რა ხდება სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარზე?

რა ხდება სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარზე?

access_time2019-04-14 22:45:20

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის გვანცა ჯობავას განცხადებით, სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარზე საქართველოში, 2013 წლიდან უამრავი პრობლემა დაგროვდა. ამ თემაზე მან გადაცემა საქმიან დილაში ისაუბრა.


მისი თქმით, პრობლემები მაშინ დაგროვდა, როდესაც ქვეყანაში უფასო სახელმძღვანელოების სისტემა შემოვიდა, რაც ერთის მხრივ სასარგებლო იყო, თუმცა მეორე მხრივ საავტორო უფლებების დარღვევით განხორციელდა.


ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ დაზარალებული სექტორი გავაუმჯობესოთ და ამ პროცესებში ჩართულია მსოფლიო ფორუმიც. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ ჩამოდიან თბილისის წიგნის ფესტივალის ფარგლებში საქართველოში, სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. იგეგმება პირველი კონფერენცია, პანელ-დისკუსიების ფორმატში, სადაც უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ადგილობრივი ექსპერტები მიმოიხილავენ ყველა იმ საკვანძო თემას, რომელიც მნიშვნელოვანია ქართული სახელმძღვანელოებისთვის. იმედი გვაქვს, მათ რკომენდაციებს გაითვალისწინებს ადგილობრივი ხელისუფლება, ვინც აწარმოებს დღეს გრიფირების პროცესს, - აღნიშნა გვანცა ჯობავამ.



მისი თქმით, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, 5-6 წლის მანძლზე განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობს ბაზარზე კატასტროფული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუმცა პროცესები ძალიან ნელა მიმდინარეობს.


5 წლის განმავლობაში იყო ძალიან მძიმე პერიოდი ქართული გამომცემლებისთვის, ეს იყო ფინანსური კრიზისის მათთვის. მიზეზი კი ის არის, რომ ქვეყანაში, საზოგადოებაში, არც ისე მაღალია ცნობადობა საავტორო უფლებების შესახებ, აქედან გამომდინარე, ეს იყო ერთგვარად პოპულისტური ნაბიჯი და ჩვენ გაგვიჭირდა საზოგადოებისთვის აგვეხსნა, რეალურად რაში მდგომარეობდა პრობლემა. ამიტომაც შეჩერდა სახელმძღვანელოების განვითარება და დაუვარდა სასკოლო წიგნებს ხარისხი. კარგია, ერთის მხრივ, რომ სახელმძღვანელო უფასოა, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ავტორებს და გამომცემლებს ჰქონდეთ პირობები, იმუშაონ და შექმნან ხარისხიანი პროდუქტი, - განაცხადა გვანცა ჯობავამ.


მისი თქმით, ბაზარზე მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება, რადგან სამინისტრო და სახელმძღვანელოების გამომცემლები ერთმანეთთან თანამშრომლობენ, თუმცა ახლა საუბარია ბევრ შიდა პრობლემაზე.


BMG






აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო
access_time2019-07-22 20:00:40
“ვაშინგტონმა აუკრძალა ანკარას მონაწილეობა გამანადგურებლის F-35-ის შექმნის და წარმოების პროგრამაში. ამის მიზეზია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსების ს-400-ის ყიდვა,“  - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება რუსულ სადაზვერვო ტექნიკასთან გვერდით დაუშვებელია, რადგანაც ამ ტექნიკის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ F-35-ს საბრძოლო მახასიათებლებზე ინფორმაციის...

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“
access_time2019-07-22 19:00:11
ყაზბეგის გამზირზე, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ორი წლის წინ დაავადებული და გამხმარი ფიჭვების მოჭრა სექტემბერში დაიწყება და მათ ადგილას როგორც წიწოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები დაირგვება.  ამის შესახებ “კომერსანტს“  „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა.   როგორც ირაკლი ფურცელაძე ამბობს,  საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფიჭვების დაავადების შესახებ დაახლოებით...

თემურ ჭყონია: „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში, მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„

თემურ ჭყონია:  „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში,  მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„
access_time2019-07-22 16:30:05
ბიზნესმენი, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია ლარის  არასტაბილურობის გამო,  ეროვნული ბანკის ფუნქციების გადახედვის საჭიროებას ხედავს. მისი განმარტებით, ლარის არასტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკის განმსაზღვრელია და არამარტო ბიზნესის. გარდა ამისა, არასტაბილური  ლარი მოქმედებს ყველაფერზე, მათ შორის ბიზნესზე, რადგან ქვეყანაში ყველაფერი სწორედ ბიზნესისგან...

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ
access_time2019-07-22 15:00:41
2019 წლის ივნისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 33,993 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 29,991 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,940 მლნ ლარით ნაკლებია. კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ივნისში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 47,933 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის მაისში - 63,984 მლნ იყო. ამასთან, მიმდინარე წლის ივნისში, ბანკების შემოსავლებმა 345,001 მილიონი ლარი,...

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას
access_time2019-07-22 14:37:52
ქართული ბიზნესები მუდმივ რეჟიმში ცდილობენ, რომ საკუთარი სავალუტო რისკები მინიმუმამდე შეამცირონ. იმის გამო, რომ საქართველოში გაყიდული საქონლის ნახევარზე მეტი არის იმპორტირებული, საქონლის რეალიზაცია კი, ეროვნულ ვალუტაში ხდება, ბიზნესი ბუნებრივად სავალუტო რისკის წინაშე დგება. ლარის მერყეობის ზრდასთან ერთად ამ ბიზნესებისთვის ოპერირება გართულდა. მოიმატა გაურკვევლობამ იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს იმპორტირებული პროდუქციის სარეალიზაციო ფასი და სადამდე შეიძლება ის...


მსგავსი სიახლეები

up