რადისონ ქოლექშენ ბრენდის პირველი სასტუმრო წინანდლის ისტორიულ მამულში

რადისონ ქოლექშენ ბრენდის პირველი სასტუმრო წინანდლის ისტორიულ მამულში

access_time2018-10-27 12:23:41

27 ოქტომბერს, წინანდლის ისტორიულ მამულში საქართველოში და მთლიანად რეგიონში პირველი „რადისონ ქოლექშენ“-ის ბრენდის სასტუმროს პრეზენტაცია გაიმართება. აღსანიშნავია, რომ წინანდლის სასტუმრო პირველია რადისონ ქოლექშენის სასტუმროებს შორის, რომელიც იმთავითვე ამ ბრენდით აშენდა. რადისონ ქოლექშენის სხვა სასტუმროებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში უკვე არსებული სასტუმროების რებრენდინგის შედეგად მიენიჭა ამ ელიტარული სასტუმრო ქსელის ბრენდი.


ახლადაშენებული რადისონ ქოლექშენი წარმოადგენს ელიტური კატეგორიის სასტუმროს, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებით მაღალი კლასის მომსახურებით.


ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბაღის მიმდებარედ, განსაკუთრებულ ეკოლოგიურ გარემოში განთავსებული ახალი სასტუმრო ჰარმონიულად ერწყმის ძველ ისტორიულ ნაგებობებს და განახლებული ისტორიული კომპლექსის ნამდვილი მარგალიტია. 5-ვარსკვლავიან სასტუმროში არის 142 ნომერი, საკონფერენციო და საზეიმო ღონისძიებათა დარბაზები, ბიბლიოთეკა, ღია და დახული რესტორნები, სპა-ცენტრი, აუზი, ფიტნეს კლუბი.


განახლებულ წინანდლის კომპლექსში ძველი და თანამედროვე არქიტექტურული სტილის ნატიფი შერწყმა განთქმული გერმანელი ინდუსტრიული დიზაინერის ინგო მაურერის დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტზე მუშაობდა ცნობილი ქართველი მოქანდაკე და მხატვარი თამარ კვესიტაძე. ახალი სასტუმროს არქიტექტურული კონცეფცია ეკუთვნის ამერიკელ არქიტექტორს ჯონ ფოტიადისს, ხოლო ინტერიერის დიზაინზე იმუშავეს ესპანელმა დიზაინერებმა ქრისტინა გაბასმა და დამიან ფიგუერასმა.


1200 ადგილიანი ამფითეატრი, 600-ადგილიანი დახურული საკონცერტო დარბაზი, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ღვინის ქარხანა, აღდგენილი ვენახები და განახლებული ისტორიული კომპლექსი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის, უნიკალურ გარემოს ქმნის.



წინანდლის მამული 1690 წლიდან ჭავჭავაძეების ოჯახის საკუთრება იყო. წინანდლის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2007 წლიდან დაიწყო, მიმდინარეობდა მისი ისტორიული მნიშვნელობის შენარჩუნების გათვალისწინებით. წინანდლის პროექტის მიზანია კომპლექსის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანმანათლებლო, კულტურულ და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბება.


„რადისონ ქოლექშენის“ სასტუმროს პროექტი საპარტნიორო ფონდის ხელშეწყობით განხორციელდა. სასტუმროს პროექტის ჯამური ღირებულებაა 35 მლნ აშშ დოლარი, საპარტნიორო ფონდის დაფინანსება 10 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის დამფინანსებელია ასევე თიბისი ბანკი.


წინანდლის ისტორიულ კომპლექსში საერთო ინვესტიცია დაახლოებით 60 მილიონ დოლარს შეადგენს.


2019 წლის სექტემბრიდან წინანდლის მამულში გაიმართება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც დაარსდა საქართველოს მთავრობასა და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად.


ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდა მუსიკოსებს მიიღებს მუსიკალური აკადემია. ჩამოყალიბდება პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც ყოველწლიურად გამართავს კონცერტებს. ფესტივალის საკონცერტო პროგრამაში მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორია მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა, დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული დირიჟორი.
მაესტრო ნოზედა 27 ოქტომბრის ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის რანგში ჩამოვა და სხვა სტუმრებთან ერთად დახურული საკონცერტო დარბაზის საზეიმო გახსნას და პირველ კონცერტს დაესწრება. კლასიკური მუსიკის კონცერტი ახალგაზრდა შემსრულებლების მონაწილეობით დახურულ დარბაზში გაიმართება, ხოლო მოგვიანებით ამფითეატრში სუხიშვილები წარდგებიან სპეციალური პროგრამით.


ღონისძიებას დაესრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წამომადგენლები, უცხოელი და ქართველი სტუმრები.


წინანდლის მამული ის ადგილია, საიდანაც საქართველოში ისტორიულად ვრცელდებოდა პროგრესული იდეები და მოწინავე ტექნოლოგიები. სიმბოლურია, რომ სწორედ აქ, ჭავჭავაძეების ისტორიულ მამულში, რომელიც საქართველოში პასუხისმგებლიანი ბიზნესის და მაღალეთიკური წარმოების კარგი მაგალითია, 27 ოქტომბერს ხელი მოეწერება მემორანდუმს საქართველოს მთავრობას და ამერიკულ ჰუმანიტარულ ფონდს Grace Farms Foundation და საერთაშორისო ჰუმანიტარულ მოძრაობას Unchain შორის, რომლის თანახმად მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის პრიორიტეტები იქნება შრომის უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დანერგვა, საქართველოს გადაქცევა 100%-ით მწვანე, მდგრად და ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნად, რაც ხელს შეუწყობს ტრანსნაციონალური კომპანიების დაინტერესებას და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდას.



(NS)





დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up