რა მდგომარეობაშია უკრაინაში ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილის აქტივები?

რა მდგომარეობაშია უკრაინაში ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილის აქტივები?

access_time2022-07-27 12:00:49

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყნის პორტები დაბლოკილია და მათი ოპერირება ვერ ხდება. პორტების ნაწილი კი რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეა განლაგებული და შესაბამისად მათი კონტროლის ქვეშ იმყოფება. მათ შორისაა ხერსონის პორტიც, რომლის ოპერირებასაც ნახევრად ქართული კომპანია ახდენდა.

2020 წლის ივნისში ხერსონის პორტი 30-წლიანი მართვის უფლებით ქართულ-შვეიცარიულ კომპანია LLC RISOIL-KHERSON-ს გადაეცა, რომლის მესაკუთრეც „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან“ (GIG) აფილირებული Petrol Oil and Chemicals-ი და შვეიცარიული Rissoil S.A.-ია. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც სტრატეგიულ ობიექტში ქართული კომპანიის შევიდა.

LLC RISOIL-KHERSON-ის მიერ წარდგენილი ხერსონის სავაჭრო პორტის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის მიხედვით, ინვესტორი კომპანია პორტის განვითარებაში 15 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა.

“კომერსანტი დაინტერესდა გარდა ხერსონის პორტისა კიდევ რა ბიზნეს ინტერესები ჰქონდა უკრაინაში GIG-ს და მის დამფუძნებელსა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს დავით ბეჟუაშვილს და ახერხებს თუ არა ბიზნესმენი დღეს უკრაინაში საკუთარი ბიზნესების მართვას.


„უკრაინაში წლებია ვოპერირებთ და გვაქვს არაერთი აქტივი. მათ შორისაა მზის სადგური, რომელიც გარკვეული პერიოდი იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა ამ ვითარებაშიც და ახლაც უწყვეტლივ აწოდებს ენერგიას უკრაინის ენერგო სისტემას.
რაც შეეხება პორტს, პორტი მდებარეობას ხერსონის ოლქში, სამწუხაროდ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და არ ხდება მისი ოპერირება.
ჩვენ, ჩვენის მხრიდან ვგრძნობთ ჩვენს პასუხისმგებლობას და მაქსიმალურად ვუდგავართ გვერდით უკრაინის მოსახლეობას“
, - განუცხადეს „კომერსანტს“ GIG-ში.






იუვენტუსმა 254 მილიონი ევროს ზარალი გამოაქვეყნა

იუვენტუსმა 254 მილიონი ევროს ზარალი გამოაქვეყნა
access_time2022-09-25 23:55:37
პარასკევს იუვენტუსმა 2021/22 წლების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტი, სხვა ციფრებთან ერთად, ხაზს უსვამს 254 მილიონი ევროს (246,1 მილიონი დოლარის) ზარალს, რაც ყველაზე დიდია, რაც ოდესმე დაფიქსირებულა სერია A-ს გუნდის მიერ.  2021/2022 ფინანსური წელი დაიხურა 254.3 მილიონი ევროს ოდენობის ზარალით წინა ფინანსურ წელს 209.9 მილიონი ევროს ზარალთან...

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს
access_time2022-09-25 23:00:23
ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს ბრილიანტების იმპორტი რუსეთიდან, თქვა ბლოკის 27 ქვეყნიდან ხუთმა ერთობლივ წინადადებაში — აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს. ევროკავშირი ამზადებს ახალ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინის ომის გამო. ევროკავშირს,...

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ
access_time2022-09-25 22:00:43
შეერთებულმა შტატების განცხადებით კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, მას შემდეგ რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რეგიონები, სადაც ფართოდ აკრიტიკებენ რეფერენდუმებს, მიიღებენ სრულ დაცვას მოსკოვის მიერ ანექსიის შემთხვევაში — აღნიშნულის შესახებ...

Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს

 Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს
access_time2022-09-25 21:00:23
იაპონურმა Toyota Motor Corp-მა (7203.T) პარასკევს განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა შეწყვიტოს ავტომობილების წარმოება რუსეთში — აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.   Toyota-მ მარტში შეაჩერა წარმოება სანკტ-პეტერბურგში მიწოდების...

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ
access_time2022-09-25 20:00:29
(CNN) - ბალტიის ზღვის ქვეშ 40 მეტრამდე დაშვებით, მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი დააკავშირებს დანიასა და გერმანიას, რაც შეამცირებს მოგზაურობის დროს ორ ქვეყანას შორის, როდესაც ის 2029 წელს გაიხსნება. ათწლეულზე მეტი დაგეგმვის შემდეგ,...


მსგავსი სიახლეები

up