რა ხარვეზები აქვს ტექნიკური ინსპექტირების პროცესს

რა ხარვეზები აქვს ტექნიკური ინსპექტირების პროცესს

access_time2018-10-08 17:11:43

დავით მესხიშვილი: „კანონის აღსრულება ვერ მიმდინარეობს სათანადო დონეზე“


საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ფიქრობს, რომ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების პირველი ეტაპი ჩავარდა. ექსპერტი განმარტავს, რომ ავტობუსების, მიკროავტობუსების და სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებების დიდი ნაწილი ისევ გაუმართავია და გამონაბოლქვი აქვს. მესხიშვილი მიზეზსაც ასახელებს და ამბობს, რომ კანონი სათანადოდ არც ერთ შემთხვევაში არ აღსრულებულა.


„უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ კანონის აღსრულება ვერ მიმდინარეობს სათანადო დონეზე. ზოგიერთ მანქანას გავლილი აქვს ინსპექტირება, მაგრამ მაინც იგივე შედეგი გვაქვს. მეორეს მხრივ - ჩვენ ვხედავთ, რომ ავტომობილის მძღოლები საერთოდ არ მიდიან ინსპექტირების გასავლელად. კანონის აღსრულება არის პირველი და ყველაზე დიდი ხარვეზი ამ შემთხვევაში. ასევე, არ გაიმართა რეფორმისთვის მნიშვნელოვანი ნაწილი - სოციალური კამპანიები - თუ რატომ იწყება ინსპექტირება, თუ რატომ არის ეს ამდენად მნიშვნელოვანი. ეს ყოველივე საზოგადობას არ განემარტა. ავადობის მაჩვენებლის ზრდა, ჰაერის დაბინძურების გამო, შედეგები, თყ რა მოყვება სატრანსპორტო საშუალების გაუმართავ მდგომარეობაში გადაადგილებას, საზოგადოებას არ განემარტა,“ - აცხადებს დავით მესხიშვილი.


საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე პრობლემის მიზეზად პასუხისმგებელი პირის არარსებობასაც ასახელებს და განმარტავს, რომ ხარვეზები მენეჯმენტის კუთხითაც არსებობს.


„თუ არ გამოსწორდა მდგომარეობა, ჩვენ მოგვიწევს იმის თქმა, რომ რეფორმა დარჩა ფურცელზე და ის ჩავარდა. ეს ძალიან ცუდია ბევრი მიზეზის გამო . უპირველესად იმიტომ, რომ ჰაერის დაბინძურების შემცირება ოყო განზრახული. მეორე მხრივ - ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება ევროპასთან“, - აცხადებს მესხიშვილი.


ავტოპარკის განახლება - ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც, მესხიშვილის თქმით, ხელისუფლებამ ჰაერის დაბინძურების პროცესის შესაჩერებლად უნდა გამოიყენოს.


„ქვეყანას არ გააჩნია ავტოპარკის განახლების პროგრამა. ხელშეწყობა უნდა მოხდეს ახალი ავტომობილების შემოდინების და არა ძველის. რასაც ჩვენი განბაჟების სისტემა პირდაპირ ეწინააღმდეგება. მნიშვნელოვანია რომ შემცირდეს საერთოდ ავტომანქანის ფლობის მსურველების რაოდენობა, რომ რამენაირად ბუნებრივი კლება გამოვიწვიოთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, სამართლიანი განბაჟების სისტემა, სწორი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არის გამოსავალი, რომ ჩვენ ოდნავ მაინც შვება ვიგრძნოთ,“ - განმარტავს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე.



(NS)




ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა
access_time2020-05-31 14:00:14
მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში, ინდოეთში, პაკისტანში, აფრიკაში, ევროპაში  - ღარიბი ადამიანები, რომლებიც პანდემიის გამო კიდევ უფრო ღარიბები გახდნენ, კარანტინს, იზოლაციას, და ეკონომიკის გაჩერებას სულ უფრო აქტიურად აპროტესტებენ. მთელს მსოფლიოში სასურსათო დახმარებაზე მომუშავე ორგანიზაციები ღარიბთა მხრიდან უფასო კვებაზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობდნენ. მდიდარ საფრენგეთში კი, უფასო სასადილოებში ღარიბების და...

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება
access_time2020-05-31 12:30:54
შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება – ამ სათაურით სტატიას გამოცემა...

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს
access_time2020-05-31 10:00:08
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. „კოვიდ 19“-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი...


მსგავსი სიახლეები

up