რა ვითარებაა საქართველოს გზებზე – გზების დეპარტამენტის ინფორმაცია

რა ვითარებაა საქართველოს გზებზე – გზების დეპარტამენტის ინფორმაცია

person access_time2016-01-04 10:48:48

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესებულია საავტომობლო გზების შემდეგ მონაკვეთებზე:


საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და

ზვავსაშიშროების გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა–გუდაურის(ფოსტას) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-მლეთის და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას  იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის  გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138-კმ248 ჩუმათელეთი-ზესტაფონი-ნახშირღელე-ქუთაისის შემოსავლელი გზა-ბაშის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.


 გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ71 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ50-კმ71 მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ლიპყინულის გამო, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ20-კმ160 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

 

ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის  კმ1-კმ58 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ72 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო  დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით გზის გაწმენდით სამუშაოებს 24 საათის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.



სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა
access_time2020-11-30 12:00:06
2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან...

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა
access_time2020-11-30 11:45:10
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია.   საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!
access_time2020-11-30 11:00:17
„ილუზიებში ნუ ვიცხოვრებთ, რომ ორ თვეში ყველაფერი გადაივლის და მერე ყველაფერი კარგად იქნება - არაფერიც არ იქნება კარგად. ჩაკეტვა არის უიმედობის ბოლო წერტილი, როდესაც ახალს  ვერაფერს აკეთებ. მთავრობის მიერ გაწერილია 2 თვიანი ჩაკეტვის გეგმა, მაგრამ არავის წარმოუდგენია გეგმა, რატომ ვიკეტებით და რას გავაკეთებთ ამ ჩაკეტვის დროს,“ - ამის შესახებ...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-11-29 11:00:07
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული...


მსგავსი სიახლეები

up