რა ხარჯები გველის სტუდენტობის დროს

რა ხარჯები გველის სტუდენტობის დროს

access_time2022-08-13 19:30:01

სტუდენტობის პერიოდის ხარჯები

როგორც სასწავლო დაწესებულების შერჩევის ეტაპზე, ისე მისი შერჩევის შემდეგ, მნიშვნელოვანია, კარგად გააანალიზოთ სტუდენტობის პერიოდის ფინანსური ხარჯები და დაფიქრდეთ, რა დაგჭირდებათ ცხოვრების ამ ეტაპისთვის უკეთესად მოსამზადებლად. 


პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ სტუდენტობის დაგეგმვამდე ისაა, რომ ცხოვრების ეს ეტაპი ახალ ხარჯებთანაც იქნება დაკავშირებული. სწავლისთვის გაწეული ხარჯი ერთგვარი ინვესტიციაა, რომელიც მომავალში ბრუნდება. თუმცა, დაგეგმვის ეტაპზე აუცილებელია განსაზღვროთ, რა ხარჯი გემატებათ.


საცხოვრებელი და კომუნალური ხარჯები


ამ ტიპის ხარჯი განსაკუთრებულად აქტუალური ხდება მაშინ, თუ თქვენი სასწავლებელი სხვა ქალაქში ან სხვა რეგიონშია. თუ თქვენ ოჯახთან ერთად ცხოვრობთ, არ გიწევთ საცხოვრებლის საფასურის გადახდა, ხოლო თუ სასწავლებლის ადგილმდებარეობის გამო ახალი საცხოვრებელი დაგჭირდებათ, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ შემდეგ ხარჯზე:

  • თანხა ბინის შესაძენად - თქვენ ან თქვენმა ოჯახმა შესაძლოა გადაწყვიტოთ ბინის შეძენა იმ ქალაქში, სადაც სწავლას აპირებთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ თუ არ გაქვთ დანაზოგი ბინის შესაძენად, სესხის აღება დაგჭირდებათ, რაც გაგიზრდით მიმდინარე ხარჯს. თუ ამ ხარჯის აღება არ მიგაჩნიათ ხელსაყრელად, შეგიძლიათ, საცხოვრებლით უზრუნველყოფის სხვა ალტერნატივაზე დაფიქრდეთ;


  • თანხა ბინის დასაქირავებლად - სტუდენტებისთვის საცხოვრებლის მოძიების ყველაზე გავრცელებული გზა ბინის დაქირავებაა. ხარჯების კუთხით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ დაგემატებათ ყოველთვიურად გადასახდელი თანხა ბინის მესაკუთრისთვის. ხარჯის შესამცირებლად, შეგიძლიათ ბინა თქვენს მეგობრებთან ერთად იქირაოთ და გადასახდელი თანხა გაიყოთ;


  • კომუნალური ხარჯები - სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, თუ თქვენი სტუდენტობის პერიოდში საცხოვრებელის შეცვლა და მარტო ცხოვრება გიწევთ, გაითვალისწინეთ, რომ ყოველთვიურად დაგჭირდებათ კომუნალური ხარჯების, მათ შორის: ელექტრო ენერგიის საფასურის, ბუნებრივი აირის, წყლის დასუფთავების და სხვა ხარჯის დაფარვა. ამიტომ, სტუდენტობის პერიოდის დაგეგმვისა და ამ პერიოდის ბიუჯეტის შედგენისას გაითვალისწინეთ აღნიშნული ხარჯიც.

სწავლასთან დაკავშირებული ხარჯები


სტუდენტობისას ყველაზე მნიშვნელოვანი ხარჯი სწავლის ღირებულების გადასახადია. დღესდღეობით საქართველოში შეგიძლიათ მოიპოვოთ სახელმწიფო გრანტი, ისწავლოთ იმისთვის, რომ სასწავლებლის შიდა პროგრამაში ჩაერთოთ და სტიპენდია ან სწავლის დაფინანსება მოიპოვოთ. გაითვალისწინეთ, რომ სახელმწიფო გრანტი სრულად ფარავს მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესებულ წლიურ გადასახადს. თუ თქვენ კერძო სასწავლებელს აირჩევთ, სადაც საფასური სახელწიფო სასწავლებლის საფასურზე მეტია, სხვაობის თანხის ანაზღაურება თქვენ მოგიწევთ. თუ გადასახადის გადახდა სრულად თქვენ გიწევთ, საჭიროა, დაგეგმოთ, როგორ აპირებთ ამას - დანაზოგს გამოიყენებთ, სესხს აიღებთ, ოჯახს სთხოვთ დახმარებას თუ  სასწავლებელს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ხარჯის არსებობა უნდა გაითვალისწინოთ პირადი ფინანსების მართვისას და ყურადღება მიაქციოთ სტუდენტობისთვის მზადების პროცესში.


გარდა სწავლის ღირებულებისა, სტუდენტობის ხარჯების დაანგარიშებისას უნდა გაითვალისწინოთ ისეთი ხარჯებიც, რომლებიც დაკავშირებულია სწავლის პროცესში საჭირო ნივთებისა და წიგნების,  სახელმძღვანელოების, საკანცელარიო ნივთების, საგნების მიხედვით დამხმარე მასალებისა და მოწყობილობების შეძენასთან.


სხვა ხარჯები


ტრანსპორტირების ხარჯები - ტრანსპორტირების ხარჯის მოცულობა განსხვავებული იქნება იმის მიხედვით, თუ რამდენად დაშორებულია თქვენი საცხოვრებელი სასწავლებლისგან. თუ თქვენ სასწავლებლად სხვა ქალაქში გადახვედით, გარდა სასწავლებლამდე ტრანსპორტირებისა, დაგემატებათ ოჯახის პერიოდულად მონახულების ხარჯიც. მნიშვნელოვანია, ასევე, სხვა პირადი ხარჯების გათვალისწინებაც, როგორიცაა, მაგალითად, საკვები, გართობა და ა.შ. 


პირადი ბიუჯეტი   საუკეთესო გზა, შეხვდეთ მომზადებული ახალ ხარჯებს


იმისათვის, რომ სტუდენტობასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები სამომავლოდ დამაბრკოლებელ გარემოებებად არ იქცეს, საჭიროა ცხოვრების ამ ეტაპისთვის შეძლებისდაგვარად ადრე მოემზადოთ და წინასწარ დაგეგმოთ. სტუდენტობის პერიოდის დაგეგმვისას სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანია, ასევე, დაგეგმოთ თქვენი პირადი ბიუჯეტი: რა შემოსავალს ელოდებით ან რისი დაგეგმვა შეგიძლიათ? რა ხარჯები უნდა გაწიოთ ამ პერიოდში და რა თანხის დაზოგვა შეგიძლიათ?


იმისთვის, რომ  სტუდენტობის პერიოდში გაზრდილ ხარჯებს მომზადებული შეხვდეთ, საჭიროა, დაზოგოთ თანხა. დაზოგვა, რეკომენდირებულია, დაიწყოთ მაშინ, როდესაც გაგიჩნდებათ თუნდაც მცირე შემოსავალი. ასე თქვენ გამოიმუშავებთ დაზოგვის ჩვევას და შემოსავლის ზრდასთან ერთად შეგეძლებათ გაზარდოთ დანაზოგი. დანაზოგის შექმნის უპირატესობებზე შეგიძლიათ ვრცლად იხილოთ აქ.



წყარო: finedu.gov.ge



თეგები:
finedu



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up