რად დაუჯდა ომი და ოკუპაცია პუტინის რუსეთს?

რად დაუჯდა ომი და ოკუპაცია პუტინის რუსეთს?

access_time2020-08-08 10:24:19

რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ისევ ეჭვის თვალით უყურებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერაც ერთადერთი იმედია საქართველოსთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 12 წელი გავიდა - გადაიხადა თუ არა ადეკვატური საფასური რუსეთმა საქართველოს ოკუპაციისთვის, ისტორიის გადაწერისთვის და მზარდი აგრესიისთვის? რაზეა დამოკიდებული საერთაშორისო პარტნიორების მეტი მეტი მხარდაჭერა და რეაგირება?

სოხუმში ევროკავშირზე გაბრაზდნენ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას ევროკავშირის საელჩოს განცხადებაში თვალი მოსჭრა ფრაზებმა, რომლებიც კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას შეეხება.

„აშკარად იგრძნობა ტენდენციური ფორმულირება, რომელშიც კონცენტრირებული სახით არის ასახული თბილისისა და მისი დასავლელი პარტნიორების უკიდურესად ცალმხრივი პოზიცია. საქართველო და წამყვანი დასავლური ქვეყნები ჯიუტად არ ამჩნევენ არც აფხაზეთის რესპუბლიკასა და არც სამხრეთ ოსეთს. დამახასიათებელია, რომ განცხადებაში საერთოდ არაფერია ნათქვამი - ვინ დაგეგმა და განახორციელა აგრესია 2008 წლის აგვისტოში“ - აცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ტექსტში არაფერია ნათქვამი ამერიკის საელჩოს იმავე სულისკვეთების განცხადებაზე, მაგრამ სოხუმიდან ევროპელებისთვის დასმული შეკითხვა ამერიკელებსაც შეეხებათ. შეკითხვის კონკრეტული ადრესატია ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია - აკვირდებიან თუ არა ისინი საქართველოში ამერიკისა და ნატოს მონაწილეობით მიმდინარე წვრთნებს და რას ფიქრობენ ამ უკიდურესად არასამშვიდობო ქმედებებზე?

საქართველოს მხარდამჭერი დასავლელი პარტნიორების დადანაშაულება ხშირია როგორც სოხუმიდან, ასევე ცხინვალიდან. დე ფაქტო ხელისუფლებები მხოლოდ იმ „შეუქცევად ახალი რეალობას“ აღიარებენ, რომელზეც ოკუპანტი ქვეყანა, რუსეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ლაპარაკობს.

ამ ახალი რეალობის ფარგლებში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა:

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოაცხადა (2008 წლის 26 აგვისტოს);
  • გააგრძელა მცოცავი ოკუპაცია, საქართველოს დამატებითი ტერიტორიების მიტაცება და ხალხის გატაცება-დაპატიმრება-მკვლელობა;
  • სამხედრო ბაზები განათავსა როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში (სხვადასხვა წყაროს ცნობით, 5000-დან 7000-მდე რუსი სამხედროს ტევადობით);
  • დღემდე არ დაუშვა საერთაშორისო პარტნიორების წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
  • დღემდე არ შეასრულა 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმება, საერთაშორისო საზოგადოების უამრავი მოწოდების მიუხედავად.

 

საქართველოს ისტორია გადაიწერა და გადაწერილი ისტორიის დამკვიდრების პროცესში 2019 წელს თავად რუსეთის პრეზიდენტიც ჩაერთო. პუტინის მიერ გახმოვანებული ფაქტებით აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ნაწილი არც არასდროს ყოფილა. პუტინისეული ფაქტები სრულად გამორიცხავს საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების პერსპექტივას. „კარგი იქნება ამ ყველაფრის ცოდნა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ამის დავიწყება არასოდეს არ შეიძლება“- ურჩია ერთი წლის წინ რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას.

გადაიხადა თუ არა საფასური რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომისთვის?

 


EURACTIV-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გამოხატავს გარკვეულ უკმაყოფილებას საერთაშორისო თანამეგობრობის არასაკმარისი რეაგირების გამო. ის პარტნიორების მეტი ძალისხმევის აუცილებლობას ხედავს და თვლის, რომ საქართველოსა და უკრაინის კრიზისები ერთად უნდა განიხილებოდეს.

