რადიო თავისუფლება: გაფრთხილება, როგორც მუქარა

რადიო თავისუფლება: გაფრთხილება, როგორც მუქარა

access_time2019-03-02 19:00:42

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი პრაღაში, „უცვლელი მესიჯით“, უფრო ზუსტად, ტრადიციული მათრახითა და თაფლაკვერით ჩავიდა, როგორც რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე გვიამბობს.


„მიუხედავად სირთულეებისა უნდა განვაგრძოთ ურთიერთობების განვითარება და ასევე მინდა გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები იმ შესაძლო მოულოდნელობების შესახებ, რაც უსიამოვნოა ორივე ქვეყნისათვის“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა 27 თებერვალს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის მორიგი რაუნდის წინ.


როგორც რადიო თავისუფლება იტობინება, რუსმა დიპლომატმა თავიდან არ დააზუსტა, თუ რა იგულისხმა „უსიამოვნო მოულოდნელობებში“; რადიო თავისუფლებისთვის მიცემული ამ კომენტარის გავრცელების შემდეგ, ბევრმა საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთ, კარასინის ეს „გაფრთხილება“ აღიქვა, როგორც შეფარული მუქარა.


პრაღის ფეშენებელურ სასტუმრო „ავგუსტინეში“ დახურულ კარს მიღმა გამართული სამსაათიანი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, გრიგორი კარასინმა აღნიშნული სამაუწყებლო კომპანიის განმეორებით კითხვას, უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ, არაპირდაპირ, „ნატოსა და აშშ-ის მიერ რეგიონში მზარდი აქტიურობით“ გამოწვეული შეშფოთების გამოხატვით უპასუხა:


„უსიამოვნო მოულოდნელობები ვფიქრობ, რომ არ იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რეგიონის გარე სახელმწიფოთა მისწრაფება, უფრო აქტიურად ჩაერთონ სამხრეთ კავკასიის სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში. ეს, რა თქმა უნდა, იწვევს ჩვენს შეშფოთებას და დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომელმაც დააზუსტა, რომ გარე სახელმწიფოებში იგულისხმება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და აშშ-ის მზარდი აქტიურობა საქართველოს ტერიტორიაზე.


ბატონმა კარასინმა დააზუსტა, რომ მხარეები მოკლედ შევეხეთ რეგიონულ პრობლემებს. და ამასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან გამოითქვა შეშფოთება რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ბლოკისა და აშშ-ის მზარდი აქტიურობის, არაერთი სწავლების ჩატარების გამო საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოების მონაწილეობით.



ცხადია, ჩვენ ეს გარკვეული ამოცანების წინაშე გვაყენებს. ვინაიდან იგი არღვევს სახელმწიფოთაშორის კონტაქტების განვითარების ხელსაყრელ ატმოსფეროს, გვაიძულებს ვიფიქროთ შედეგებზე, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.


ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე იხსენებს, რომ კარასინის განცხადებების პარალელურად, ნატოს სამხედრო წვრთნების ინტენსივობასა და მათში ნატოს არაწევრი უკრაინისა და საქართველოს „აქტიურად ჩართვის“ შესახებ 27 თებერვალს არაორაზროვანი განცხადება გააკეთა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა. სერგეი შოიგუს თქმით, ალიანსი განაგრძობს წინა ხაზის ბაზირების სისტემის განვითარებას ბალტიისპირეთში და აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში.


ამავე სტატიის ინფორმაციით, რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის დღევანდელ სხდომაზე შოიგუმ თქვა, რომ ნატო რუსეთს აიძულებს საპასუხო ზომების მიღებას. იქვე ნათქვამია, რომ მთლიანობაში, რუსეთის სამხედრო უწყებისა (სერგეი შოიგუ) და საგარეო საქმეთა სამინისტროს (გრიგორი კარასინის) განცხადებები იმ სტრატეგიის ნაწილია, რომლის შემუშავებასაც აქტიურად შეუდგა კრემლი ვაშინგტონის და მისი მოკავშირეების პასუხად.


