რა უშლის ხელს ქართული ჩაის რეაბილიტაციის პროგრამას?

რა უშლის ხელს ქართული ჩაის რეაბილიტაციის პროგრამას?

person access_time2016-07-26 14:17:53

საქართველოში დიდი რაოდენობით გავერანებული ჩაის პლანტაციაა, რომელიც სულ რაღაც 25-30 წლის წინ ქვეყანას სოლიდურ შემოსავალს აძლევდა, დღეს კი უსარგებლოდ არის მიტოვებული და აღდგენას საჭიროებს. 

 

სწორედ ამ მიზნით შემუშავდა ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც თებერვლის თვეში დაიწყო. მისი წლევანდელი ბიუჯეტი 3 100 000 ლარია. პროგრამაში ნათქვამია, რომ დაფინანსდება ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 60%, ხოლო თუ ჩაის პლანტაცია იჯარის უფლებით არის მიღებული, სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 70%. კოოპერატივის შემთხვევაში დაფინანსება მატულობს: საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების 80%-ს სახელმწიფო დააფინანსებს, ხოლო იჯარის შემთხვევაში - უკვე 90%-ს, ოღონდ ჩაის პლანტაციის ფართობი არ უნდა იყოს 5 ჰექტარზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 300 ჰექტარს. 

 

თუმცა პროგრამას ერთი დიდი ხარვეზი აქვს, რომელიც მის განხორციელებას ხელს უშლის, - აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში „საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“პრეზიდენტმა თენგიზ სვანიძემ. 

 

- პროგრამა ძალიან მომწონს, მის შედგენაში ჩვენც აქტიურად ვმონაწილეობდით, მაგრამ მოდით, დავფიქრდეთ: სახელმწიფომ ფული გამოყო, თანადაფინანსებას აკეთებს და ჯერ მხოლოდ რამდენიმე ბენეფიციარი ჰყავთ - რატომ? ნუთუ ჩვენს გლეხებს ფული არ სჭირდებათ? 

 

- მთავარი ხელისშემშლელი ის მუხლია, რომელიც ამ პროგრამაში ჩართვის სურვილს ნებისმიერ ადამიანს დაუკარგავს. ამ მუხლში ხაზგასმით წერია, რომ პროგრამის ბენეფიციარმა უნდა უზრუნველყოს ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა. ეს უნდა იყოს მიკროსაწარმო, რომელიც აღჭურვილი იქნება ჩაის გადამამუშავებელი დანადგარებით. სწორედ ეს მუხლი იქნება მიზეზი იმის, რომ მცირე მეწარმე, რომელსაც მხოლოდ 5, ან 10 ჰექტარი პლანტაცია აქვს, პროგრამაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მცირე საწარმოს აშენება და მისი ტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვა ძვირი სიამოვნებაა. საიდან უნდა ჰქონდეს ეს თანხა გლეხს, რომელსაც ხშირად ჯიბეში 100 ლარიც არა აქვს? ამიტომ,ზემოთ ხსენებული მუხლი ან უნდა ამოიღონ, ან ჩაასწორონ, თორემ ბენეფიციარების სიმრავლე არ ექნებათ. ჩაის რეაბილიტაციის პროგრამაში მხოლოდ ის ხალხი მიიღებს მონაწილეობას, ვისაც უკვე აქვს ასეთი საწარმო, ასეთები კი, ერთეულები არიან. 

 

-ესე იგი, რა გამოდის - პროგრამა მხოლოდ ერთეულებისთვისაა? 


 

-ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტა ბენეფიციარი გამოეხმაურება ამ პროგრამას. კარგი იქნება, თუ ამ მუხლში შესწორებებს შეიტანენ, თუ არადა, რეაბილიტაციის პროგრამა ვერ იმუშავებს. არ უარვყოფ, რომ საკმაოდ კარგი პროგრამაა, მაგრამ ახლანდელი სახით ის ფართომასშტაბიანი ვერ გახდება.

 

-ჩაის რეაბილიტაციის პროგრამის დადებითი მხარეებზე რას იტყოდით? 

 

- მთლიანობაში ძალიან კარგი საქმე კეთდება, რადგან სახელმწიფოს დაფინანსება საკმაოდ მაღალია: ერთი ჰექტრის რეაბილიტაცია 2500 ლარი ჯდება, საიდანაც სახელმწიფო 1500 ლარს ფარავს. დავუშვათ, თქვენ გაქვთ 5 ან 6 ჰექტარი ჩაის პლანტაცია, შეგიძლიათ შეიტანოთ განაცხადი და პროგრამაში მიიღოთ მონაწილეობა. თითოეულ ჰექტარზე მიიღებთ 1500 ლარს, თქვენ მხოლოდ 1000 ლარი უნდა დაამატოთ, მაგრამ რეაბილიტაციის შემდეგ პატარა ფაბრიკის მშენებლობა უნდა დაიწყოთ და ეს ყველაფერს ართულებს. უფრო კარგი პირობებია, როდესაც ფერმერი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ პლანტაციას იჯარით იღებს: სახელმწიფო მას სიმბოლურ ფასად აძლევს ამ პლანტაციას და 1 ჰექტარზე 1500-ის ნაცვლად 2 ათასი ლარით აფინანასებს. კოოპერატივებს კიდევ უფრო მეტი შეღავათი აქვთ - 90%-ს სახელმწიფო დაუფინანსებს, ხოლო 10%-ს - კოოპერატივი გადაიხდის. თანაც, კოოპერტივებს ის შეღავათი აქვთ, რომ თუ ფაბრიკას ააშენებენ, მოწყობილობას სახელმწიფო შეუძენს. 

