რაჭაში სამთო-სათხილამურო კურორტის მოწყობა იგეგმება

რაჭაში სამთო-სათხილამურო კურორტის მოწყობა იგეგმება

access_time2019-11-29 15:55:52

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შესაძლოა ახალი სამთო -სათხილამურო კურორტი მოეწყოს.  საუბარია მდ. რიცეულას ხეობაში ჭუთხაროს მთის მასივის სამხრეთ კალთებზე, რომელიც ამბროლაურის სივრცითი მოწყობის გეგმის მიხედვით, 10-ზე მეტ სამთო-სათხილამურო საბაგირო გზას იტევს. როგორც რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, ამ ტერიტორიების შესაძლებლობებით დაინტერესება ფრანგმა ინვესტორებმაც გამოთქვეს.


„ჭუთხაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლენტეხსა და ამბროლაურის საზღვარზე არის სათხილამურო ტურიზმის განვითარების სერიოზული პერსპექტივა. ეს არის ამბროლაურიდან 18 კილომეტრში, ორი მესამედი ლენტეხის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და დანარჩენი ამბროლაურს.  სივრცითი მოწყობის გეგმაში სრულად არის მოცემული ამ მთის მასივის შესაძლებლობები.  ამჟამად შეთავაზებები დაწყებულია ბიზნესთან,  დაინტერესება არის ფრანგების მხრიდან და რამდენიმე ჯგუფი იყო ჩამოსული. კონკრეტული მოლაპარაკებები ჯერჯერობით არავისთან მიმდინარეობს, თუმცა რესურსი დადასტურებულია და მოწონებულია.“  - ამბობს რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე.


აქტიური სამთო-სათხილამურო კლასტერი წარმოდგენილია  მდ. რიცეულას ხეობაში ჭუთხაროს მთის მასივის სამხრეთ კალთებზე, რომელიც მოიცავს 1700 ჰექტრამდე სამთო-საკურორტო ტერიტორიას, 10-ზე მეტ სამთო-სათხილამურო საბაგირო გზას, 30-ზე მეტ სასრიალო ტრასას (საერთო სიგრძით 40 კმ-მდე) კარგი სასრიალო-კომერციული ბალანსით, რომელიც ემსახურება ერთდროულად 10 000-მდე მოსრიალეს. - ნათქვამია ამბროლაურის სივრცითი მოწყობის დოკუმენტში.



თავისუფალი/ველური სამთო-სათხილამურო ხასიათის აქტიური კლასტერების პოტენციურ არეალებად მიიჩნევა ქაჯიანის ზონაც.სხვა, ტექნიკურად მიმზიდველი არეალები კი განკუთვნილია სათავგადასავლო და სამთო-ტურისტული საქმიანობებისთვის.

 

მარიამ მორგოშია

 





დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up