რამხელაა კომპანია ფრეგო, რომლის დამფუძნებელი დააკავეს, აქტივები კი დააყადაღეს

რამხელაა კომპანია ფრეგო, რომლის დამფუძნებელი დააკავეს, აქტივები კი დააყადაღეს

access_time2019-08-01 14:10:54

დღეს ცნობილი გახდა, რომ ნავთობკომპანია ფრეგოს დამფუძნებელი გიორგი თოფჩიშვილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ბრალდებით არის დაკავებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით, კომპანიის აქტივები და საბანკო ანგარიშები დააყადაღა.როგორც ცნობილია, თოფჩიშვილი დღგ-ის ყალბი ანგარიშგებების საქმეში მონაწილეობას ედავებიან.


“ფრეგო” 2013 წლის 20 მარტს დაარსდა, მისი სამართლებრივი ფორმა შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიაა.


კომპანია საქართველოში ნავთობის საბითუმო ვაჭრობით არის დაკავებული. მისი 75%-იანი წილის მფლობელი არის დაკავებული გიორგი თოფჩიშვილის მეუღლე ნინო გიორგობიანი.კომპანიის 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, “ფრეგოს” აქტივების ზომა 11.5 მილიონი ლარია, კომპანიის შემოსავალი კი წლის განმავლობაში 74 მილიონ ლარს შეადგენდა. დოკუმენტის მიხედვით, ფრეგომ 2017 წელი 2.4 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა.



ანგარიშგების მიხედვით, 2018 წლის 1 ნოემბერს კომპანიაში დაიწყო რეორგანიზაცია, რაც მიზნად ისახავდა ზარალიანი ავტოგასამართი სადგურების დახურვას, ადმინისტრაციული თანამშრომელთა რაოდენობის ოპტიმიზაციას და საიჯარო ქირების შემცირაბას. შედეგად, დაიხურა 26 ავტოგასამართი სადგური.


2018 წლის დეკემბრიდან კომპანია გავიდა წმინდა მოგებაზე. მოგებით დასრულდა ასევე 2019 წლის იანვრის თვეც,- ნათქვამია წლიურ ანგარიშში.


BMG



თეგები:
ფრეგო



მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)
access_time2019-10-17 16:00:19
ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება.პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.პროექტის განხორციელება 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი. ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც. კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები...

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს
access_time2019-10-17 16:30:58
26 ოქტომბერს, ახტალის პარკში, ყველისა და კულინარიის ფესტივალი, წელს პირველად გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს კულინარიის, როგორც დარგის განვითარებას რეგიონში და მის პოპულარიზაციას.ფესტივალის ფარგლებში, 6 ქართველი და უცხოელი ტოპ შეფი (გურამ ბაღდოშვილი, ლევან ჩხეიძე, თამთა კიკალიშვილი, ენცო ნერი, მიშა ბარსა და ა.შ) თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს, ჩაატარებენ მასტერკლასებს, რომლის პარალელურადაც მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ყველისა და კულინარიული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მათ...

საჯარო სპორტული მოედნები, ველობილიკები და დასასვენებელი პარკი - სივრცე, რომლის მოწყობაც ვაკეში იგეგმება

საჯარო სპორტული მოედნები, ველობილიკები და დასასვენებელი პარკი - სივრცე, რომლის მოწყობაც ვაკეში იგეგმება
access_time2019-10-17 13:39:16
საჯარო სპორტული მოედნებით, ველობილიკებით და დასასვენებელი პარკებით მოწყობილი სივრცეები დედაქალაქში ფაქტიურად აღარ...

ირაკლი ლექვინაძე - შრომის უსაფრთხოების ახალ ტექნიკურ რეგლამენტზე ბიზნესის შენიშვნები გათვალისწინებულია, მაგრამ მაინც რჩება სადისკუსიო საკითხები

ირაკლი ლექვინაძე - შრომის უსაფრთხოების ახალ ტექნიკურ რეგლამენტზე ბიზნესის შენიშვნები გათვალისწინებულია, მაგრამ მაინც რჩება სადისკუსიო საკითხები
access_time2019-10-17 12:35:41
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტის პროექტზე მუშაობს. ახალი ტექნიკური რეგლამენტი მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ მინიმალურ მოთხოვნებს...

სააქციო საზოგადოება „თელასი“ შესაძლოა გაიყიდოს-მინისტრის კომენტარი

სააქციო საზოგადოება „თელასი“ შესაძლოა გაიყიდოს-მინისტრის კომენტარი
access_time2019-10-17 12:38:38
სააქციო საზოგადოება „თელასის“ შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა. „თელასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიით მოვისმინე. რაიმე სახის წინადადებით ჩვენთვის არავის მოუმართავს. აქედან გამომდინარე, ამაზე კომენტარს, ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებ. როგორც ცნობილია, დღეს „ფორმულამ“ გაავრცელა  ინფორმაცია, რომ სააქციო საზოგადოება „თელასი“ შესაძლოა გაიყიდოს. კერძოდ,...


მსგავსი სიახლეები

up