 

- საკმაოდ კარგი შეღავათებია...


- დიახ, ძალიან კარგი ჩანაფიქრია, მაგრამ რეალობა ხომ უნდა გავითვალისწინოთ? მე დაანგარიშებული მაქვს და მცირე საწარმოს აშენება 60 ათასიდან 100 ათას დოლარამდე ჯდება. შესაბამისად, მის აშენებას 100 ადამიანიდან ერთიც ვერ შეძლებს. ამიტომ ეს მუხლი რომ ამოეღოთ, პროგრამა უფრო სასარგებლო და კარგი იქნებოდა. მით უმეტეს, ჩვენთან თითქმის ყველა რაიონშია ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. ისინი ნედლეულის დეფიციტს განიცდიან, ასე რომ საწარმოების დამატება ამ ეტაპზე აღარ არის საჭირო. 

 

-  რატომ მიატოვა ხალხმა ჩაის პლანტაციები, რომელიც მათი შემოსავლის მთავარი წყარო იყო? 


- არა მხოლოდ მიატოვა, ძირკვავენ, წვავენ და ეს იმიტომ ხდება, რომ გლეხს არ შეუძლია მის საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და იქ მოსავლის მოყვანა. ამიტომ იძულებული ხდება ამოძირკვოს და მის ადგილზე დათესოს სიმინდი, თხილი, კარტოფილი, ან სხვა რამ, რომლითაც შემოსავალს მიიღებს. მერე ეს თხილი ან ააშენებს, ან - სულ დაღუპავს, რადგან თხილის ბაზარი თურქეთს ხელში უჭირავს და ფასს როცა უნდა მაშინ აწევს, როცა უნდა - დაწევს. თანაც, ჩაის ადგილას თხილი არ ხარობს, დარგავენ, ერთ წელიწადს ივარგებს და მეორე წელს ხმება. ამის გამო ძალიან ბევრი გლეხი გაუბედურდა და ზარალში ჩავარდა. ამ დარგში ყველაფერს ცოდნა და სპეციალისტების კონსულტაცია სჭირდება, რასაც ჩვენი ხალხი ჯერ კიდევ ვერ მიეჩვია. 

 

- და ბოლოს, რა არის ის უმთავრესი პრობლემა, რომელიც მეჩაიეობის განვითარებას ხელს უშლის? 


- თავდაპირველად ვიტყოდი, რომ მთავარი ქართული ჩაის იმიჯის აღდგენაა. საბჭოთა პერიოდში ჩვენი ჩაის ფაბრიკები ლამის ხე-ტყის გადამამუშავებელ ფაბრიკებად გადაიქცა, რამაც ქართულ ჩაის იმიჯი ძალიან გაუფუჭა. ეს მაშინ, როცა ქართული ჩაის გემო და არომატი განუმეორებელია - ამას ჩვენი კლიმატი და ბუნება განაპირობებს. ასევე რთული პრობლემაა ის, რომ ქვეყნის შიდა ბაზარი დაუცველია. საქართველოს საზღვარზე უკონტროლოდ შემოდის უცხოური პროდუქცია, რომელსაც ჩვენი ჩაი ვერც რაოდენობით გაუწევს კონკურენციას და ვერც - ფასით, რადგან უცხოელები დემპინგური ფასებით მუშაობენ. თანაც, კაცმა არ იცის, რა ხარისხის ჩაის ჰყიდიან. ეს პროდუქცია საბაჟოზე უნდა შემოწმდეს, რომ ადგილობრივი ჩაი უცხოურთან თანაბარ, კონკურენტულ გარემოში ჩააყენონ. შიდა ბაზარზე ძალიან ჭირს ქართული ჩაის გასაღება, ხალხი აწარმოებს და ვერ ყიდის იმიტომ, რომ უცხოური ჩაი უკეთესი შეფუთვით და დიზაინით ნახევარ ფასად იყიდება. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ვერ შევეჯიბრებით. ხშირად ქართული საწარმოებიც კუპაჟებს აკეთებენ ანუ ქართულ და უცხოურ ჩაის ერთმანეთს ურევენ -ეს ის პრობლემებია, რომლის დაძლევას ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვახერხებთ და რომელიც ძალიან უშლის ხელს ამ მნიშვნელოვანი დარგის განვითარებას. 




„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა
access_time2019-08-21 20:00:50
გვენეტაძე - სავალუტო ფონდის უპირობო მსახური, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სულ ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 70% ეროვნულ ბანკს არ ენდობა. საქართველო, დღესდღეობით, ადეკვატური მოცემულობის ქვეყანა რომ იყოს, მხოლოდ ეს ერთი მონაცემი იქნებოდა საკმარისი, ეროვნული ბაკის პრეზიდენტს, საიდანაც მოვიდა (ვოშინგტონი/სავალუტო ფონდი) ისევ იქეთ რომ აეკრა გუდა-ნაბადი (თუ მიიღეს),...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...


მსგავსი სიახლეები

up