რა ვითარებაა თურქეთში მძიმე ღამის შემდეგ - ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს, კურორტებზე სიმშვიდეა

რა ვითარებაა თურქეთში მძიმე ღამის შემდეგ - ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს, კურორტებზე სიმშვიდეა

access_time2016-07-16 10:12:01

ბოლო ინფორმაციით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვრპლა. მათ შორის 42 ანკარაში დაიღუპა. ამის შესახებ დღეს გამოცემა Habertürk-ი დედაქალაქის პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება.


მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანკარაში გელბაშის რაიონში სამართალდამცავი ორგანოების 17 თანამშრომელი მოკლეს. კიდევ 15 ადამიანი ნაღმის აფეთქებას ემსხვერპლა, რომელიც პარლამენტის შენობას ესროლეს.


15 ივნისის საღამოს თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ განაცხადა. მალევე ამბოხებულებმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადეს. ანკარასა და სტამბოლში ტანკები გამოჩნდნენ, სამხედრო მანქანებმა პარლამენტის შენობას ალყა შემოარტყეს და ცეცხლი გახსნეს.


სახელმწიფო ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა, ათათურქის სახელობის აეროპორტი დაიხურა, ინტერნეტში კი ვრცელდებოდა სტამბოლისკენ მიმავალი ტანკების კადრები. 


დემოკრატიის დაცვა - სწორედ ამით ახსნეს სამხედროებმა ტელეეთერით გამოსვლისას საკუთარი ქმედებების მოტივები. მათი თქმით ერდოღანის დროს ქვეყანაში ავტორიტარიზმი გამეფდა, ადამიანის უფლებები რეგულარულად ირღვევა, ზოგადად ქვეყანა კი სულ უფრო ნაკლებად გავს სამოქალაქო სახელმწიფოს.


ღამის ორ საათზე ქვეყნის ნაციონალურმა სადაზვერვო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთილია. სტამბოლში სამხედრო გადატრიალების 104 მონაწილე დააპატიმრეს.



თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ერთგულმა ჯარებმა პრაქტიკულად მთლიანად აიღეს საკუთარი კონტროლის ქვეშ გენერალური შტაბის შენობა, რომელიც ამბოხებულბს ჰქონდათ დაკავებული.


მომხდარის შეფასებას „კომერსანტთან“ თურქეთმცოდნე ზაზა წურწუმია აკეთებს. მისი თქმით, ერდოღანის მხარდამჭერებმა არმიას არ მისცეს  მოქმედების საშუალება, რაც  ჰგავდა მოსკოვში  1991 წლის აგვისტოში მომხდარ პუტჩს.

 

მისი თქმით, სწორედ ეს ფაქტორი იყო გადატრიალების წარუმატებლობის ერთერთი მთავარი მიზეზი.


„მეორე მიზეზია ის, რომ ამბოხებულებმა პრეზიდენტის დაპატიმრება და გაუვნებელყოფა ვერ მოასწრეს. ერდოღანმა მოახერხა სტამბოლში ჩამოსვლა და პირდაპირი ეთერით მიმართა ხალხს  მხარდაჭერების ქუჩაში გამოსვლის მოწოდებით,“ - აცხადებს წურწუმია.


მისი ინფორმაციით, ამჟამად აეროპორტები და ზოგადად სატრანსპორტო მოძრაობა თურქეთში აღდგენილია და სიტუაცია ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება.


რაც შეეხება მომხდარის გავლენას ეკონომიკაზე, ზაზა  წურწუმია ამბობს, რომ ეკონომიკაზე სამხედრო გადატრიალების მცდელობა გავლენას არ მოახდენს, რამდენადაც ხელისუფლებამ დროზე შეძლო მისი ლიკვადაცია და ზიანი არ მიყენებია არცერთ მნიშვნელოვან სავაჭრო-სამრეწველო თუ ფინანსურ ობიექტსა თუ ინფრასტრუქტურას.


რაც შეეხება თურქულ კურორტებს, როგორც იქ მყოფი ადამიანები სოციალური ქსელის საშუალებით წერენ,  კურორტებზე სიმშვიდეა და მხოლოდ სასტუმროების პერიმეტრს მიღმა გასვლა აქვთ დროებით შეზღუდული, რაც სასტუმროებისს მენეჯმენტის მხრიდან უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას უკავშირდება.


დამსვენებელთა ნაწილი, რომელიც ამ დღეებში აპირებდა თურქეთში გამგზავრებას, ამბობს, რომ შესაძლოა ტური ეგვიპტეზე გაცვალონ თუმცა უმრავლესობა გეგმების შეცვლას არ აპირებს.


როგორც უკვე ცნობილია, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს განცხადებით მიმართა და მოუწოდა თავი შეიკაონ  თურქეთის მიმართულებით გადაადგილებისგან.

 



მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up