რა წერია 520 დადგენილებაში რომლის გაუქმებასაც 25 სამედიცინო დაწესებულება ითხოვს

რა წერია 520 დადგენილებაში რომლის გაუქმებასაც 25 სამედიცინო დაწესებულება ითხოვს

access_time2019-11-20 11:00:19

ახლად დანიშნული ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ გატარებული პირველივე რეფორმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კრიტიკის საგანი გახდა. საქმე ეხება ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედება იგეგმება.

 

სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები რეფორმის 6 თვით გადავადებას ითხოვენ და ღიად აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმა პაციენტების მომსახურების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევს.

 

ექიმების პროტესტთან და კრიტიკასთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს ჯადაცვის სამინსიტრო. მიუხედავად იმისა, რომ 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ ტიკარაძის უწყებას ღია წერილით 10 დღის წინ მიმართა, რეაგირება სახელმწიფო უწყების მხრიდან არ მომხდარა. „კომერსანტს“ პრესსამსახურში გუშინ განუცხადეს, რომ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტორს წარმომადგენელი გაგვესაუბრებოდა, თუმცა, დღეს გვითხრეს რომ ჯანდაცვის სატარიფო რეფორმასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც სამედიცინო სექტორი ერთხმად თანხმდება, რომ ისედაც რთულ ვითარებაში მყოფი ქართული ჰოსპიტალური სექტორი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

 

ჯანდაცვის სამინისტორს გარდა,  25-მა სამედიცინო დაწესებულებამ ღია წერილი გადაუგზავნა პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს და ბიზნესომბუდსმენს თუმცა, ამ დრომდე ბიზნესომბუდსმენის აპარატია ერთადერთი სახელმწიფო უწყება რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ გაგზავნილ ღია წერილს გამოეხმაურა. „კომერსანტი“ მთელი დღის განმავლობაში დაკავშირებას ცდილობდა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთანაც, თუმცა აკაკი ზოიძემ ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

 

მაშინ, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები დუმილის რეჟიმში არიან, „კომერსანტმა“ ჯანდაცვის სამინისტროსგან, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დადგენილი ტარიფების თაობაზე, ინფორმაცია გამოითხოვა, რომლის მიხედვითაც ირკვევა თუ რა მომსახურებაზე რა ტარიფი დადგინდა. გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს უცვლელად გთავაზობთ

 











ბაჩო ადამია




გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა
access_time2019-12-11 19:30:09
“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა...

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს
access_time2019-12-11 17:30:09
2019 წლის 10 თვეში კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 11 101 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4 842) შედარებით 129%-ით...

„ლაღიძის წყლების შენობაში 5 მილიონს არავინ გადაიხდის“

„ლაღიძის წყლების შენობაში  5 მილიონს არავინ გადაიხდის“
access_time2019-12-11 16:20:50
„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში,  აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და   შესაბამისი დავალება თბილისის მერს, კახა კალაძეს მისცა. “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია,“ -ასე ეხმაურება მერია ლაღიძის წყლების შენობის გამოსყიდვის ამბავს....

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს
access_time2019-12-11 15:12:59
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს...

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს
access_time2019-12-11 18:30:41
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტია. საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. კანონმა ლიცენზიის სახეობა გააუქმა, სახელმწიფომ კანონის მოთხოვნამდე წარმოშობილი სამართალ-ურთიერთობა არ ცნო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დღეს უპირობოდ იქნა...


მსგავსი სიახლეები

up