რა ზიანი შეიძლება მიადგეს  კერძო ბიზნესს  აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად

რა ზიანი შეიძლება მიადგეს კერძო ბიზნესს აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად

access_time2019-12-05 16:30:07

ბიზნესი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სიგარეტზე აქციზი ეტაპობრივად გაიზარდოს. მათი თხოვნაა, ეტაპობრივად გაიზარდოს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადი, ადვალური კი პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს. სექტორი იმ უარყოფით შედეგებზე საუბრობს რომელიც ბიზნეს აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად მიადგება. კომერსანტი თამბაქოს ინდუსტრიის განცხადებას უცვლელად გთვაზობთ.

„იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადის გაზრდამ 2019 წლის განმავლობაში მისი რამდენიმე ეტაპად გაძვირება გამოიწვია. თავი იჩინა იმ უარყოფითმა შედეგებმა, რაც აქციზის გადასახადების უეცარ და მკვეთრ ზრდას ახასიათებს: გაიზარდა ინფლაცია და კონტრაბანდის მასშტაბმა მნიშვნელოვნად მოიმატა. ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტმა, ოფიციალური მონაცემებით, 8 თვეში 175 მილიონი ლარი დაკარგა. სიგარეტის გაძვირებამ გაზარდა ინფლაცია, რაც მძიმედ დააწვა სოციალურად დაბალ ფენას. მოლოდინი, რომ სიგარეტის გაძვირება მოხმარებას შეამცირებდა, არ გამართლდა, რადგან მწეველებმა გაძვირებული სიგარეტი ე.წ. შესახვევი თუთუნით ჩაანაცვლეს, რამაც მათ ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. როგორც ჰამბურგის ლაბორატორიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, საქართველოში შემოტანილი თუთუნი შეიცავს პესტიციდებს, გენმოდიფიცირებულ თამბაქოს, მძიმე მეტალების - ტყვიისა და კადმიუმის გაზრდილ რაოდენობას.

საკონსულტაციო კომპანია ACT Impact-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სიგარეტის არალეგალურმა იმპორტმა აზერბაიჯანიდან - წლიურად საშუალოდ 10%-ით, ხოლო თურქეთიდან 34%-ით მოიმატა. სიგარეტის კონტრაბანდაზე აღძრული საქმეების რაოდენობა 2019 წლის პირველ ორ კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 211% -ით არის გაზრდილი. ამ მონაცემებს ადასტურებენ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებიც.

ე.წ. შესახვევი თამბაქოს იმპორტის აქციზით დაბეგვრა ჯერ ახალი გადაწყვეტილებაა, ამიტომ მის შედეგებზე მოგვიანებით ვიმსჯელებთ, თუმცა, ერთი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სახის თამბაქოსა და ფილტრიანი სიგარეტის ფასთა შორის სხვაობა კვლავაც დიდია და შესაბამისად, მისი მოხმარება კვლავაც გაგრძელდება. პარალელურად, ისევ აქტუალური რჩება კონტრაბანდის პრობლემაც.

თამბაქოს ინდუსტრია მიიჩნევს, რომ ფილტრიან სიგარეტზე აქციზის სწრაფი ზრდა, რასაც მთავრობა ახორციელებს, დააზარალებს ბიზნესს და ბიუჯეტს შემოსავლებს დააკარგვინებს. ბიზნესი მთავრობას მიმართავს, სიგარეტზე აქციზი ეტაპობრივად გაიზარდოს და განაკვეთმა ათას ღერ სიგარეტზე 90 ევროს 2029 წლისთვის მიაღწიოს. მათი თხოვნაა, ეტაპობრივად გაიზარდოს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადი, ადვალური კი პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს და 30-დან 10%-მდე შემცირდეს. ამავე დროს, კერძო კომპანიების ერთობლივი თხოვნაა, წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები აქციზის ზრდის სამთავრობო გეგმის შესახებ, რაც ევროკავშირში აპრობირებული პრაქტიკაა და ასევე უზუნველყოფს საბიუჯეტო შემოსავლების სტაბილურობას და ბიზნეს სექტორის განვითარებას.


