საქართველოში Radisson Red-ის პირველი სასტუმროს გახსნა 2022 წლამდე გადაიდო

საქართველოში Radisson Red-ის პირველი სასტუმროს გახსნა 2022 წლამდე გადაიდო

access_time2021-06-09 14:00:55

თბილისის ცენტრალურ ტურისტულ უბანში, აღმაშენებლის გამზირზე, ძველი ფოსტის შენობაში, Radisson Red-ის ბრენდის სასტუმროს გახნსა ჯერ კიდევ 2020 წელს იგეგმებოდა. როგორც „კომერსანტს“ შპს. ტელეგრაფის დირექტორმა ვარლამ მიღდისელმა განუცხადა, RED-ის პირველი ბრენდის სასტუმრო საქართველოში, სტუმრებს 2022 წლის მეორე ნახევრიდან მიიღებს.


„ეს არის 111–ნომრიანი სასტუმრო. როგორც იცით, ძველი ფოსტის შენობა აღმაშენებლის გამზირზე იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და შენარჩუნდა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა. შუშაბანდები, სადარბაზოები, ფასადები, კიბეები -  ყველაფერი დარჩა იგივე, უბრალოდ მოხდა რესტავრაცია.  ფასადების განახლება ახლაც მიმდინარეობს. სასტუმროში იქნება საკონფერენციო დარბაზები,  ღია კაფეები, რესტორანი, ფიტნეს კლუბი.  ასევე, ხელშეკრულებით ვალდებულება გვაქვს, რომ საქართველოს ფოსტის ექსპონატებისა და ნივთებისთვის უნდა გამოვყოთ 50 კვადრატული მეტრი და უნდა გაკეთდეს მუზეუმი. მოლოდინი გვაქვს, რომ პანდემია დასრულდება და ტურისტი მონატრებული იქნება მოგზაურობას.  დიდ იმედს ვიტოვებთ,  რომ ჩვენი გახსნის პერიოდისთვის ეს ყველაფერი პრობლემა აღარ იქნება“, - ამბობს შპს ტელეგრაფის დირექტორი.  


პროექტის საინვესტიციო მოცულობის შესახებ ვარლამ მიღდისელი ინფორმაციას არ ასაჯაროებს. კომპანიამ ფოსტის ყოფილი შენობა ჯერ კიდევ 2016 წელს აუქციონის აუქციონის წესით 5,75 მლნ ლარად შეიძინა.  შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღმაშენებლის 44/ჭოროხის 9 ნომერში განთავსებულ შენობებში 130, 200 და 336 (სულ 666) კვ.მეტრი ფართი პირდაპირი მიყიდვით შპს ტელეგრაფს 2018 წლის დასაწყისშიც გადასცა. შენობა, რომელიც საქართველოს ფოსტის ყოფილი ოფისის გაყოლებაზეა და კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს, კომპანიამ 415 453 ლარად იყიდა. ერთადერთი მოთხოვნა რაც მთავრობამ კომპანიას წაუყენა, ძეგლის მოვლა-პატრონბაზე, 3 თვის ვადაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმება იყო.



„რედისონის სასტუმროების ჯგუფი“ არის მსოფლიოს ერთი-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც აერთიანებს სასტუმროების რვა გამორჩეულ ბრენდს და წარმოდგენილია 1,400-ზე მეტი მოქმედი და მშენებარე სასტუმროთი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჯგუფის პორტფელი მოიცავს შემდეგ ბრენდებს: „Radisson Collection“, „Radisson Blu“, „„Radisson RED“, „Radisson“, „Park Inn“, „Country Inn&Suites“ და „Prizeotel“.


მარიამ მორგოშია


თეგები:
radisson red



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up