„რაც აქამდე გაკეთდა ბიზნესისთვის,  მცირედია და მხოლოდ დროებით დამაიმედებელი“ - თამაზ დაუშვილი

„რაც აქამდე გაკეთდა ბიზნესისთვის, მცირედია და მხოლოდ დროებით დამაიმედებელი“ - თამაზ დაუშვილი

access_time2020-03-23 10:45:19

„ მთავრობამ კარგად მოფიქრებული ანტიკრიზისული სტიმულირების პაკეტი უნდა შექმნას.  რაც აქამდე გაკეთდა ბიზნესისთვის,  ეს მცირედი ნაწილია და მხოლოდ დროებით დამაიმედებელი.“ - კომპანია „დიო“-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი „კომერსანტთან“ მთავრობის მიერ ეკონომიკური კრიზისის მინიმუმამდე დაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს.


ბიზნესმენმა  ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავების მაგალითი საქართველომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისგან უნდა აიღოს, ამასთან აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის მწირი რესურსების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გონივრული და მოქნილი გეგმის შემუშავება, რათა აღმასვლის ეტაპი ქვეყანაში სწრაფად დადგეს.



„ზოგადად, სიტუაცია ყველასთვის უჩვეულოა და ეკონომიკური პრობლემები ამ ვირუსის დაძლევის შემდეგ ბუნებრივია მოსალოდნელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ისეთი ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავოს, რომელიც ეფექტური იქნება და ზარალს მინიმუმამდე დაიყვანს. ახლა აშკარაა, რომ ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი ზედმეტია და  ვარდნა იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად. ჯერჯერობით მცირედი გაკეთდა - ვგულისხმობ იმ სექტორებისთვის შეღავათებს, რომელსაც პანდემია ყველაზე მეტად ახდენს ნეგატიურ გავლენას, ეს ეხება სასატუმრო და ტურისტულ სექტორს. ამან შეიძლება რაღაც პოზიტირური ფონი შექმნა, მაგრამ რასაც მსოფლიო ლიდერი ქვეყნები, ამერიკა, კანადა, იაპონია, გერმანია, საფრანგეთ  გეგმავენ,  შეუდარებელია ჩვენს ღონისძიებებთან. მეტი უნდა გაკეთდეს, ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი უფრო მასშტაბური უნდა იყოს. აქვე მნიშვნელოვანია კომპლექსურობა - გადასახადების შემცირება, გადავადება, საკრედიტო რესურსების გამოყოფა , პირდაპირი დახმარება მოსახლეობისთვის. წამყვან ქვეყნებს გასაგებია, რომ ამის რესურსი აქვთ, მაგრამ ჩვენთვისაც აშკარაა რა უნდა გაკეთდეს მათი მაგალითის გათვალისწინებით.  მთავარია, როგორ მოახერხებს მთავრობა ამ რესურსების მოძიებას და ეფექტურად  განაწილებას.  ასეთ შემთხვევაში ზარალი ეკონომიკისთვის უფრო ნაკლები იქნება. თუ გამოჩნდება, რომ საქართველომ დაძლია კრიზისი, აღმასვლაც ძალიან სწრაფად დაიწყება“.  - ამბობს თამაზ დაუშვილი.


მარიამ მორგოშია 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up