„რადიო თავისუფლება“ - ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა

„რადიო თავისუფლება“ - ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა

access_time2019-11-20 22:30:37

ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. ჩრდილოეთ ოსეთში მომუშავე ადვოკატი ვაჟა გაფრინდაშვილისთვის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შუამდგომლობით დაკავებული ექიმის ოჯახმა დაიქირავა.


ადვოკატის თქმით, საქმეში გუშინდელი დღიდან ჩაერთო და ამ დროში საქმის გაცნობა ვერ მოასწრო. დაკავებულთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატი ერთადერთი იმას ამბობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თავს კარგად გრძნობს.


„შევხვდი, ვაჟა თავს კარგად გრძნობს, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, ეს ყველაფერი მოხდა იმის გამო, ეკლესიაში სალოცავად უნდოდა მისვლა. მეტი არაფერი, ყველას მოკითხვას უთვლის, მეუღლეს, ყველა ნაცნობს. ყველაფერი კარგადაა, სიმართლე იზეიმებს“.



ვაჟა გაფრინდაშვილის ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ყველაზე მძიმე სასჯელი, რაც შეიძლება მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაეკისროს, ეს არის 2 წლამდე პატიმრობა, ჯარიმა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან დეპორტაცია.


ipn.ge





კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება
access_time2019-12-15 11:00:41
კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება და მის ნაცვლად, უცხო სახელმწიფოში ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს დაეკისრება. შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 16 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე...

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი
access_time2019-12-15 14:00:23
ქართული ბრენდი PAVONE მინის ხელნაკეთ, ექსკლუზიურ ფერად სამკაულებსა და ინტერიერის აქსესუარებს ქმნის. ბრენდი მარიამ მარქაროვმა 3 წლის წინ დააფუძნა. ის მინის დამუშავებისა და მოხატვის ხელოვნებას პროფესიულად ფლობს. ხელოვანების ოჯახში გაზრდილმა, სწავლა სამხატვრო აკადემიაში შესაბამის ფაკულტეტზე გააგრძელა. მინის ოსტატობის დაუფლების შემდეგ, სტიპენდია ზედიზედ სამჯერ, ამერიკის შეერთებულ შტატებში,...

ანთებული ნათურის ფასი

ანთებული ნათურის ფასი
access_time2019-12-15 16:00:28
"დამთავრდა”, – ეს არის ერთსიტყვიანი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც 2016 წლის 14 ოქტომბერს მარიამ ვალიშვილისგან მივიღე. ის მაშინ, ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის რანგში, ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერთების ოქმს ქართულმა მხარემ ხელი ოფიციალურად მოაწერა. ამიტომ “დამთავრება” ამ შემთხვევაში მხოლოდ დასაწყისის მანიშნებელი იყო, რადგან ხელმოწერის ცერემონიის დასრულებასთან ერთად...

„სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერის გამოცხადების დროს, რეალური კონკურენცია უნდა არსებობდეს“

 „სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერის გამოცხადების დროს, რეალური კონკურენცია უნდა არსებობდეს“
access_time2019-12-15 12:00:58
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლემ, ხატია არდაზიშვილმა სახელმწიფო შესყიდვებზე, შესყიდვების პროცესში დისკვალიფიკაციასა და მის შედეგებზე ისაუბრა. „სახელმწიფო შესყიდვები ძალიან რთული და საინტერესო თემაა.შესყიდვა...

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ყველა მთავრობის წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა  ყველა მთავრობის  წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“
access_time2019-12-15 10:00:50
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა ქართულ ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა შეაფასა და 2020 წლის პერსპექტივები ისაუბრა. მისი თქმით, ლარის გამყარებაზე დადებითი როლი რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა. გიორგი ხიშტოვანი საზოგადოების მხრიდან ეროვნული ბანკის მიმართ ნდობის გაზრდაზე საუბრობს და ამბობს,რომ ლარის გამყარება ეკონომიკურ მაჩვენებლებში არსებულ კონკრეტულ ცვლილებებთან არ არის...


მსგავსი სიახლეები

up