რა ვითარებაა დღის ბოლოს მარნეულსა და ბოლნისში - რეპორტაჟი

რა ვითარებაა დღის ბოლოს მარნეულსა და ბოლნისში - რეპორტაჟი

access_time2020-03-25 19:00:50

მარნეულსა და ბოლნისში დღის მეორე ნახევარიდან სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მარნეულში პირველ რიგში სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეს ის ადგილი, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალი ცხოვრობს. სადეზინფექციო სამუშაოები ასევე აღნიშნული მუნიციპალიტეტების სხვა სოფლებშიც განხორციელდა. ორივე მუნიციპალიტეტში სულ 8 სპეცტექნიკა მუშაობს და დამატებით კიდევ ელოდებიან სპეცტექნიკის შეყვანას. სადეზინფექციო პრეპარატი კი, რომლითაც მუშავდება ქუჩები და კარ-მიდამოები, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და მისი გამოყენება დაავადებათა კონტროლის ცენტრთანაა შეთანხმებული.

ამასთან, მარნეულისა დ ბოლნისის დამაკავშირებელ გზაზე დამატებით საგუშგოა მოწყობილი, სადაც მკაცრად კონტროლდება ყველა ის ადამიანი, რომელთაც ამ მუნიციპალიტეტებში გადაადგილების სურვილი აქვთ. შედეგად, თავდაცვის სამინისტროს ძალებმა და სამართალდამცველებმა ერთობლივი პატრულირების შედეგად საეჭვო სიმპტომების მქონე ერთი ადამიანი აღმოაჩინეს, რომელიც დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება.

ასევე, მეორე დღეა ექიმები კარდაკარ დადიან და მოქალაქეებს ტემპერატურას უზომავენ. არსებული მონაცემებით, 20 ათასზე მეტი პირი შემოწმდა და მათგან 40-ს ტემპერატურა აღენიშნებოდა. ეს ადამიანები პრევენციის მიზნით ასევე სავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ შორის საველე ჰოსპიტალსა და "ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში, სადაც მკურნალობას გააგრძელებენ. მათგან ორს კი საეჭვო სიმპტომების გამო კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება.


ასევე, კიდევ უფრო გამკაცრდა კონტროლი ე.წ. საგუშგოებთან, სადაც დამატებით ბეტონის ფილები და მავთულხლართები მიიტანეს. ადგილზე სამართალდამცველები რჩებიან და სიტუაციას აკონტროლებენ. მკაცრად გაკონტროლდება ავტომანქანების გატარება. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, სპეციალური საშვთა სისტემა ამოქმედდება. კერძოდ, იმ ავტომობილების მძღოლებს, რომლებსაც აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს შორის სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტები და მედიკამენტები გადააქვთ, სპეციალური საშვები დაურიგდბათ.

საკარანტინო ზონაში ყველა შესაბამისი უწყება საგანგებო ჟიმში მუშაობს. კერძოდ, ექიმები, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. კვლავ აქტიურად მიმდინარობს საინფორმაციო კამპანია, რათა მოსახლეობას კორონავირუსის შესახებ სრულად იყოს ინფრმირებული.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 73 ადამიანს დაუდასტურდა. კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . 


imedinews.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up