20 თებერვალს, ფედერალური კრების წინაშე გამოსვლის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ საშუალო და შორი რადიუსის მოქმედების რაკეტების შემცირების შესახებ შეთანხმებიდან გამოსვლის საპასუხოდ, მოსკოვი გაშლის სარაკეტო სისტემებს, რომლებიც არა მხოლოდ შეიარაღებაზე იქნება დამიზნებული, არამედ აშშ-ისა და მოკავშირეთა ტერიტორიებზე განლაგებულ გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე.


აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ფიქრობენ, რომ სწორედ რუსეთი არღვევს მის მიერვე ნაკისრ ვალდებულებებს, საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას და ძირს უთხრის მისი მეზობელი სახელმწიფოების - საქართველოსა და უკრაინის - სახელმწიფოებრიობას, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობენ.


რუსეთმა თავისი დექსტრუქციული ნაბიჯებით შექმნა ვითარება, როდესაც კრემლთან კონსტრუქციული დიალოგი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს მომლაპარაკებელი მხარისათვის.


„არ მესმის იმათი, ვინც მოგვიწოდებს, რომ შევწყვიტოთ ცეცხლი. თუ რუსეთი შეწყვეტს ცეცხლს, ომი აღარ იქნება, მაგრამ თუ უკრაინა შეწყვეტს ომს, მაშინ უკრაინა აღარ იარსებებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.


რადიო თავისუფლება





„ბიზნესი მზად არის თავისი წილი ვალდებულება აიღოს, მთავარია, მთავრობამ ეკონომიკა გახსნას“

„ბიზნესი მზად არის თავისი წილი ვალდებულება აიღოს, მთავარია, მთავრობამ ეკონომიკა გახსნას“
access_time2021-01-26 15:50:41
ბიზნეს სექტორი ეკონომიკის გახსნას ითხოვს. ივა ჭყონიას შეფასებით, ბიზნესის მრავალი სექტორი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ მათ არ იციან მომავალში როგორ შეიძლება ფუნქციონირება აღადგინონ. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, თუ მთავრობა მარტამდე რეგულაციების შემსუბუქების ან მოხსნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს მცირე და საშუალო ბიზნესის ბევრი წარმომადგნელი გაკოტრდება. დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯომარე ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო ვებინარი ტარდება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო ვებინარი ტარდება
access_time2021-01-26 13:00:01
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის “საქართველოს კომერციული სამართლის და პრაქტიკის გაუმჯობესება” ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო სამდღიანი ვებინარი ტარდება.ვებინარი ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის...

HYATT CENTRIC BOULEVARD BATUMI 2025 წელს გაიხსნება

HYATT CENTRIC BOULEVARD BATUMI 2025 წელს გაიხსნება
access_time2021-01-26 14:40:19
Hyatt-ი საქართველოში სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას გეგმავს.საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი ინფორმაციით, უკვე გაფორმდა შპს „ალიანს სიტისთან“ მართვის ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულება ბათუმში, ზღვის სანაპიროზე , სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას ითვალისწინებს. 180-ნომრიანი სასტუმრო 2025 წლისთვის უნდა გაიხსნას. აღსანიშნავია, რომ Hyatt Centric-ის ბრენდი პირველად შემოდის საქართველოში, ევროპის მასშტაბით კი ეს...

გიორგი გახარია - თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უფრო სწრაფად უნდა ვისაუბროთ

გიორგი გახარია - თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უფრო სწრაფად უნდა ვისაუბროთ
access_time2021-01-26 12:55:00
თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როგორც კი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტების მაინინგი დასჯადი გახდება

ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტების მაინინგი დასჯადი გახდება
access_time2021-01-26 19:00:34
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პარლამენტს კრიპტოვალუტის უკანონო მომპოვებლების წინაამღდეგ სანქციების გამკაცრების და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღების თაობაზე კანონპროექტი წარუდგინა. აფხაზი ენერგეტიკოსები იმედოვნებენ, რომ ეს ზომა ნაწილობრივ მაინც შეამცირებს ვირტუალური ვალუტის მოპოვებას, რომელიც რესპუბლიკის ენერგოსისტემას ანგრევს და მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარებით...


მსგავსი სიახლეები

up