„რაც უფრო დიდ ხანს მიეცემა შესაძლებლობა იმპორტიორს ჩაგროს ადგილობრივი ბიზნესი, მით მეტად გადაიდება საქართველოს პროგრესიც”

„რაც უფრო დიდ ხანს მიეცემა შესაძლებლობა იმპორტიორს ჩაგროს ადგილობრივი ბიზნესი, მით მეტად გადაიდება საქართველოს პროგრესიც”

access_time2019-07-04 11:31:54

“რაც უფრო დიდ ხანს მიეცემა შესაძლებლობა იმპორტიორს ჩაგროს ადგილობრივი ბიზნესი, მით უფრო დიდი ხნით გადაიდება საქართველოს პროგრესიც”, – ამის შესახებ თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ეკონომისტი, ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.


ჭარაია აღნიშნულ განცხადებას ანტიდემპინგური კანონის მიღებასთან დაკავშირებით აკეთებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში მიიღებს და იგი 2020 წლის იანვრიდან შევა ძალაში.


პოსტს "კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:



“წლების განმავლობაში საუბარი იყო, რომ ანტიდემპინგური კანონი როგორ არაგვაქვსო…


მოდის ანტიდემპინგური კანონი და ბიზნესის ერთი ნაწილი იძახის, რა საჭიროა ასეთი კანონიო…


ანტიდემპინგური კანონი ნიშნავს, რომ ადგილობრივ მწარმოებელს, უცხოური იმპორტიორი თვითღირებულებაზე დაბალი ფასით ვერღარ გაუწევს კონკურენციას. საბოლოო ჯამში ადგილობრივ მწარმოებელს ეძლევა შანსი განვითარების, იქმნება სამუშაო ადგილები და ძლიერდება ეროვნული ეკონომიკა. ერთი შეხედვით (და ასეც არის) მშვენიერი ინიციატივაა. თუმცა, უცებ გამოჩნდნენ იმპორტზე მომუშავე “დისტრიბუტორები”, რომლებიც თურმე ამაში საშიშროებას ხედავენ და მოსახლეობას “ასწავლიან” რომ ამან შეიძლება პროდუქციის ღირებულება გაზარდოს.


იმას კი უმალავენ, რომ თუ ამ ქვეყანაში ადგილობრივი ბიზნესი ვერ განვითარდა, საბოლოო ჯამში ერთხელ-ორჯერ-შვიდჯერ იაფად მიყიდვის მერე ეს პროდუქტი ერთბაშად ისე გაძვირდება, რომ მომხმარებელიც, ადგილობრივი ბიზნესმენიც და მთლიანობაში ქვეყანაც – წაგებული დარჩება. რაც უფრო დიდ ხანს მიეცემა შესაძლებლობა იმპორტიორს ჩაგროს ადგილობრივი ბიზნესი, მით უფრო დიდი ხნით გადაიდება საქართველოს პროგრესიც”, – აცხადებს ჭარაია.






სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში
access_time2019-08-16 20:30:06
მოგესლამებით. მინდა გაუწყოთ რომ 17 ივლისს JDinvesment ის პორტფელს დაემატა კიდევ ერთი, ჩვენი აზრით, პერსპექტიული კომპანია. ეს კომპანია არის ტექნოლოგიური კომპანია და ქმნის პროდუქტს რომელიც, დღევანდელ ინტერნეტ სივრცეში დიდ საჭიროებას წარმოადგენს. ამაში ადვილად დავრწმუნდებით ცოტა ხანში, როდესაც ამ კომპანიის ფუნდამენტალური ანალიზით დავკავდებით. შევეცდები მაქსიმალურად იოლად ავხსნა კომპანიის ბიზნესმოდელი და მისი ფინანსური მაჩვენებლები. ასე დაგანახოთ საინვესტიციო უპირატესობები. გვეწვიეთ საიტზე...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შვიდი ავტომობილის ექსპლუატაციაზე 89,924.53 ლარი დაიხარჯა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შვიდი ავტომობილის ექსპლუატაციაზე 89,924.53 ლარი დაიხარჯა
access_time2019-08-16 19:30:37
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების მიერ სამსახურებრივი სარგებლობის ავტომანქანების ექსპლუატაციის პროცესში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისა და ავტომანქანების არაეფექტიანად გამოყენების რისკებზე მიუთითებს. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების ფინანსური აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს სამსახურებრივი სარგებლობის სამორიგეო...


მსგავსი სიახლეები

up