„რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული“ წლის საუკეთესო სასტუმროს პროექტად აღიარეს

„რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული“ წლის საუკეთესო სასტუმროს პროექტად აღიარეს

access_time2018-12-03 14:24:00

აღმოსავლეთ ევროპის უძრავი ქონების ფორუმი და დაჯილდოება 28 ნოემბერს უკრაინაში გაიმართა. Radisson Collection Hotel, Tsinandali Estate წლის საუკეთესო სასტუმროს პროექტის ნომინანტებს შორის გამოარჩიეს. პროექტის შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით სფეროს ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიურის მიერ მოხდა.



აღმოსავლეთ ევროპის უძრავი ქონების ფორუმზე, რომელიც უკვე მეოთხე წელია უკრაინის დედაქალაქ კიევში იმართება, სხვადასხვა ქვეყნებიდან შერჩეული ჟიურის წევრები უძრავი ქონების ბაზარზე მომუშავე კომპანიების პროექტებს აფასებენ და წლის საუკეთესო დეველოპერულ პროექტებს ავლენენ.




URE Club-ისა და EuropaProperty.com-ის მიერ ორგანიზებულ დაჯილდოებაზე საერთაშორისო ჟიურიმ წლის საუკეთესო პროექტები და კომპანიები, 34 ნომინაციაში გამოავლინა. EE Real Estate Project Awards-იაღმოსავლეთ ევროპისა და აზიის უძრავი ქონების ბაზრების საკვანძო ორიენტირადაა აღიარებული. ფორუმი ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ბელორუსიის, მოლდოვისა და უკრაინის საუკეთესო სამშენებლო-დეველოპერებს, ინვესტორებს, ბანკირებს და არქიტექტორებს აერთიანებს. წლევანდელ ღონისძიებაზე საკუთარი ქვეყნების უძრავი ქონების ბაზრები 200-მდე კომპანიამ წარმოადგინა.





Radisson Collection-ის ბრენდის სასტუმრო წინანდალის ისტორიულ მამულში სულ მალე გაიხსნება. თანამედროვე დიზაინის მქონე სასტუმრო, რომელიც ქართული ტრადიციების, კულტურისა და არქიტექტურული სტილის ინსპირაციით შეიქმნა, ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონის ტურისტულ განვითარებას და მომსახურების ხარისხს ახალ საფეხურზე გადაიყვანს.



პროექტის უნიკალურობას მისი ადგილმდებარეობაც განაპირობებს. სასტუმრო გარშემორტყმულია წინანდლის მამულის 18 ჰექტარზე გაშლილი ისტორიული პარკით. რამდენიმე წუთის მანძილზეა ქართული რომანტიზმის ფუძემდებლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმიც, კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად, განახლდა და კეთილმოეწყო წინანდლის ტერიტორია და ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობები. პროექტს სათავეში უდგას და ახორციელებს კომპანია „სილქროუდ ჯგუფი“, „საპარტნიორო ფონდი“-ს ფინანსური მხარდაჭერით.





სასტუმრო 141 მსხვადასხვა კატეგორიის ოთახს აერთიანებს. სტუმრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ განსაკუთრებული მომსახურებით, რომელიც გულისხმობს: საცურაო აუზს სასტუმროს ბოლო სართულზე კავკასიონის მთების შთამბეჭდავი ხედით, სპა ცენტრს, რესტორნების ფართო არჩევანს, ამფითეატრს ღია ცის ქვეშ, რომელიც 1200 ადამიანს მოემსახურება, საკონფერენციო დარბაზებს, ვერტმფრენის ასაფრენ მოედანს და, რა თქმა უნდა, წინანდლის ისტორიული პარკის დათვალიერების საშუალებას.


(R) 






დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა

დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა
access_time2020-11-25 21:05:28
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი გულისშეტევის შედეგად გარდაიცვალა. მარადონას, რომელმაც თავის ქვეყანას მსოფლიო თასის ტრიუმფამდე მიაღწია 1986 წელს, ნოემბრის დასაწყისში წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია თავის ტვინში სისხლის შედედების გამო. თუმცა ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოდან მისი გამოწერა ვერ მოხდა 

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-11-25 18:45:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3138 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-25 21:00:32
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“     საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების...

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა
access_time2020-11-25 17:00:38
მაის-ივლისში ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორები, რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესია (84%). აღნიშნული ტენდენცია  PwC–ის მიერ ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა.   დოკუმენტის მიხედვით, შემოსავალი დაკარგა  სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებმა (59%) და სამშენებლო ბიზნესმა (36%).   საფინანსო და სადაზღვევო და გადამამუშავებელი მრეწველობის...

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა
access_time2020-11-25 18:00:51
გასულ  კვირას, „მოდერნას“ გენერალურმა დირექტორმა სტეფან ბენსელმა ბიოტექნოლოგიური კომპანიის მის საკუთრებაში არსებული აქტივები გაყიდა, რითაც 30 მილიონი აშშ დოლარის მოგება მიიღო. ბენსელმა ეს გადაწყვეტილება „მოდერნას“ ვაქცინის წარმატებული ტესტირების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ მიიღო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ „მოდერნას“ ვაქცინა შესაძლოა აშშ-ს ბაზარზე Pfizer-ის ვაქცინასთან ერთად გამოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 18 ნოემბერს ბენსელმა 9...


მსგავსი სიახლეები

up