რაც დააანონსა მმართველმა გუნდმა, იმაზე მეტი გაკეთდა ბიზნესისთვის - ზურაბ ჩხაიძე

რაც დააანონსა მმართველმა გუნდმა, იმაზე მეტი გაკეთდა ბიზნესისთვის - ზურაბ ჩხაიძე

access_time2020-10-29 15:00:09

„რაც დაანონსდა, რა დაპირებაც იყო თავის დროზე მმართველი გუნდისგან, იმაზე მეტი გაუკეთა სახელმწიფომ ბიზნესს. ვისაც არ უნდა, რომ ეს ყველაფერი გაიგოს, ის უბრალოდ ზარმაცია, ეზარება შრომა და ასეთ ხალხს სამწუხაროდ პირი აქვს ღია და სთხოვს სახელმწიფოს მარჩინეო,“ - ასე აფასებს კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე მმართველი გუნდის ბოლო 8 წლიან საქმიანობას ბიზნეს-გარემოსთვის.


საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ოთხი წლის წინ, 2016 წელს წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას სოციალურ კეთილდღეობას და სწრაფ განვითარებას დაპირდა. თუმცა, მმართველობიდან ოთხი წლის შემდეგ მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა, საქართველოში ფასების საერთო დონე კი რეკორდულად იზრდება.


„კომერსანტის“ მკითხველი უკვე გაეცნო თითქმის ყველა დეპუტატის პოზიციას იმაზე თუ რა გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მთავარი დანაპირების - „კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების“ შესასრულებლად . მათი უმეტესობა კი საუბრობს იმაზე, რომ მთავარი ობიექტური მიზეზი რატომაც სწრაფად განვითარებული სახელმწიფო ვერ მივიღეთ 2019 წელს დაფიქსირებული Covid 19-ია, ბევრი ამბობს, რომ პროცესი კიდევ მეტ დროს მოითხოვს, ბევრმა კი აღნიშნა, რომ ყველაფერი ისე იყო როგორც დანაპირებშია ნათქვამი.


ამჯერად „კომერსანტი“ ბიზნესმენების მოსაზრებით დაინტერესდა, თუ როგორ აისახა მმართველი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები ბიზნესგარემოზე და მოქალაქეებზე. KTW Group-ის დამფუძნებელს ზურაბ ჩხაიძეს მიაჩნია, რომ ბიზნესისთვის გარემო მოწესრიგებულია და ის ბიზნესმენი ვინც ამას არ იყენებს და სახელმწიფოს დახმარებას უმოქმედო მდგომარეობაში ელოდება, უბრალოდ სახელმწიფოს მტერია.


„ჩემი ბიზნეს-საქმიანობის მანძილზე, დაწყებული შევარდნაძე-გამსახურდია-დან მახსოვს ბიზნესისგან პირიქით, წართმევის დამოკიდებულება. ხოლო 2012 წლიდან დახმარების მეტი სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია, რაც გამოიხატება სხვადასხვა პროგრამებში - ეს იყო სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, „უმასპინძლე  საქართველოს“, " აწარმოე საქართველოში ", "დანერგე მომავალი" - რაც პირდაპირ ბიზნესზეა მორგებული.  


როცა შეგიძლია, ხელი გაქვს, ფეხი გაქვს და ეზო გაქვს მოუვლელი და სახელმწიფო გეუბნება, რომ გააშენე და 50% საჩუქრად მოგცემ და ბაზარიც მოგვარებულია და არ აკეთებ, მაშინ შენი ქვეყნის მტერი ხარ.



4 წელიწადში გაკეთდა შეუძლებელი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რეგიონში და მთელ მსოფლიოში ბოლო პერიოდში კრიზისული სიტუაცია იყო.


