სამწუხაროა,  მთავრობის მხრიდან  ანაკლიის პორტთან მიმართებაში ეს ვირეშმაკული თამაში“ - გია ხუხაშვილი  პომპეოს განცხადებას აფასებს

სამწუხაროა, მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტთან მიმართებაში ეს ვირეშმაკული თამაში“ - გია ხუხაშვილი პომპეოს განცხადებას აფასებს

access_time2019-06-12 14:30:44

„აშშ გვეუბნება , რომ თუ ჩვენ დასავლური გზა ავირჩიეთ, მაშინ უნდა მოვიქცეთ შესაბამისად,  თუ მოვიქცევით სხვანაირად, მაშინ სხვა კითხვები გაჩნდება და ჩვენს კეთლსინდისიერებაში ეჭვი იქნება შეტანილი. ... ალბათ სწორედ ეს იყო პომპეოს განცხადების მთავარი მესიჯი  იმიტომ, რომ როგორც წესი ჩვეულებრივ ვითარებაში ამ ტიპის განცხადებები არ კეთდება საჯაროდ და ტურისტული მოლაპარაკებებით სრულდება ყველაფერი. რადგან პომპეომ ჩათვალა, რომ ამ თემაზე უკვე საჯაროდ უნდა ესაუბრა. ვფიქრობ, ისინი მიიჩნევდნენ,  რომ ანაკლიის პორტის საკითხში არსებობდა პრობლემა.“  - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ. 


„საბოლოოდ, მე გამოვხატე ჩვენი იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან და დაიცავს მას რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური გავლენისგან. ის მოჩვენებითი მეგობრები საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებენ. საქართველოს განვითარება, როგორც თავისუფალი სახელმწიფოს, საბჭოთა კომუნიზმის თითქმის საუკუნოვანი გავლენის შემდეგ, ამტკიცებს, რომ ის სწორ გზაზე დგას. ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ გზაზე თქვენი კარგი პარტნიორები ვართ“, –  ღიად განაცხადა ოფიციალურ პრესკონფერენციაზე,  მაიკ პომპეომ.



გია ხუხაშვილი „კომერსანტთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადება  იმის აღმნიშვნელია,  რომ აშშ-საქართველოს მხრიდან კონკრეტული სტრატეგიული კურსის ჩამოყალიბებას ითხოვს  და შესაძლოა კიდეც, რომ დასავლეთმა ანაკლიის პორტის საკითხთან მიმართებაში ორმაგი თამაშის ნიშნები დაინახა.


„ შავი ზღვის რეგიონი ერთ-ერთი ეპიცენტრია დიდ გლობალურ დაპირისპირებაში და, ბუნებრივია, აშშ ცდილობს, რომ რუსეთის დომინირება შავ ზღვაში დაასრულოს ან მინიმუმ დააბალანსოს მაინც. შავი ზღვის აუზში ძალიან ბევრი დასავლური ქვეყანაა, მათ შორის ნატოს წევრებიც არიან,  თუმცა უსაფთხოების სისტემის ფორმირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არის ძალიან სუსტი. ამ გეოპოლიტიკური თამაშების ფონზე ანაკლიის პორტი გლობალური უსაფთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს.




სამწუხაროა, საქართველოს მთავრობის მხრიდან  ანაკლიის პორტთან მიმართებაში ეს ვირეშმაკული თამაში,  რასაც ჩვენ ვხედავდით  -რიტორიკულად ამბობდნენ, რომ თითქოს პროექტს ხელს უწყობდნენ, მაგრამ მუდმივად ხდებოდა პროექტის საბოტირება სხვადასხვა მეთოდებით, პროექტის ოპერატორის მუდმივი დისკრედიტირებით. ამ დროს ჩნდება გონივრული ეჭვი,  რომ ორმაგ თამაშს თამაშობ. ჩვენ ან დასავლეთთან ვართ,  ან რუსეთთან, ალტერნატივა არ გვაქვს. თუკი დასავლეთი დისტანცირებას ახდენს,  ბუნებრივია, აღმოვჩნდებით რუსეთის გავლენის ქვეშ.


