რა ზარალი შეიძლება მიაყენოს ახალმა კორონავირუსმა Air France-KLM-ს?

რა ზარალი შეიძლება მიაყენოს ახალმა კორონავირუსმა Air France-KLM-ს?

access_time2020-02-22 12:45:05

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესმა ავიაგადამზიდავმა, ფრანგულ-ნიდერლანდურმა Air France-KLM-მა განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელებამ, შესაძლოა კომპანიის 2020 წლის საოპერაციო მოგებაზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს.


ავიაკომპანიის პროგნოზით, 2020 წლის თებერვალ-აპრილში Air France-KLM-მა, ჩინეთის მიმართულებით ფრენების შეჩერების გამო, შესაძლოა დაგეგმილზე 150-200 მლნ ევროთი ნაკლები საოპერაციო მოგება მიიღოს.


კომპანიიის ინფორმაციით, 2019 წელს Air France-KLM-ის წმინდა მოგებამ 290 მლნ ევრო, ხოლო 2018 წელს 420 მლნ ევრო შეადგინა.



2019 წელს Air France-KLM-ის საოპერაციო მოგება 19%-ით შემცირდა და საწვავის მაღალი ხარჯისა და ტვირთების გადაზიდვის სეგმენტში მოგების ვარდნის გამო, 1,14 მლრდ ევრო შეადგინა.


გასულ წელს ავიაკომპანიის შემოსავალი 27,19 მლრდ ევროს დონეზე დაფიქსირდა, მაშინ როდესაც 2018 წლის მაჩვენებლებით 26,22 მლრდ ევრო იყო. იმავდროულად, კვარტალური შემოსავალი გაიზარდა 6,6 მლრდ ევრომდე, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 6,5 მლრდ ევრო იყო.


2019 წელს Air France-KLM სულ 104,205 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 2.7%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. 2019 წელს ავიაკომპანიას საწვავის ხარჯი 550 მლნ ევროთი, 5,511 მლრდ ევრომდე გაეზარდა.


avianews.ge





„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე

„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე
access_time2020-03-29 18:30:38
პრობლემა არის ფუნდამენტალური - ეს გახლავთ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ. ეს პოლიტიკა შესაცვლელია - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ფინანსისტი თემურ ბასილია ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას და ეროვნული ბანკის...

იტალია - კოლაფსის ზღვარზე

იტალია - კოლაფსის ზღვარზე
access_time2020-03-29 17:00:03
  22 მარტს იტალიის ხელისუფლებამ შემოიღო საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა - დაიხურა ყველა საწარმო, დაწესებულება, და ორგანიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანის გარდა. აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მიტანის სამსახურები, და პირველადი აუცილებლობის პროდუქციის მწარმოებელი ქარხნები.   1 თვის მანძილზე იტალია გადაიქცა აყვავებული ნახევარკუნძულიდან მთლიანად ჩაკეტილ ქვეყანად, კოლაფსის მდგომარეობასთან მიახლოებული...

Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში

Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში
access_time2020-03-29 15:00:11
კორონავირუსის წინააღდეგ ბრძოლაში ევროპული სოლიდარობა თითქმის არ ჩანს და ამ ნიშას სწრაფად ავსებენ რუსეთი და ჩინეთი -  ყველაფერთან ერთად ისინი იღებენ ამით დიდ პროპაგანდისტულ სარგებელს. ათობით ათასი დაინფიცირებული, ათასობით გარდაცვლილია, შოკისმომგვრელი ციფრები, რომლებიც ყოველდღიურად იზრდება, კოლაფსის მდგომარეობაში მყოფი ჯანდაცვის სისტემა - ეს არის დღევანდელი იტალია, რომელსაც შექმნილ ვითარებაში გამოადგება ნებისმიერი დახმარება. და ის მას იღებს - რუსეთისგან  - 9...

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას
access_time2020-03-29 12:00:35
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მეფრინველეობის ფაბრიკების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს...

გიორგი ქადაგიძე: თუ ვინმეს იმედი შეიძლება გვქონდეს ამ მსოფლიო კრიზისის დროს, ისევ ამერიკელების და დასავლური სამყაროსი

გიორგი ქადაგიძე: თუ ვინმეს იმედი შეიძლება გვქონდეს ამ მსოფლიო კრიზისის დროს, ისევ ამერიკელების და დასავლური სამყაროსი
access_time2020-03-29 10:00:47
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აშშ-ში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სოციალუ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ბოლო დღეებში დასავლეთზე და მათ შორის აშშ-ზე რამდენიმეჯერ ქილიკი შემომხვდა, ეფექტურად როგორ ვერ შეაჩერეს ვირუსის გავრცელებაო.ჰოდა, გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი :1. ბოლო 50 წელიწადში 15 წლით რომ მოიმატა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ და 80 წელს მიუკაკუნა, ვისი დამსახურებაა? (ამერკის პრეზიდენტობის კადიდატი დემოკრატებიდან, 77 ან 79 წლის...


მსგავსი სიახლეები

up