სარკინიგზო მაგისტრალის Rail Baltica-ს მშენებლობა გრაფიკს რამდენიმე წლით ჩამორჩება. ამის შესახებ ინფორმაცია ესტონეთის სახელმწიფო მაკონტროლებელმა გაავრცელა.
„Rail Baltica-ს როგორც დაპროექტების, ასევე მისი ტრასის მშენებლობისთვის მიწის შეძენის პროცესი რამდენიმე წლით ჩამორჩება თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებს. მათ შორის, მიწის შეძენის ვადები მთელი ხუთი წლით“, - წერია ანგარიშში.
ამასთან, როგორც უწყებაში განმარტავენ Rail Baltica-ს ესტონური ნაწილი ამ დრომდე სრულად დაპროექტებულიც კი არ არის, შედეგად რთულია ზუსტად შეფასდეს, ხომ არ იყო გადაჭარბებული მისი ბიუჯეტი, რომელშიც მუშაობის პერიოდში არსებითი ცვლილებები უკვე განხორციელდა.
ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ტაავი აასის განცხადებით, ესტონეთს პროექტის რეალიზებისთვის არ ყოფნის დამატებით 400 მილიონი ევრო. მანვე დასძინა, რომ მაგისტრალი ექსპლუატაციაში შევა 2030 წლისთვის და არა 2026 წლისთვის, როგორც ეს აქამდე იყო დაგეგმილი.
ერთიანი სარკინიგზო მაგისტრალმა Rail Baltica, რომლის სიგრძე 1435 კმ-ია, უნდა დააკავშიროს ტალინი, რიგა, კაუნასი, ვარშავა და ბერლინი, შედეგად გააუმჯობესოს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას შორის მიმოსვლა და კომუნიკაცია. პროექტის ჯამური ღირებულება თავდაპირველად 5,8 მილიარდ ევროდ იყო შეფასებული და მისთვის 85%-ის გამოყოფას ევროკომისია აპირებს.
bpn.ge