწაულებს ატარებდა და სპორტული შეჯიბრებები არ აკრძალა.



თუმცა, ის საშინელება, რომელმაც დღეს მთელი ინდოეთი მოიცვა, მხოლოდ ერთი ადამიანის ან მთავრობის უგნურობის შედეგი არაა, ეს ინდოელთა დღევანდელი თაობის საშინელი ზნეობრივი ვარდნის მაჩვენებელია.



საერთაშორისო საზომებით, ინდოეთი ჯანდაცვაზე არც თუ ისე ბევრს ხარჯავს, მაგრამ ქვეყნის სამედიცინო სისტემას ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში ძლიერი ექიმები და მსოფლიო მნიშვნელობის ფარმაცევტული მრეწველობა, რომელიც ხარისხიან და იაფ წამლებს და ვაქცინებს აწარმოებს. თუმცა, მთელი ეს ეროვნული სიმდიდრე არათანაბრად ნაწილდება მაღალი კლასის კერძო კლინიკებში მდიდარ ინდიელებს და ასევე მდიდარ უცხოელებს მკურნალობენ, სახელმწიფო საავადმყოფოები კი ღარიბებით სავსეა.




მდიდრებზე საუკეთესო მომსახურეობა ვრცელდება, ხოლო სახელმწიფო მედიცინა თითქმის არ ფუნქციონირებს. ისინი, ვისაც ფულის წყალობით ხარისხიან სამედიცინო მომსახურეობასთან წვდომა აქვთ, ცდილობენ არ შეიმჩნიონ, რომ მათსა და დანარჩენ ქვეყანას შორის უფსკრული სულ უფრო და უფრო იზრდება. შეძლებული ფენა საფულეებს და საბანკო ანგარიშებს ჩაჭიდებულია, დანარჩენებს კი წამლები და ჟანგბადი არ ჰყოფნით.



ტრაგედიისგან მზერის აცილება, რეალობისგან მოწყვეტა და საკუთარ ვიწრო სამყაროში დამალვა, ეს პოლიტიკური და ზნეობრივი არჩევანია. ამჟამინდელი ტრაგედია ნათლად ადასტურებს ინდოეთის ჯანდაცვის სისტემის არამდგრადობას და ეს მაშინ, როდესაც ერის კეთილდღეობა სოლიდარობაზე და ურთიერთთანაგრძნობაზეა დამოკიდებული. არავინაა უსაფრთხოდ მანამ, სანამ უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი ყველასთვის.

შეძლებული ინდიელები მიიჩნევენ, რომ მათი ღარიბი თანამოქალაქეების გაჭირდვება მათი საქმე არაა, სწორედ ესაა ინდური კოვიდ-კატასტროფის მთავარი მიზეზი. დანარჩენი კი - მეორეხარისხოვანია.


theatlantic.com

თენგიზ აბლოთია

თეგები:
ინდოეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up