Radisson Collection-ის ბრენდის სასტუმრო წინანდლის ისტორიულ მამულში გაიხსნება

Radisson Collection-ის ბრენდის სასტუმრო წინანდლის ისტორიულ მამულში გაიხსნება

access_time2018-06-06 10:33:18

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ტერიტორიაზე Radisson Collection-ის პირველი სასტუმრო - The Tsinandali Estate კახეთში 2018 წლის სექტემბერში სატესტო რეჟიმში, ხოლო ოქტომბრიდან უკვე სრული დატვირთვით გაიხსნება, ამის შესახებ ინფორმაციას რედისონის სასტუმროების ჯგუფი ოფიციალურად ავრცელებს.


 

Radisson Collection -Tsinandali Estate საქართველოში სასტუმრო მომსახურების ხარისხს ახალ საფეხურზე გადაიყვანს. თანამედროვე დიზაინის მქონე სასტუმრო, რომელიც ქართული ტრადიციების, კულტურისა და არქიტექტურული სტილის ინსპირაციით  შეიქმნა, ხელს შეუწყობს  კახეთის რეგიონის ტურისტულ განვითარებას.


 

პროექტის უნიკალურობას მისი ადგილმდებარეობაც განაპირობებს.  სასტუმრო გარშემორტყმულია წინანდლის მამულის 18 ჰექტარზე გაშლილი ისტორიული პარკით.  რამდენიმე წუთის მანძილზეა ქართული რომანტიზმის ფუძემდებლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლეც, რომელიც თავისთავად რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.


 

 „სასტუმრო Radisson Collection -Tsinandali Estate  არაჩვეულებრივი სიახლეა, რომელიც საქართველოში ჩვენს სასტუმროების პორტფელს შეემატება.  ის სტუმრებს დაუვიწყარ მომსახურებას შესთავაზებს.  ჩვენი კომპანიის მფლობელებს კი, მისცემს საშუალებას განავითარონ ორიგინალური სტილის მქონე სასტუმრო, რომლის წარმატების მთავარი საფუძველიც ადგილობრივი ტრადიციები და სასტუმროების გლობალური წარმომადგენლობის უპირატესობა იქნება.“ - განაცხადა Radisson Hotel Group-ის  ბიზნეს განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა, დევიდ ჯენკინსმა.


 


„მოხარულები ვართ, რომ საქართველოში Radisson Collection-ის გახსნის შესახებ გაფორმებული შეთანხმებით, ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ საქმიან ურთიერთობა Radisson Hotel Group-თან. წინანდლის მამული თავისთავად წარმოადგენს უნიკალურ ადგილს ტურიზმისა და დასვენების კუთხით. ჩვენ ვხედავთ აშკარა კავშირს მამულსა და Radisson Collection-ის ბრენდს შორის. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი სტუმრები მიიღებენ დაუვიწყარ გამოცდილებას, დატკბებიან საქართველოს ულამაზესი ბუნებით, ეზიარებიან თავად მამულის მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობას და, რაღა თქმა უნდა, ცნობილ ქართულ მეღვინეობის კულტურას.“ - აღნიშნა Silkroad Hospitality ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ლოსასომ.


 

სასტუმრო 141 სხვადასხვა კატეგორიის ოთახს აერთიანებს. სტუმრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ განსაკუთრებული მომსახურებით, რომელიც გულისხმობს: საცურაო აუზს სასტუმროს ბოლო სართულზე კავკასიონის მთების შთამბეჭდავი ხედით, სპა ცენტრს, რესტორნების ფართო არჩევანს, ამფითეატრს ღია ცის ქვეშ, რომელიც 1200 ადამიანს მოემსახურება, საკონფერენციო დარბაზებს, ვერტმფრენის ასაფრენ მოედანს და, რა თქმა უნდა, წინანდლის ისტორიული პარკის დათვალიერების საშუალებას. 


 

სტუმრებს ასევე საშუალება ექნებათ გაეცნონ ალექსანდრე ჭავჭავაძის ღვინის კოლექციებს და შეუკვეთონ უნიკალური სახეობის ღვინის დეგუსტაცია წინანდლის ღვინის ბარში. ეს იქნება დაუვიწყარი გამოცდილება ღვინის და, ზოგადად, ქართული მეღვინეობის ნამდვილი დამფასებლებისთვის.


 

სასტუმრო Radisson Collection - Tsinandali Estate  მდებარეობს თბილისიდან 104 კილომეტრის მოშორებით, წინანდალში. პროექტი ასევე მოიცავს ობიექტებს, რომლებიც განკუთვნილი იქნება სხვადასხვა სახის ბიზნეს ტურიზმის MICE  ღონისძიებებისთვის (გამოფენები, კონფენერციები, შეხვედრები, ქორწილები). ქართული არქიტექტურული სტილის მქონე სივრცეები გააფორმდება მსოფლიოში სახელგანთქმული დიზაინერის, ინგო მაუერის  და ცნობილი ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის თამარ კვესიტაძის მიერ. 


 

 

პროექტი „თიბისი“ ბანკისა და „საპარტნიორო ფონდი“-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


(R)

 




დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა

დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა
access_time2020-11-25 21:05:28
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი გულისშეტევის შედეგად გარდაიცვალა. მარადონას, რომელმაც თავის ქვეყანას მსოფლიო თასის ტრიუმფამდე მიაღწია 1986 წელს, ნოემბრის დასაწყისში წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია თავის ტვინში სისხლის შედედების გამო. თუმცა ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოდან მისი გამოწერა ვერ მოხდა 

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-11-25 18:45:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3138 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-25 21:00:32
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“     საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების...

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა
access_time2020-11-25 17:00:38
მაის-ივლისში ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორები, რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესია (84%). აღნიშნული ტენდენცია  PwC–ის მიერ ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა.   დოკუმენტის მიხედვით, შემოსავალი დაკარგა  სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებმა (59%) და სამშენებლო ბიზნესმა (36%).   საფინანსო და სადაზღვევო და გადამამუშავებელი მრეწველობის...

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა
access_time2020-11-25 18:00:51
გასულ  კვირას, „მოდერნას“ გენერალურმა დირექტორმა სტეფან ბენსელმა ბიოტექნოლოგიური კომპანიის მის საკუთრებაში არსებული აქტივები გაყიდა, რითაც 30 მილიონი აშშ დოლარის მოგება მიიღო. ბენსელმა ეს გადაწყვეტილება „მოდერნას“ ვაქცინის წარმატებული ტესტირების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ მიიღო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ „მოდერნას“ ვაქცინა შესაძლოა აშშ-ს ბაზარზე Pfizer-ის ვაქცინასთან ერთად გამოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 18 ნოემბერს ბენსელმა 9...


მსგავსი სიახლეები

up