მე ვფიქრობ, რომ ვისაც ბიზნესის სურვილი, ნიჭი და მონდომება  ჰქონდა, ამ ხალხს და ამ კომპანიებს  საკმაოდ  წარმატებული ბიზნესი აქვს დღეს. ძირითადად ისინი მუშაობენ სოფლის მეურნეობის მიმართულებით.  სოფლის მეურნეობა არის რამდენიმე წელზე  მორგებული განვითარება, როცა მრავალწლოვან კულტურაზე გვაქვს გათვლა.


მაგალითად კახეთში ერთ-ერთ სოფელში, ჯერ მხოლოდ წელს,  „დაიბადა“  11 მილიონერი, ეს  არის ატმის ჩამბარებელი გადამამუშავებელი კომპანია, ეს არის  რეალობა,“ - ამბობს ბიზნესმენი.


რას ელოდება ბიზნესი არჩევნების შემდეგ? როგორ განვითარდება მოვლენები და რა ბედი ელის ბიზნესგარემოს? ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ არანაირი მოლოდინი არ აქვს და მთავარია პროცესები მშვიდობიანად განვითარდეს, ხოლო ბიზნესს შესაძლებლობების მთელი სპექტრი აქვს არსებულ პრობებში.


„ყველა ადამიანი თავისუფალია და არჩევანს  თვითონ აკეთებს. არაფერს ველოდები, ძალიან მშვიდად ვარ.  რვა წელი არ ყოფილა ესკალაცია, მინდა  მშვიდობიანად  გავაგრძელო ცხოვრება და მინდა ქვეყანა განვითარდეს.


ბიზნესმენებად არ  იბადებიან, ბიზნესს სწავლობენ. ხალხი უნდა გაიზარდოს და ბიზნესის კეთება ისწავლოს და ძალიან წარმატებული ხალხი გვეყოლება იმიტომ, რომ ძალიან მდიდარი ქვეყანა გვაქვს აგრო-მიმართულებით.


ასე რომ არანაირი მოლოდინი არ მაქვს,  გარდა  კეთილდღეობისა და წარმატებისა და ამას ვამბობ, როგორც ბიზნესმენი,“ - განმარტავს ზურაბ ჩხაიძე.

 






საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე
access_time2021-01-22 13:20:14
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.„ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული, გონივრული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან. უკანასკნელ პერიოდში, ხელისუფლების მიერ ნავთობპროდუქტების სექტორში ინიცირებული და განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები უდაოდ არის...

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-01-22 15:10:00
1-ლი მარტიდან გახსნას აზრი აღარ ექნება, რადგან ბიზნესი ამ დროს უკვე აღარ იარსებებს - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მოქმედებები აბსოლუტურად ალოგიკურია. ,,ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ. დღეს გაირკვა, რომ ამაზე მსჯელობენ და დღეიდან ეს ჩემთვის მავნებლების საბჭოა და მხოლოდ ასე...

სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება

სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება
access_time2021-01-22 13:50:33
ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ასევე პირბადის გამოყენება და სავაჭრო ცენტრებში დაწესებული მოთხოვნები ძალაში რჩება.„ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე ასევე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის...

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება
access_time2021-01-22 13:15:36
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ელი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, პირველი თებერვლიდან მუშაობას განახლებელნ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა...

მთავრობამ ფქვილზე სუბსიდია გაზარდა - ტომარა ფქვილი 15 ლარით დაფინანსდება

მთავრობამ ფქვილზე სუბსიდია გაზარდა - ტომარა ფქვილი 15 ლარით დაფინანსდება
access_time2021-01-22 13:00:33
1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია გაიზარდა. ამის შესახებ დადგენილება უკვე გამოქვეყნდა. მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, სუბსიდიის მოცულობა ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არაუმეტეს 15 ლარი იქნება. „ეთხოვოს პურის მრეწველთა კავშირს, სააგენტოს მიაწოდოს პურის მწარმოებელთა სია, რომელთა თანხმობის საფუძველზეც სააგენტო შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას პურის მწარმოებელთა შესახებ, რომლებსაც დადგენილების...


მსგავსი სიახლეები

up