რა წესები უნდა დავიცვათ ზღვაზე - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

რა წესები უნდა დავიცვათ ზღვაზე - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

access_time2020-07-05 22:00:33

სეზონიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზღვის სანაპირო ზოლისთვისაც შეიმუშავა.



რეკომენდაციების თანახმად, სანაპიროს ტერიტორიაზე განთავსებული უნდა იყოს ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო ადგილას ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. მიზანშეწონილია, განისაზღვროს სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკები. ასევე შესაძლებლობის შემთხვევაში, პლაჟების ზონებად დაყოფა. პერიოდულად უნდა განხორციელდეს სანაპირო ზოლის დასუფთავება ნარჩენებისგან, ერთჯერად პარკებში, საიდანაც დახურული სახით მოხვდება ნაგავსაყრელ ყუთებში. სანაპირო ზოლის დასუფთავებაში მონაწილე პირი აღჭურვილი უნდა იყოს ხელთათმანებით, სახის დამცავი ფარით ან ნიღბით.



„დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (გამონაკლისის გავრცელება შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდზე); აკრძალეთ შეზლონგებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება; წყლის ტრანსპორტის – სკუტერის, ველოსიპედის, ნავის, ასევე შეზლონგის, ქოლგის და სხვა ატრიბუტის გამოყენების შემდგომ, უზრუნველყავით მათი დეზინფექცია სათანადო წესით; დახურული სივრცის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.




ასევე შემუშავდა მოთხოვნები ღია სივრცეში განთავსებული საშხაპეებისა და საპირფარეშოებისთვის.



„ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით, სანიტარიული კვანძების და საშხაპეების დალაგება/დასუფთავება/დეზინფიცირება ხორციელდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ ორსაათიანი ინტერვალებით; სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ რეგისტრირებული საშუალებები; სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოყენებული საყოფაცხოვრებო ქიმიისა და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი ობიექტის ვიზიტორებისა და იმ პერსონალისთვის, რომელთა საქმიანობა არ უკავშირდება მათ გამოყენებას. დამლაგებლის ეკიპირებისთვის აუცილებელია: ნიღაბი; ერთჯერადი ხალათი. სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი); თვალის დამცავი სათვალე ან სახის ფარი“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში.



1tv.ge








„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა
access_time2020-08-15 11:57:01
გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა. აღსანიშნავია, რომ აპრილში სააგენტოს მიერ საქართველოს...

კორონავირუსის გამო, გერმანიის ხელისუფლებამ თითქმის მთელი ესპანეთი რისკის ზონად გამოაცხადა

კორონავირუსის გამო, გერმანიის ხელისუფლებამ თითქმის მთელი ესპანეთი რისკის ზონად გამოაცხადა
access_time2020-08-15 10:00:44
გერმანიის ხელისუფლებამ ესპანეთში კორონავირუსის ხელახლა გავრცელების გამო თითქმის მთელი ესპანეთი რისკის ზონად გამოაცხადა. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ კანარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-14 21:00:21
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.გაყიდვები დაახლოებით 80%-ით შემცირდა - ღვინის მაღაზიები დახურვის პირას არიან გლობალური პანდემიის შედეგად, ტურისტების გარეშე დარჩენილი ბიზნეს სექტორი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მსოფლიო ლოქდაუნმა ღვინის მაღაზიები დახურვის პირას...

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა
access_time2020-08-14 16:30:58
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა კორონავირუსის პანდემიის გამო 5000-დან 6000 ლარამდე იზარალა. როგორც „კომერსანტს“ მუზეუმის დირექტორმა თინათინ მამასტარაშვილმა უთხრა, სხვა მუზეუმების მსგავსად ივნისის თვეში მუშაობის განახლება  ვერ შეძლეს, რადგან ფინანსების არქონის გამო რეგულაციებით გათვალისწინებული ნივთები ვერ  შეიძინეს. „ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაშია და...

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა
access_time2020-08-14 12:55:34
„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ. „დედა ხაჭაპური“ იგივე იმერული ხაჭაპურია, რომელიც კონკურსის მონაწილე „სმარტის“ თანამშრომლემა კომპეტენტური ჟიურის რეკომენდაციებით და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მოამზადეს. „გასტრონავტის“...


მსგავსი სიახლეები

up