იაშვილის კლინიკაში ჰიპოკრატეს ფიცი, მას შემდეგ დაივიწყეს, რაც BGEO ჯგუფი შევიდა

იაშვილის კლინიკაში ჰიპოკრატეს ფიცი, მას შემდეგ დაივიწყეს, რაც BGEO ჯგუფი შევიდა

access_time2018-04-26 18:30:00

ერთი წლის და ორი თვის ნენე მოდებაძის ისტორიამ, კიდევ ერთხელ დააფიქრა საზოგადოება, რა ხდება ქვეყნის მთავარ პედიატრიულ საავადმყოფოში?  


საქართველოში ალბათ არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ერთხელ მაინც არ მიუმართავს იაშვილის სახელობის  კლინიკისათვის, რომელიც ათეულობით წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი დაწესებულებაა ბავშვთა ჯანმრთელობაზე და რომელიც არცთუ იშვითად ხდება უკმაყოფილების ობიექტი.


ერთი წლის წინ, იაშვილის კლინიკაში ორი თვის ბავშვისთვის გაკეთებული ოპერაციის ფატალურ შეცდომაზე, ფრანგი ექიმები მას შემდეგ ალაპარაკდნენ, როცა ნენეს მუცლის ღრუში სამედიცინო დოლბანდი აღმოაჩინეს.


დღეს ამ ფაქტის სამართლებრივ შეფასებაზე საქართველოში სამართალდამცველები და ადამიანის უფლებების დამცველები ერთობლივად მსჯელობენ.


გამოძიება უკვე მუშაობს და სავარაუდოდ კონკრეტული ექიმის ბრალეულობაზეც გამოიტანს დასკვნა. თუმცა რეალური მიზეზების დადგენა და მით უმეტეს, მასზე შემდგომი რეაგირება, რა თქმა უნდა, მის კომპეტენციაში არ შედის. ამისათვის ქვეყანაში ჯანდაცვის სამინისტრო არსებობს, რომლის მინისტრმაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აღიარა, რომ „ამ კლინიკაში ყველაფერი რიგზე არ არის.“


მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა, მაგრამ როგორც ჩანს, რეაგირება აგვიანებს. დღესაც, ვისაც შეხება ჰქონია ბავშვთა მთავარ საავადმყოფოსთან, ხშირად საუბრობენ პრობლემებზე - დაწყებული ელემენტარული უყურადღებობით, ხშირად ფატალური შედეგით დასრულებულ ოპერაციებზე.



მსოფლიო მედიცინაში წარუმატებელი ფაქტები არავის უკვირს, თუმცა ვინც კარგად იცის იაშვილის კლინიკის შიდა სამზარეულო, ისინი მთავარ პრობლემას სულ სხვა მიმართულებით ხედავენ.


უკვე ყოფილი, დღეს დასაქმებული ექიმები თუ ექსპერტები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ საავადმყოფოს ადმინისტრაცია ორიენტირებულია ფინანსებზე და არა პაციენტის მომსახურებაზე. მათი თქმით, კლინიკაში ჰიპოკრატეს ფიცმა უკანა პლანზე მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც სისტემით არაპროფილური მიმართულების, წმინდად კომერციული ინტერესების მქონე  „საქართველოს ბანკი“ და მისი შვილობილი კორპორაცია „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ GHG დაინტერესდა.


კორპორაცია „სამედიცინო კორპორაცია „ევექსს„ და  სადაზღვევო კომპანია „იმედი L-ს“ მართავს და ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევისა და ჯანდაცვის სერვისების  ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია.  „ევექსი“ ქართულ ბაზარზე დღეს 44 სამედიცინო დაწესებულებით არის წარმოდგენილი.


სხვათა შორის, 2015 წელს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“, როგორც წარმატებული ბიზნეს სუბიექტი, ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში განთავსდა და  100 მილიონი დოლარის მოცულობის ახალი კაპიტალიც მოიზიდა.


მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან და შეფასებებიდან ჩანს, რომ ამ ინვესტიციას არც უშუალოდ „ევექსის“ საავადმყოფოების (მათ შორის, იაშვილის კლინიკის) განვითარებაზე და არც იქ დასაქმებულ მედპერსონალის ფინანსურ მდგომარეობაზე  არსებითი გავლენა არ მოუხდენია, რაც საბოლოოდ პაციენტზე უნდა ასახულიყო.


ლოგიკურად იბადება კითხვა, სად წავიდა ეს თანხა? მოხმარდა თუ არა იგი საავადმოყოფოების განვითარებას, რის პირობასაც თავად კორპორაციის ხელმძღვანელები დებდნენ თუ არამიზნობრივად დაილექა კონკეტული პირების ჯიბეებში?


ფაქტია, ფინანსური პრობლემები პერიოდულად იმდენად მწვავედ იჩენს თავს  „ევექსში“ , რომ ექიმები იძულებულნი არიან თეთრი ხალათი გაიხადონ. მაგალითად, ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში განთავსებიდან რამდენიმე დღეში „ევექსის“თანამშრომლები ხელფასის დაგვიანების გამო გაიფიცნენ. ამავე მიზეზით, ოთხი თვის წინ საპროტესტო აქციები გაიმართა იაშვილის კლინიკაში.  ეს მაშინ, როცა ბიჯიო ჯგუფის (საქართველოს ბანკი) გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის წლიურმა შემოსავალმა მხოლოდ 2017 წელს, გადასახადების ჩათვლით,  5,097,000 აშშ დოლარი შეადგინა. (ცოტა ხნის წინ, ამ თემაზე „კომერსანტი“ ვრცლად წერდა). სწორედ  გილაურს ავალია „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფზე“ და მასში შემავალი კორპორაციებზე ზედამხედველობა.


თუმცა კორპორაციის მიმართ თანამშრომელთა პრეტენზიები ამით არ შემოიფარგლბა.   რამდენიმე წლის წინ „ევექსში„ არსებულ სისტემურ პრობლემებზე ღიად საუბრობდნენ კლინიკის „ახალი სიცოცხლის” ექიმები, რის გამოც რამდენიმე ათეულმა მედიკოსმა და მთავარმა ექიმმა ზაზა სინაურიძემ კლინიკა დატოვეს და   საზოგადოება და ჯანდაცვის სამინისტრო გააფრთხილეს, რომ სისტემური პრობლემის გამო კლინიკა ხშირ შემთხვევაში არა პაციენტზე, არამედ ინვესტორის მოგებაზეა ორიენტირებული.


როგორ გაიგეს ეს გზავნილი ქვეყნის ჯანდაცვაზე პასუხისმგებელმა პირებმა, რა ვალდებულება აკისრია სახელმწიფოს იმ დროს, როდესაც კერძო საავადმყოფოებში პაციენტების მომსახურების წყვეტა ხდება, რა დგას „ევექსისადმი“ ჯანდაცვის სამინისტროს ლოიალური პოზიციის უკან – სამინისტროს რომელიმე მაღალჩინოსნის ინტერესები, თუ გულგრილობა? - ეს ის მთავარი შეკითხვებია, რომელსაც „კომერსანტი“ უკვე რამდენიმე წელია სვამს, მაგრამ არც ამ თემაზე და არც „ევექსთან“ დაკავშირებულ სხვა პრობლემაზე, რომელზეც ჩვენს არაერთი სტატიაში იყო საუბარი, ჯანდაცვის სამინისტროს არ უსაუბრია. უწყება ამ პრობლემაზე ქმედით რეაგირებას ვერ ახდენს და შესაბამისად, ქართული სამედიცინო სისტემის შეცდომების გამოსწორება უცხოელ კოლეგებს უწევთ, რაც არა მხოლოდ ავადმყოფის მდგომარეობაზე, არამედ ქვეყნის  იმიჯზეც უარყოფითად აისახება.


კომერსანტი

 




20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up