მოლდოვის მაგალითს მოვიყვან, მოლდოვაში ვითარება საკმაოდ გავდა საქართველოს და საბოლოო ჯამში ორმაგმა თამაშებმა გამოიწვია ის, რომ დღეს შეიქმნა კრიზისი, დასავლეთმა ხელები დაიბანა. ჩვენს შემთხვევაშიც უბრალოდ აღარ ვიქნებით დასავლეთისთვის საინტერესო. მე არამგონია რომ ეს ისტორიის დასასრულია, ბევრად უფრო რთული იქნება პროექტის საბოტირება ამ  განცხადებების შემდეგ.“   აცხადებს პოლიტიკური ექსპერტი


როგორც ცნობილია, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“  საქართველოს მთავრობას ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარსადგენად ვადების გახანგრძლივება სთხოვა. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ანაკლიის კონსორციუმის“ თხოვნას ფინანსური დოკუმენტის წარდგენის გადავადებაზე მხარი დაუჭირა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, ანაკლიის პროექტს დიდი მხარდაჭერა აქვს და იმისთვის, რომ პროექტი განხორციელდეს, „თითოეული ჩვენგანი და კონსორციუმის მონაწილე წევრები კონკრეტულ შედეგზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები“.


„რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დაინტერესებული იმაში, რომ ამ პროფილის მქონე, ამერიკული ყველაზე ძლიერი კომპანიები იყვნენ წარმოდგენილი ამ პროექტში. ამ პროექტს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, როგორც კი ჩამოვალ, მომდევნო კვირას გვექნება მთავრობის ხდომა და ამ საკითხის განხილვა და ვადების გადავადება მოხდება. თითოეული ჩვენგანი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ამ პროექტის რეალიზაცია თითოეული ნაბიჯით არის განსაზღვრული, რომელსაც კონკრეტული შედეგი მოაქვს. ჩვენ ვალდებულება ავიღეთ, როგორც მთავრობამ და ვასრულებთ ამ ვალდებულებებს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ კონსორციუმს, რომ შეასრულოს ვალდებულებები, რომ საბოლოო ჯამში, ამ მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაცია მოხდეს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ საკითხს. ამავე დროს, კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, თითოეული ჩვენგანი და რა თქმა უნდა, კონსორციუმის მონაწილე წევრები, კონკრეტულ შედეგზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები. თუ ყველა შეასრულებს თავის ვალდებულებას, ეს პროექტი აუცილებლად შედგება და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ამ პროექტის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს და კომუნიკაციას, რომ მივეხმაროთ კონსორციუმს აღებული ვალდებულებების შესრულებაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ „იმედის“ ეთერში.







დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ
access_time2019-10-17 20:00:53
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში  სამართალდამცავ ორგანოებს მიწოდოს. მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის. ფულის სავარაუდო გათეთრებაზე მიუთითებს  ტელევიზია „მთავარი არხი“ და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა...

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია თვეში 700 მილიონ დოლარს კარგავს

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია  თვეში  700 მილიონ დოლარს კარგავს
access_time2019-10-17 19:00:27
საჯარიმო სანქციები ზოგჯერ აზარალებს იმასაც, ვინც ისინი შემოიღო. ეს პირველ რიგში,რუსეთის წინაამღდეგ შემოღებულ შეზღუდვებს ეხება. უკვე 5 წელია,რაც  რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსური სანქციები  მოქმედებს, თუმცა, ბოლო დრომდე არ იყო შეფასებული მათი ზემოქმედების დონე და რუსული სანქციების  საპასუხო  შედეგები.ასევე  არ იყო დადგენილი,ყველაზე მეტად რომელი ქვეყნები...

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)
access_time2019-10-17 16:00:19
ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება.პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.პროექტის განხორციელება 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი. ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც. კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები...

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს
access_time2019-10-17 16:30:58
26 ოქტომბერს, ახტალის პარკში, ყველისა და კულინარიის ფესტივალი, წელს პირველად გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს კულინარიის, როგორც დარგის განვითარებას რეგიონში და მის პოპულარიზაციას.ფესტივალის ფარგლებში, 6 ქართველი და უცხოელი ტოპ შეფი (გურამ ბაღდოშვილი, ლევან ჩხეიძე, თამთა კიკალიშვილი, ენცო ნერი, მიშა ბარსა და ა.შ) თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს, ჩაატარებენ მასტერკლასებს, რომლის პარალელურადაც მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ყველისა და კულინარიული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მათ...


მსგავსი სიახლეები

up