„რაკია ჯგუფი“: გიორგი გეგეჭკორმა თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა

„რაკია ჯგუფი“: გიორგი გეგეჭკორმა თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა

access_time2019-07-12 10:25:58

გიორგი გეგეჭკორმა საქართველოში რას ალ-ხაიმას საემიროს შეიხის კუთვნილი კომპანიები პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა - ამის შესახებ კომპანიის მიერ BM.GE-ისთვის გამოგზავნილ ოფიციალურ წერილშია ნათქვამი.მათივე განმარტებით, ამ ეტაპზე ბორდი გიორგი გეგეჭკორის პოსტზე კანდიდატურების განხილვის პროცესშია.


ეს იყო გიორგი გეგეჭკორის პირადი გადაწყვეტილება; ის სხვა სფეროში გააგრძელებს საქმიანობას, - აღნიშნულია ოფიციალურ წერილში.


რაც შეეხება „რაკია ჯგუფის“ სამომავლო გეგმებს საქართველოში, წერილში აღნიშნულია, რომ საინვესტიციო კომპანია საქართველოში შემდგომ ინვესტირებას საჭიროებებიდან გამომდინარე განიხილავს.



ცნობისთვის: საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო კომპანია „რაკიაში” გეგეჭკორი პოსტს 2015 წლიდან იკავებს. მანამ ის კოალიცია „ქართული ოცნების“ საერთაშორისო-პოლიტიკური ჯგუფის წევრი იყო.


რას ალ ხაიმას საემირო საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. ის საქართველოში ორ უმსხვილეს ჰოლდინგურ კომპნიას, რაკია ჯორჯია და რაკიინ დეველოპმენტს ფლობს, რომელსაც ქვეყანაში უკვე განხორციელებული აქვს მრავალ მილიონიანი ინვესტიცია. „რაკია ჯგუფს“ ინვესტიციები განხორციელებული აქვს ისეთ მსხვილ ბიზნესებში, როგორიც არის „თბილისი მოლი“ და „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი“.


BMG






წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება
access_time2020-07-09 11:07:40
„წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება“-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდინოს  რთველის სუბსიდირება, საუბარია, რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშებზე.  „ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია, შესაბამისი დავალება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე მიცემული აქვს, თუ საჭირო გახდა სახელმწიფოც ჩაერთვება გაყიდვებში. ქართველმა მევენახეებმა უნდა...

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება
access_time2020-07-09 10:48:13
ქვეყანაში პირველი მსხვილი აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.„მოვიდა ნანატრი დრო! გავიარეთ ყველანაირი შემოწმება და დღეს, 9 ივლისს ვიხსნებით! დიდი ხნის განშორების შემდეგ, მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას მზის მცხუნვარე სხივებისგან გაგრილება, ჩვენს გრილ, ჩუხჩუხა აუზებში დღეიდან შეგიძლიათ! მზე, აუზები, სრრიალ-ბზზრიალა ტობოგანები, წყლის ატრაქციები, უგემრიელესი კოქტეილები - ესაა ყველაფერი, რაც ნანატრი...

„კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან“ - World Class Georgia

„კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან“ - World Class Georgia
access_time2020-07-09 11:30:37
საკოორდინაციო საბჭომ საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ ბიზნესი ახლა შრომის ინსპექციის შემოწმებას ელოდება. ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე უკვე დარეგისტრირდა „World Class Georgia“. სპორტული დარბაზის მარკეტინგის დირექტორი ნინი ხუროძე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც „World Class“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისგან დადებით პასუხს მიიღებს ფიტნეს ცენტრს მეორე დღესვე გახსნიან. ამ ეტაპზე ხუროძისთვის უცნობია როდის...

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს  გაზრდის
access_time2020-07-09 10:00:31
საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: მხარდაჭერის პერიოდს და პრემიალურ ტარიფს. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით მხარდაჭერის პერიოდი განისაზღვრება სადგურის ექსპლუატაციაში შესვლისა და წარმოების ლიცენზიის (კანონმდებლობით ასეთი საჭიროების შემთხვევაში) გაცემიდან ათი წლის ვადით, წელიწადში 8 თვის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...


მსგავსი სიახლეები

up