  • ევროპის სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიაზე საერთაშორისო თანამეგობრობის არასაკმარისი რეაგირება საშიშ პრეცედენტებს ქმნის და მთავარი დარტყმის ქვეშ სწორედ ევროპულ უსაფრთხოებას აყენებს;
  • უმოქმედობას მოსკოვი ნების დართვად აღიქვამს, მტკიცე და მკაფიო უნდა იყოს ევროპის პოზიცია და გზავნილი - ევროპულ უსაფრთხოებაზე თავდასხმა დაუსჯელი არ დარჩება;
  • საქართველოს ინტენსიური სამშვიდობო პოლიტიკის მიუხედავად, სამშვიდობო პროცესი ჩიხშია შესული და ეს მხოლოდ რუსულ-ქართული ურთიერთობების დინამიკით ვერ აიხსნება.
  • რუსულ-ქართული კონფლიქტი, უკრაინის კრიზისთან ერთად, მთელი სიმწვავით უნდა განიხილებოდეს, რადგან ორივე კონფლიქტი ერთ მიზანს ემსახურება და ეს მიზანი შავი ზღვის რეგიონში დესტაბილიზაციის კერების შექმნის გზით ევროპული უსაფრთხოების აღმოფხვრაა.

მთელ რიგ საერთაშორისო დოკუმენტებსა თუ განცხადებებში, სადაც რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე და მისი შეკავების ზომებზეა ლაპარაკი, უკრაინასთან ერთად საქართველოს ოკუპაციაც არის მოხსენიებული. თუმცა ასევე, არსებობს არაერთი ფაქტი, როცა საერთაშორისო პარტნიორები უკრაინასთან ერთად არ ახსენებენ საქართველოს.

ანალიტიკოსების ერთი ნაწილი თვლის, რომ უკრაინის საკითხი მისი სიმწვავისა და ცხელ ფაზაში არსებობის გამო დომინირებს. თუმცა როგორც „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ყოფილი ელჩი უკრაინასა და რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი გვეუბნება, ასეთი შედეგის თავიდან აშორება პროაქტიური პოლიტიკით იყო შესაძლებელი.

„მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ისეთი უმთავრესი საერთაშორისო პლატფორმა, როგორიც არის „დიდი შვიდიანი“. მასში შემავალი ქვეყნების შეხვედრებზე ძალიან მკაფიო განცხადებები იყო რუსეთის საწინააღმდეგო და უკრაინის მხარდასაჭერი, ხოლო საქართველოზე საერთოდ სიტყვა არ იყო ნათქვამი.

საფრანგეთში შემდგარ ბოლო დოკუმენტში, როდესაც რუსეთისთვის, როგორც რეგიონული საფრთხისთვის დაწესებულ სანქიებზეა ლაპარაკი, მხოლოდ უკრაინის კონტექსტი გვხვდება. რას ნიშნავს ეს?

ჩვენ უნდა შევიმუშაოთ კარგად ჩამოყალიბებული სტრატეგია რუსეთთან მიმართებით და აქტიური პოზიცია დავიკავოთ საერთაშორისო თანამეგობრობის რიგებში რუსეთის საწინააღმდეგოდ... მარტო ჩვენ რუსეთთან ვერაფერს გავხდებით“.

 

რუსეთმა უკრაინაში საქართველოს შემდეგ გადაინაცვლა.

ოპოზიცია ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებს რუსეთთან დამთმობი ქმედებებისა და არგაღიზიანების წამგებიანი პოლიტიკის გამო. ოპონენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მეტი აქტიურობისთვის საჭიროა, რომ მათ პირველ რიგში საქართველომ აჩვენოს აქტიურობის მაგალითი.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ 7 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას, ხელისუფლება ირჩევს მშვიდობიან გზას და საერთაშორისო პარტნიორების იმედად რჩება.

„ჩვენი ხელისუფლების არჩევანი არის მშვიდობიანი, რაციონალური და თანამიმდევრული პოლიტიკა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე - სრულ დეოკუპაციამდე და ხელოვნურად გახლეჩილი საზოგადოებების ერთიან, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოში მშვიდობიან თანაცხოვრებამდე“.

მინისტრი ზალკალიანი კი თავის სტატიაში ასევე წერს, რომ საქართველო ერთგულად მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას, ძალისხმევას არ იშურებს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების (ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმები) ეფექტიანად გამოყენებისათვის; საქართველო არასოდეს იტყვის უარს დემოკრატიის განვითარებაზე და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

 

რადიო თავისუფლება

თეგები:
ომი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up