რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს - ფხაკაძე საწვავის ფასზე

რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს - ფხაკაძე საწვავის ფასზე

access_time2022-05-18 16:25:08

საწვავზე საერთაშორისო ფასები რეკორდულად მაღალია, ამ სიტუაციაში რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს, – ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სოსო ფხაკაძის თქმით, ამ ეტაპზე, ფასების შემცირების რესურსი არ არსებობს.

 

„დღეს არის არაორდინალური ვითარება ომის გამო. დაახლოებით ერთი თვის წინ იყო ისეთი პროცესი, სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთ-უკრაინას შორის ასევე ამერიკამ თავისი რეზერვებიდან გამოუშვა ნავთობის დიდი ოდენობა. ამის გამო, ფასები საერთაშორისო ბაზარზე წამოვიდა ქვემოთ. ასეთ კონიუნქტურაში ჩვენ, ბაზრის მონაწილეებმა გავაკეთეთ განცხადება და იყო მოლოდინი, რომ ფასები შემცირდებოდა. სწორედ ამის საფუძველზე, ხელისუფლებას ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა, რომ ესაუბრა ფასების უკან წამოსვლაზე. ეს ყველას გაგვიხარდებოდა და ძალიან კარგი იქნებოდა, რადგან მარტო საბრუნავ სახსრებზე 2.5-ჯერ არის მოთხოვნა გაზრდილი. აქ მილიონებზეა საუბარი და ძალიან მძიმე ტვირთია ეს კომპანიისთვის. მაგრამ სამშვიდობო მოლაპარაკებები შეჩერდა, ფასების კლებაც გამოდგა ძალიან ხანმოკლე და დღევანდელი მდგომარეობით, რეკორდულად მაღალი პლაცია. ნავთობიც სადღაც 113-114 დოლარზეა. ამიტომ მძიმე ვითარებაა. ასეთ სიტუაციაში რამე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არავის არ გვაქვს, არც ხელისუფლებას და არც ოპერატორებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ვმუშაობთ და ყველანაირ საშუალებას ვეძებთ, რაღაც ახალი დივერსიფიკაციის წყაროები ვიპოვოთ. თუ მოხდა, რომ გაიაფებული წყაროდან შემოვიტანეთ საწვავი, ის მყისიერად აისახება ადგილობრივ ფასებზეც. ეს ცალსახად ასე იქნება, რამეთუ ამ დროს უფრო მეტია რეალიზაცია, უკმაყოფილო მომხმარებელიც ნაკლებია და საბრუნავი სახსრებზე მოთხოვნაც მცირდება მნიშვნელოვნად. ორი თვეა, ამ თემაზე ვმუშაობთ, რაიმე ხელჩასაჭიდი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ბოლო ათი დღეა, გამოიკვეთა რაღაც წყაროები. ახლა გვინდა, ამას ჩავეჭიდოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა არხი, თუ ამისი გამოყენება მოხერხდება“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up