„რაც უფრო მეტ ფულს ჩავტოვებთ ეკონომიკაში და ადამიანების ჯიბეში, მით უფრო კარგი იქნება ეკონომიკური ზრდისთვის“

„რაც უფრო მეტ ფულს ჩავტოვებთ ეკონომიკაში და ადამიანების ჯიბეში, მით უფრო კარგი იქნება ეკონომიკური ზრდისთვის“

access_time2019-04-27 16:00:31

„რაც უფრო მეტ ფულს ჩავტოვებთ ეკონომიკაში და ადამიანების ჯიბეში, მით უფრო კარგი იქნება ეკონომიკური ზრდისთვის,“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი რადიო კომერსანტზე, გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“საპენსიო რეფორმას აფასებს.

„ახალი საპენსიო სქემის წინააღმდეგი ნებისმიერი მთავრობის პირობებში ვიქნებოდი. მიზეზი რის გამოც გამოვედი საპესიო სქემინდან, პოლიტიკური ნამდვილად არ არის. ნებისმიერი მთავრობის პირობებში შევეწინააღმდეგებოდი მისი სავალდებულობის ხასიათს.  საქმე ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის ჩვენი შემოსავლების დაზოგვა  სიბერისთვის, ეს კი პიროვნების პასუხისმგებლობაა და სახელმწიფოს არ აქვს უფლება, აიძულოს ადამიანები. მე ვარ ნებაყოფლობითი საპენსიო სქემის მომხრე. ქვეყანაში არსებობს საბაზისო პენსია და  უნდა ვიზრუნოთ მის გაზრდაზე, ძირითად პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასები ძალიან გაზრდილია მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ამდენად, უნდა გაიზარდოს საბაზისო პენსია,რათა ადამიანებმა შეძლონ პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება.

რა თქმა უნდა, სასურველია და კარგია ადამიანმა დააგროვოს სიბერისთვის, თუმცა დააგროვებს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის შემოსავლები იძლევა ამის საშუალებას. ჩვენი დაქირავებით დასაქმებულთა უდიდეს ნაწილს აქვს 500-600 ლარზე ნაკლები ხელფასი. ამდენად, მაშფოთებს ამ პროგრამის სავალდებულო ხასიათი. ჩვენი, მე და თქვენი,  ხელფასი გაცილებით მაღალია და შეგვიძლია მივცეთ საკუთარ თავს უფლება, გავაკეთოთ დანაზოგი. მაგრამ აიძულო 500 ლარიანი ხელფასის მქონე ადამიანი გააკეთოს დანაზოგი,როცა მიმდინარე ხარჯები მაღალია, მე მიუღებელი მგონია. ევროპულმა საქართველომ ამ კანონის ალტერნატივა შევთავაზეთ მთავრობას. ჩვენ მომხრე ვართ დაგროვების, თუმცა არსებობს სხვა რისკებიც. როგორი მთავრობაც არ უნდა იყოს, მე არ მინდა ჩემი დანაზოგი ვანდო მას. თუ მაქვს საშუალება დავზოგო, მე ვიცი როგორც მოვუვლი ამ ფულს, ყველა მოქალაქემ იცის ეს.

 სქემა სოციალურად მგრძნობიარე არ არის, იგი ხისტია დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის. ჩვენი ალტერნატიული კანონი ითვალისწინებს იმას, რომ რაც უფრო დაბალშემოსავლიანია ადამიანი, მით მეტად გამოვაყენებინოთ თავისი ფული და რაც უფრო მაღალშემოსავლიანია, მან მეტი დაზოგოს ჯიბიდან და ნაკლები გამოიყენოს. ჩვენი მოდელი გახლავთ ნებაყოფლობითი,რომელიც აგებულია მოტივაციების შექმნაზე. იგი სოციალურად მგრძნობიარეა, რადგან აგროვებს ის, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა.


ჩვენ დამსაქმებლებს არ ვუქმნით პრობლემას, მოქალაქეებს კი საკუთარი ჯიბიდან ნაკლებ ფულს ვაცლით. რაც უფრო მეტ ფულს ჩავტოვებთ ეკონომიკაში და ადამიანების ჯიბეში, მით უფრო კარგი იქნება ეკონომიკური ზრდისთვის, „- ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

 





„გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს

 „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს
access_time2020-02-26 16:25:48
იურიდიული ჰოლდინგი   „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ 2009  წელს დაფუძნდა. ჩვენს კორპორაციაში   წარმოდგენილია სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები  თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიმართულებით. ქართული სამართლის სახლი  სრულიად ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს საქართველოში და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში, რომელიც მთლიანად...

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის
access_time2020-02-26 19:50:03
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 13 დეკემბერს შპს „სანდასუფთავებასთან“, გამარტივებული წესით, ორი ხელშეკრულება გააფორმა: ერთი 480 059-ლარიანი, რომელიც ქალაქის ქუჩების, პარკების, მოედნების დასუფთავებას, მორწყვა-მორეცხვას, ქუჩების თოვლის საფარისგან გაწმენდას, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოებს, ქუჩაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოძრაობის აღკვეთის მომსახურებას გულისხმობს, ხოლო მეორე - 269 400 ლარის ღირებულების, რომლითაც, იმავე კომპანიისგან, საყოფაცხოვრებო ნარჩენების, ანახვეტის,...

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“
access_time2020-02-26 15:55:01
„წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1...

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა
access_time2020-02-26 18:45:40
აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები.ინფორმაციას ამის შესახებ AFP და Guardian ავრცელებენ. გამოცემის ინფორმაციით, დეზინფორმაციის კამპანია ავრცელებს უსაფუძვლო კონსპირაციის თეორიებს იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსის...

საბანკო რეგულაციების შერბილება 1 მარტიდან შესაძლოა ვერ მოხერხდეს

საბანკო რეგულაციების შერბილება  1 მარტიდან შესაძლოა ვერ მოხერხდეს
access_time2020-02-26 16:30:38
2020 წლის 1 მარტიდან ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში დაგეგმილი ცვლილებები, შესაძლოა ვერ ამოქმედდეს. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა. „შერბილებული საბანკო რეგულაციები 1 მარტიდან, შესაძლოა, ვერ ამოქმედდეს, რადგან კომერციულ ბანკებს გარკვეული პერიოდი სჭირდება რომ იმ ცვლილებების...


მსგავსი სიახლეები

up