რაჭაში „სახვანჭკარე“ ჯიშების ფასი 7 ლარი იქნება

რაჭაში „სახვანჭკარე“ ჯიშების ფასი 7 ლარი იქნება

access_time2019-10-08 23:45:32

ამბროლაურში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით და ორგანიზებით, ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და ადგილობრივ მევენახეებს შორის, რთველთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.



მათივე ცნობით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი ესწრებოდნენ.



„ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და ადგილობრივ მევენახეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ხარისხიანი „ხვანჭკარის“ ჯიშების ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ფასი - 7 ლარი იქნება.




როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სახელმწიფო ფასის რეგულირების პროცესში არ ჩაერევა, თუმცა აქტიურად ჩაერევა ლოჯისტიკისა და რთველის ორგანიზებულად წარმართვის პროცესში. გახსნილია ლოკაციები, მობილიზებულია საკოორდინაციო შტაბი, სახელმწიფოს მხრიდან სრული მზაობაა რაჭაში რთველი წარმატებულად დაიწყოს.



შეხვედრისას არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ დარგის განვითარებისთვის და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული, გლეხის შრომა დაფასებული, რათა ჰქონდეთ სტიმული მომავალშიც გააგრძელონ ვენახების გაშენება რაჭაში. შეხვედრა კონსტრუქციულ და მშვიდ ვითარებაში წარიმართა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.



BPN.GE 






„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად რეგულირებას მოიცავს“

„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად რეგულირებას მოიცავს“
access_time2020-01-24 10:45:27
საქართველოს პარლამენტმა ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა. ეროვნული ბანკის ცნობით, ამ კანონის მიღებით ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარების ახალი ეტაპი იწყება, დერივატივები კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტია და მისი გამოყენებით შესაძლებელია ფინანსური რესურსებისა და მასთან დაკავშირებული რისკების უკეთ მართვა. ახალი...

მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ

მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ
access_time2020-01-24 10:00:28
„სახელმწიფოს მიტაცება, ძალაუფლების კონცენტრაცია, ძლიერი პოლიტიკური გავლენა საკვანძო ინსტიტუტებზე და სასამართლოს არასაკმარისი დამოუკიდებლობა კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოს პოლიტიკური მთლიანობისთვის“, -ამ უმწვავეს შეფასებას „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ  საქართველოს მონაცემები კორუფციის აღქმის ინდექსში  გასულ წელთან შედარებით სამი  ქულით...

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი
access_time2020-01-23 20:25:56
2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში...

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-23 21:30:51
„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა 1.„სახელისუფლებო გუნდი შეგნებულად ხუჭავს თვალს კაზინოებში ფულის გათეთრების პროცესზე“ 2. „კონკურენცია დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან და...

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...


მსგავსი სიახლეები

up