საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეაჩერა.
აღნიშნულის შესახებ სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ორივე ქვეყანასთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 2019 წელს 524 778 700 დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ბრუნვის 4%-ია. ცნობისთვის 2019 წელს საქარველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12,831 მლრდ დოლარი შეადგინა.
კერძოდ, საანგარიშო პერიოდში 2019 წელს ირანთან სავაჭრო ბრუნვა 258 304 600, ხოლო იტალიასთან 266 474 100 დოლარი იყო.
bpn.ge