ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისი რაჭაში დაგეგმილი ჰესების მშენებლობას კატეგორიულად არ ეთანხმება.
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველომ უნდა ისარგებლოს თავისი მდიდარი ჰიდროენერგეტიკული რესურსებით, თუმცა მართებული ტექნოლოგიების გამოყენებით - მართებულ ადგილზე. მათი შეფასებით, რაჭა და მდინარე რიონი სწორად შერჩეული ადგილი არ არის. ბუნების დამცველები ამბობენ, რომ რაჭაში ჰესების მშენებლობა სეისმურ რისკებს გაზრდის, მდინარე რიონს კი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთია, სადაც ზუთხისებრთა სახეობები ბუნებრივად მრავლდება, საფრთხეს შუქმნის. ისევე როგორც საფრთხე შეექმნება აგრო-ბიომრავალფეროვნებას და რაჭის ტურისტულ პოტენციალს.
რაჭას არა ჰესების კასკადი, არამედ დიდი ეროვნული პარკი ესაჭიროება. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების ტექნოკრატიული ნაწილი ბლოკავს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებას საქართველოში, - ნათქვამია განცხადებაში.
mtavari.tv