რაფაელ გლუქსმანი - საქართველოში თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები არის ლაკმუსის ტესტი ევროპული გზისთვის

რაფაელ გლუქსმანი - საქართველოში თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები არის ლაკმუსის ტესტი ევროპული გზისთვის

access_time2020-05-19 22:40:46

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპული კურსის მხარდამჭერია და ჩვენი ხმა იქ ისმის, აბსოლუტურად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ცუდია ტვიტები და ჩარევა, რადგან ჩვენი ხმა იქ ისმის,- ამის შესახებ სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრმა რაფაელ გლუქსმანმა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე შეფასებით, პარლამენტარების მობილიზაციამ გავლენა იქონია გიგი უგულავასა და ირაკლი ორუაშვილის შეწყალებაზე.

 

თუმცა, გლუქსმანი მიიჩნევს, რომ შეთანხმება ჯერ ბოლომდე შესრულებული არ არის.

 

„მინდა, მადლობა გადავუხადო მოხსენებისთვის ავტორს. საქართველო არის გარდამტეხ მომენტში და თუ რეგიონში რომელიმე ქვეყანა არის, რომელზეც შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ, ეს საქართველოა. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპული კურსის მხარდამჭერია და ჩვენი ხმა იქ ისმის. აბსოლუტურად არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ცუდია ტვიტები და ჩარევა, იმიტომ, რომ ჩვენი ხმა იქ ისმის.

 

ვფიქრობ, რომ პარლამენტარების მობილიზაციამ გავლენა იქონია ბატონ უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებაზე. შეთანხმება ჯერ ბოლომდე შესრულებული არ არის და ძალიან ნათლად უნდა ვუთხრათ საქართველოს მთავრობას, არის ლაკმუსის ტესტი საქართველოს ევროპული გზისთვის, ეს არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და გამჭვირვალე, თავისუფალი პოლიტიკური დევნისგან, არა მხოლოდ პოლტიკოსების, არამედ მედია მფლობელების. ამიტომაა მნიშვნელოვანი ძლიერი დაკვირვება პროცესზე. ეს არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და გამჭვირვალე“, – განაცხადა რაფაელ გლუქსმანმა.

პირველი არხი





საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

„შეზღუდვების არსებობის შემთხვევაში, აქცენტი კვლავ მიტანის სერვისზე და „Drive Thru“ მომსახურებაზე გაკეთდება“ - „ვენდისი“ კონცეფციის შეცვლას არ გეგმავს

„შეზღუდვების არსებობის შემთხვევაში, აქცენტი კვლავ მიტანის სერვისზე და „Drive Thru“ მომსახურებაზე გაკეთდება“ -   „ვენდისი“ კონცეფციის შეცვლას არ გეგმავს
access_time2020-06-04 10:50:09
ღია სივრცის რესტორნები პირველი ივნისიდან ამუშავდნენ, 8 ივნისიდან კი რესტორნები და კაფე-ბარები ყველა სახის მომსახურებას აღადგენენ. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად ძალაში რჩება გარკვეული რეგულაციები, რომლის შესრულება როგორც მომხმარებლებს ასევე ბიზნესსაც მოუწევს.   „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ აისახება კორონავირუსის პანდემია სწრაფი კვების ობიექტებზე, დაწესებული რეგულაციებით შემცირებული დინამიკის...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...

საკარანტინო ზონებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32.5 მლნ ლარი დაიხარჯა

საკარანტინო ზონებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან   32.5 მლნ ლარი დაიხარჯა
access_time2020-06-04 16:05:28
საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი 32.5 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. ამავე ანგარიშის თანახმად, 22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, რომლებშიც სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა დაასრულა. ამასთან, 2 თვის განმავლობაში მუდმივად დაკავებული იყო საშუალოდ...

კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს

კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს
access_time2020-06-04 14:50:22
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს. როგორც მან ლარის კურსის კომენტირებისას აღნიშნა, ეს უკავშირდება იმას, რომ ქვეყანამ პანდემიის კრიზისი სწარფად დაძლია. “მოლოდინები გაუმჯობესებულია, დამსახურებულადაც. მაგალითად, ორი თვის წინ როდესაც იყო გაუფასურება, მისი აცდენა აბსოლუტურად შეუძლებელი იყო ყოველგვარი კანონების მიხედვით. ხოლო იმის გამო, რომ საქართველო საკმაოდ კარგად გაუმკლავდა პანდემიას და ერთ-ერთი...


მსგავსი სიახლეები

up