ამერიკული კულტურის ცენტრი Radisson Blu Iveria Hotel-ში  2 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნება

ამერიკული კულტურის ცენტრი Radisson Blu Iveria Hotel-ში 2 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნება

access_time2021-09-01 15:20:33

2 სექტემბერს, სასტუმრო Radisson Blu Iveria Hotel-ში ოფიციალურად გაიხსნება ამერიკული კულტურის ცენტრი საქართველოᲨი. სტუმრებს / მედიას მიმართავს ამერიკის ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი, ამერიკული კულტურის ცენტრის საპატიო თავმჯდომარე: R Michael Cowgill.


გამომსვლელთა შორის აღიან ACC ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ზვიად ფოჩხუა, ACC საქართველოს დამფუძვნებელი, ევგენი ჯოხიძე- ACC საქართველოს დამფუძნებელი, პროექტების მენეჯერი ნინა მატიაᲨვილი, ასევე ორგანიზაციის რამოდენიმე პარტნიორი.


ჩემთვის როგორც ამერიკა/საქართველოს ორმაგი მოქალაქისთვის არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე საქართველოს დასავლურ და ევრო ატლანტიკური ალიანსში ყოფნა.
“ამერიკულ კულტურის ცენტრს” საქართველოში შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში,” - მაიკლ ქოვგილი, ACC Georgia საპატიო თავმჯდომარე.


ჩვენ დავაფუძნეთ ეს ცენტრი საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მზარდი თანამშრომლობის საპასუხოდ. ცრუ ინფორმაციების გავრცელების ეპოქაᲨი, ქართველებს სჭირდებათ სანდო წყარო ამერიკული კულტურის, ღირებულებებისა და რეგიონში ამერიკული ინტერესების შესახებ. ქართულ- ამერიკული ურთიერთობები ახლა ისეთი მნიშვნელოვანია რიგორც არასდროს. საქართველო რჩება შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე და სანდო მოკავშირედ, რომელიც არ არის ნატოს წევრი ქვეყანა. ეს არის საიმედო დასავლური საყრდენი რეგიონში საერთო ღირებულებების, საერთო ინტერესების და კოორდინირებული პოლიტიკის თვალსაზრისით,” - ზვიად ფოჩხუა ACC თავმჯდომარე.



ამერიკული კულტურის ცენტრის პროექტები იქნება ფოკუსირებული კულტურაზე, ხელოვნებასა და განათლებაზე, რაც წვლილს შეიტანს ორგანიზაციის ზრდასა და მის გავლენაზე ქართულ საზოგადოებას შორის,” - ევგენი ჯოხიძე, ACC საქართველოს დამფუძნებელი.


ღონისᲫიება კოვიდ უსაფრთხოებისა და რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება. სასტუმროს შესასვლელში იქნება სპეციალურად მოწყობილი კუთხე, სადაც სტრუმრებს და მედიის წარმომადგენლებს სწრაფი ტესტირება ჩაუტარდებათ.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up