რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ გავაკეთებთ, ამ ომში კონფლიქტში როგორც სახელმწიფო არასოდეს ჩავერთვებით, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია - პრემიერი

რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ გავაკეთებთ, ამ ომში კონფლიქტში როგორც სახელმწიფო არასოდეს ჩავერთვებით, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია - პრემიერი

access_time2022-12-07 17:55:33

რაც შეეხება სამხედრო დახმარებას ჩვენ ამის თაობაზე ნათლად, ცხადად, მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ ამ ომში კონფლიქტში როგორც სახელმწიფო არასოდეს ჩავერთვებით, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკრაინის ფოსტის მონაცემების მიხედვით, საქართველო იყო 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე, ვინც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას და ეს დახმარება გაგრძელდება.



„თქვენი კითხვა იყო უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რომ მას შემდეგ, რაც დაიწყო უკრაინაში ეს საშინელ ომი, ჩვენ, მთელი საზოგადოება, მთელი ხალხი, ერი გავერთიანდით, მთავრობასთან ერთად ჩვენი საზოგადოება გაერთიანდა და ჩვენ 1000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ. ჩვენ უკრაინის ფოსტის მონაცემების მიხედვით 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე ვიყავით, ვინც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას. იცით, რომ მანამდე ჩვენ აქ ასევე დავეხმარეთ უკრაინელ ლტოლვილებს, ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ მათ და ახლაც გრძელდება ეს დახმარება. ისეთი მაგალითად როგორიცაა უკრაინულ ენაზე განათლება, უკრაინელი ბავშვები იღებენ განათლებას უკრაინულ სკოლებში აქ, რომელიც ჩვენ გავხსენით.


რაც შეეხება სხვა დამატებით დახმარებას, ჰუმანიტარულ დახმარებას, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ დახმარების საშუალებებს გამოვნახავთ და რა თქმა უნდა ამ დახმარებას გავაგრძელებთ. რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ჩვენ ამის თაობაზე ნათლად, ცხადად, მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ ამ ომში კონფლიქტში როგორც სახელმწიფო არასოდეს ჩავერთვებით, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. დანარჩენი რაც შეეხება, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ჩვენი გუნდი, მმართველი გუნდი ვართ პასუხისმგებელნი ჩვენი ხალხის წინაშე, თქვენს წინაშე მათ შორის,"- აღნიშნა პრემიერმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up