რა ზარალს აყენებს უქმე დღეები ქართულ ეკონომიკას – ექსპერტები გიორგი ქადაგიძის გათვლებს არ ეთანხმებიან

რა ზარალს აყენებს უქმე დღეები ქართულ ეკონომიკას – ექსპერტები გიორგი ქადაგიძის გათვლებს არ ეთანხმებიან

person access_time2016-05-11 10:00:38

საქართველოში ხვალ ისევ უქმე დღეა. ეს მაისში უკვე მეორე უქმეა, 26 მაისს კი ისევ არასამუშაო დღე გვექნება. წელს მაისში დაემთხვა აღდგომის დღესასწაულიც, შესაბამისად, ამ თვეში დასვენების რეკორდული, ოთხი დღეა. თუ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის გათვლებს დავეყრდნობით, გამოდის, რომ ამ ოთხი დღის გამო მხოლოდ მაისში საქართველოს ეკონომიკამ 320 მილიონი ლარი დაკარგა. 

 

გიორგი ქადაგიძემ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს ეკონომიკას თითოეულ უქმე დღე დაახლოებით 80 მილიონი ლარი უჯდება. მისივე თქმით, საქართველოში სულ 15 უქმე დღეა, რაც  ევროპის ისეთი ქვეყნების მაქსიმალურ მაჩვენებლებს უტოლდება, როგორებიცაა ლიტვა და შვედეთი.

 

როგორც ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი წერს,  უქმე დღეების საშუალო ევროპული მაჩვენებელი  წელიწადში 12 ღეა, აქედან ყველაზე ცოტა დასვენება ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთშია - წელიწადში 8 დღე.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენი დასვენების დღეა არამარტო ევროპის, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყანაშიც. ინტერნეტში ამ საკითხზე თითოეულ ქვეყანაზე სხვადასხვა მონაცემები არსებობს.

 

მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურად 11 დასვენების დღეა, ჩინეთში 25, ბელგიაში -11, პოლონეთში -13, ბრაზილიაში -16 და ა.შ.

 

საინტერესოა, რეალურად რამდენად ახდენს გავლენას ოფიციალური დასვენების დღეები საქართველოს ეკონომიკაზე და რამდენად არის აუცილებელი საქართველოში უქმე დღეების შემცირება?

 


„ახალი ეკონომიკური სკოლის“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი აცხადებს, რომ დასვენების დღეებზე აპელირება არასწორია და ეკონომიკის განვითარებისთვის, ჯობია, ქვეყანამ უფრო მეტი თავისუფლება მისცეს ბიზნესს.


გია ჯანდიერი მიიჩნევს, რომ უქმე დღეების შემცირებით ქვეყანაში დამატებითი ღირებულება არ შეიქმნება.


„ვთქვათ, გავაუქმეთ ყველა დასვენების დღე, რა მოხდება? მეტი პროდუქცია შეიქმნება? არ მგონია. ადამიანებს, ვინც მუშაობს, დასვენებაც სჭირდებათ, რომ პროდუქტიულობა არ შეუმცირდეთ“,- ამბობს გია ჯანდიერი.


მისივე თქმით, მეორე მხრივ, როდესაც ბიზნესს საქმე აქვს, ის არ აქცევს ყურადღებას უქმე დღეს და მუშაობს.


„მგონია, რომ არცერთი ბიზნესი არ ისვენებს, თუ საქმე აქვს. მათ არ აინტერესებთ, არის თუ არა დასვენების დღე. თუ კონკურენტი გყავთ და ის არ ისვენებს, მაშინ არ ისვენებთ არც თქვენ. დასვენების დღეების საკითხი როგორც ყოველთვის აინტერესებთხოლმე უფრო ბიუროკრატიულ სამსახურებში მომუშავე ადამიანებს - ბევრს იმუშავებენ თუ ცოტას, ისინი ერთსა და იმავე ხელფასს მიიღებენ, ამიტომ სურთ, რაც შეიძლება მეტი დასვენების დღე იყოს“,- ამბობს სპეციალისტი.


გია ჯანდიერის თქმით, დღეს ეკონომიკასა და ბიზნესს მეტი თავისუფლება სჭირდება და ქვეყანამ იმ გზით სიარული უნდა გააგრძელოს, რომელიც წინა წლებში იყო,  რაც გადასახადების შემცირებას გულისხმობდა.


„შეიძლება აქ ისეთი მაღალი არ არის გადასახადები, როგორც გერმანიაში, მაგრამ გერმანიასთან შედარება რას გვაძლევს? ჩვენ გერმანიასთან შედარებოთ უფრო სწრაფად უნდა ვიზრდებოდეთ, უფრო სწრაფი ნაბიჯებით უნდა მივიწევდეთ წინ. გერმანიისთვის 2%-იანი ზრდა არის კარგი და ჩვენთვის არის კატასტროფა“,- აცხადებს გია ჯანდიერი.


სტატისტიკოსი სოსო არჩვაძეც ეთანხმება კოლეგას და ამბობს, რომ საქმე დასვენების დღეების სიმრავლეში ან სიმცირეში არ არის. მისი თქმით, დღეს უმთავრეს პრობლემას დასაქმების არაოპტიმალური ხასიათი ქმნის, რაც იმაში გამოიხატება, რომ თვითდასაქმებულებსა და დაქირავებით დასაქმებულებს შორის პროცენტული განსხვავება ძალიან დიდია, თვითდასაქმებულთა მაღალი რიცხვი კი დაბალ შემოსავალზე მიუთითებს.


უმუშევრობის დონე არ არის ისეთი მაღალი საქართველოში, 12%-ია და ეს არ არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი ევროპული სტანდარტების მიხედვითაც კი. მაგრამ პრობლემა არის დასაქმების არაოპტიმალურ სტრუქტურაში, მაგალითად, ევროკავშირში თანაფარდობა დაქირავებით დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებს შორის არის პროპორციით 85%-15%-ზე. ანუ ყოველი 100 დასაქმებულიდან 85 არის დაქირავებით დასაქმებული და 15 თვითდასაქმებული. ჩვენთან ეს თანაფარდობა დადებითი გათვლებით არის 40%-60%-ზე. ჩვენ რომ გვქონდეს ევროპული თანაფარდობა, მშპ გვექნებოდა ორჯერ უფრო მაღალი“,- ამბობს სოსო არჩვაძე.


აღნიშნულიდან გამომდინარე, სტატისტიკოსი მიჩნევს, რომ ჯობია ვიზრუნოთ არა სამუშაო დღეების შემცირებაზე, არამედ, მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ეკონომიკის ოპტიმიზაცია, რომელიც დასაქმების სტრუქტურასევროპული სტანდარტების დონეზე მიიყვანს. 




დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up