სპეციალისტები, მათ შორის ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები უნდა შესრულდეს, მაგრამ ეს ცვლილებები კარგად დაგეგმილი და დროში გაწერილი უნდა იყოს. ცვლილებები უნდა მოხდეს კერძო სექტორის ჩართულობით, ბიზნესს ზიანი რომ არ მიადგეს. როგორც კერძო ბიზნესი აცხადებს, ვარაუდი, რომ ამ შემთხვევაში იმპორტიორები აქციზურ მარკებს დიდი რაოდენობით და იაფად წინასწარ ერთბაშად იყიდიან, უსაფუძვლოა. რადგან მარაგის შექმნა დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, რაც მათთვის კომერციულად მიზანშეწონილი არ არის. თამბაქოს ბიზნესი მიიჩნევს, რომ იმ პირებს, ვინც ამ რისკებზე საუბრობენ, ან არ ესმით ბიზნესის სპეციფიკა ან განზრახ ცდილობენ საზოგადოების მოტყუებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ ყველაზე მეტად დაბეგრილი და რეგულირებული ინდუსტრია საქართველოში, რამდენიმე დღის წინ ახალი რეგულაციის წინაშე აღმოჩნდა.  საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება აიკრძალა.






თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“

თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“
access_time2020-01-21 10:45:48
„კაზინოების ინკოგნიტო ბარათები სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს ფულის გათეთრების მიმართებაში და ამიტომაც, მისი გამოყენება დაუშვებლად მიმაჩნია“-ამის შესახებ „კომერსანტს“ აშშ-ში მცხოვრებმა ფინანსისტმა, აშშ-ის საგადასახადო სამსახურის მიერ ლიცენზირებულმა ექსპერტმა თემურ ბასილიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ეს ეხება არა მხოლოდ კაზინოსთან დაკავშირებულ ბარათებს, არამედ ყველა...

ინვესტიციების ქვეყნიდან ვალების ქვეყნამდე - რა გზა გაიარა საქართველომ ბოლო 3 წელში

ინვესტიციების ქვეყნიდან ვალების ქვეყნამდე - რა გზა გაიარა საქართველომ ბოლო 3 წელში
access_time2020-01-21 10:00:32
ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი ადგილი  ინვესტიციებს უჭირავს.  ჯერ კიდევ 2016 წელს საქართველოს ყოფილმა  პრემიერ-მინისტრმა  ბიძინა ივანიშვილმა, „ ქართული ოცნების“ 4 წლიანი მუშაობის შეფასებისას განაცხადა, რომ  „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ეკონომიკა ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციების ეკონომიკად გადააქცია. თუ „საქსტატის“ მონაცემებს გავითვალისწინებთ, ყოფილი პრემიერის შეფასება რეალობას არ შეესაბამებოდა, რადგან ქვეყანაში...

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-20 21:30:20
„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა 1.„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფას მოითხოვს, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს“ 2.კაზინოების ინკოგნიტო ბარათები ფულის უკონტროლო მოძრაობის საფრთხეს...

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ
access_time2020-01-20 18:00:21
ბრიტანულმა კომპანია BDRC Continental-მა და პროვაიდერმა Cable.co.uk-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც სირიამ ყველაზე იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს რეიტინგის სათავეში უკრაინა იყო, თუმცა, წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა.   ყველაზე იაფი ინტერნეტის ქვეყნებში საქართველო 19-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ თვეში 13,86...

თურქეთში უძრავი ქონების შესყიდვით რუსები, საქართველოში კი ისრაელის და ირანის მოქალაქეები ინტერესდებიან

თურქეთში უძრავი ქონების შესყიდვით რუსები, საქართველოში კი ისრაელის და ირანის მოქალაქეები ინტერესდებიან
access_time2020-01-21 11:30:55
რუსეთის მოქალაქეები თურქეთის უძრავი ქონების შემყიდველთა რიგებში დაწინაურდნენ. ერაყისა და ირანის მოქალაქეებთან ერთად რუსეთი ამ მაჩვენებლით პირველ სამეულშია.  ამის შესახებ სააგენტო RBK თურქული სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს. 2019 წელს რუსებმა თურქეთში 2890 უძრავი ქონება შეიძინეს,  რაც 26 პროცენტით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ. ამ მაჩვენებლით...


მსგავსი სიახლეები

up