რა უპირატესობა აქვს გადახდის სისტემა Apple Pay–ს, რომელიც საქართველოს ბანკმა მომხმარებელს შესთავაზა

რა უპირატესობა აქვს გადახდის სისტემა Apple Pay–ს, რომელიც საქართველოს ბანკმა მომხმარებელს შესთავაზა

access_time2019-09-05 14:00:55



საქართველოს ბანკი მომხმარებელს გადახდების სრულყოფილ სისტემას სთავაზობს. საუბარია, მომხმარებლისთვის მარტივ, უსაფრთხო და მოსახერხებელ გადახდის სისტემა- Apple Pay-ზე.


Apple Pay კომპანია Apple-ის მობილური გადახდის სისტემაა, რომელიც iPhone-ის, Apple Watch-ის და Mac-ის გამოყენებით მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, სმარტფონს საკუთარი საბანკო პლასტიკური ბარათები მიაბან და აწარმოონ გადახდები ბარათის გარეშე. შეიძინონ სასურველი ნივთი სწრაფად და კომფორტულად, როგორც მაღაზიებში, ასევე აპლიკაციებისა და ვებგვერდების საშუალებით. საქართველოს ბანკი მომხმარებელს აძლევს ახალ ციფრულ შესაძლებლობებს და გამოცდილებას ონლაინ შოპინგისთვის.



როგორც „კომერსანტს“ საქართველოს ბანკში განუცხადეს, აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტი ყოველთვის ცდილობს, მოუსმინოს მომხმარებელს და სწორედ მათ საჭიროებაზე მორგებული ინოვაციური სერვისები და პროდუქტები შესთავაზოს.



„საქართველოს ბანკი არის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაცია, რომელსაც კარგად განვითარებული უკონტაქტო გადახდების სისტემა აქვს მის პარტნიორებთან- VISA და Mastercard-თან ერთად. ასევე, საქართველოს ბანკი აგრძელებს ციფრული კომერციის წარმატებით განვითარებას, რათა ჩვენი მომხმარებლისათვის შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ღირებულება, გრძელვადიანი ლოიალურობა და მაქსიმალური კომფორტი“–განუცხადეს „კომერსანტს“ საქართველოს ბანკში.



კითხვაზე, რამდენად უსაფრთხოა და კონფიდენციალური Apple Pay-ის სისტემა, საქართველოს ბანკში განმარტავენ, რომ Apple Pay-ს არის Apple-ის მობილური გადახდის მარტივი, უსაფრთხო და მოსახერხებელი სისტემა. სწორედ უსაფრთხოება და კონფიდენციალობა არის ის, რაც Apple Pay– ის გამოარჩევს.




Apple Pay-ით ბარათის გამოყენებისას ბარათის ნომერი არ ინახება მოწყობილობასა თუ Apple-ის სერვერებზე. ამის ნაცვლად, მას ენიჭება უნიკალური ანგარიშის ნომერი, რომელიც დაშიფრულია და უსაფრთხო. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ყოველი ახალი ტრანზაქცია ავტორიზდება ერთჯერადი, უნიკალური უსაფრთხოების კოდით. Apple Pay-ით განხორციელებული ყოველი ახალი გადახდა უფრო დაცული, სწრაფი და მოსახერხებელია.



როგორც ბანკში აცხადებენ, Apple Pay-ით გადახდა შესაძლებელია ყველგან (რესტორანი, ტაქსი) სადაც არის განთავსებული უკონტაქტო პოსტერმინალი.
„მივესალმებით Apple Pay-ისკავკასიის რეგიონში წარდგენას. უკონტაქტო ანგარიშსწორება და ის, თუ როგორ იხდიან მომხმარებლები ყოველდღე-შეუფერხებლად, უსაფრთხოდ და მარტივად, ქმნის ციფრული გადახდების ლანდშაფტს. Apple Pay-ის შემოსვლით საქართველო განიმტკიცებს პოზიციას, როგორც რეგიონალურილიდერისა უკონტაქტო და ინოვაციურ გადახდებში“,- განაცხადა კრისტინა დოროსმა, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში.



„მოხარული ვართ, რომ Apple Pay უკვე საქართველოშია. სმარტფონით გადახდები საკმაოდ პოპულარულია მომხმარებელში და ვფიქრობთ, ტენდენცია ძალიან დიმანიური იქნება საქართველოშიც. ეს კი შესაძლებელი იქნება უკონტაქტო გადახდების იმ საკმაოდ კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით, რომელსაც ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვავითარებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ Apple Payიქნება დიდი ბიძგი უკონტაქტო გადახდების განვითარებისთვის საქართველოში“,- განაცხადა იგორ სტეპანოვმა Mastercard-ის რეგიონულმა მენეჯერმა საქართველოსა და ცენტრალურ აზიაში.



Apple Pay–ის გადახდის სრულყოფილი სისტემა მარტივად ინტეგრირდება ყველა სახის მოწყობილობასთან. ამასთან, მომხმარებელი შეძლებს საქართველოს ბანკის საკრედიტო თუ სადებეტო ბარათებით განსაზღვრული ყველა ბენეფიტით სარგებლობას.



Apple Pay-ის გამოყენებით Safari-ით, აპლიკაციით თუ ინტერნეტის საშუალებით შოპინგისას, საჭირო აღარ არის ხელით შეავსოთ შესყიდვის გრძელი ფორმა ან ყოველ ჯერზე ხელახლა მიუთითოთ ინფორმაცია გადაზიდვისა და ანგარიშსწორების შესახებ. Apple Pay-ით განხორციელებული თითოეული გადახდა დასტურდება Face ID- ით, Touch ID- ით ან მოწყობილობის პაროლით.



სოფო ქსოვრელი






ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული
access_time2019-11-13 20:51:02
ვე­ნე­ცი­ა­ში წყალ­დი­დო­ბაა - წყლის დონე რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. ევ­რო­ნი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მერ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ის ფიქ­რობს, რომ სტი­ქია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. „ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გია, ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დე­ბა,“ - და­წე­რა ლუ­ი­ჯი ბრუ­გა­ნომ „ტვი­ტერ­ზე“. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის დო­ნემ ორ­შა­ბა­თის­თვის 187 სმ-ს მი­აღ­წია, რაც სულ ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩე­ბა...

„საზოგადოების გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?

„საზოგადოების  გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?
access_time2019-11-13 21:30:36
პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა.   მანამდე კი, რუსთაველზე საპროტესტო აქციებისა და 20 ივნისს დემონსტრანტების ძალისმიერი...

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა
access_time2019-11-13 18:40:00
საქართველოს პირველი არხის ანალიტიკურმა სამსახურმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო მთვლელის alexa.com-ის, ასევე youtube.com-ისა და google analytics-ის მონაცემებს.ALEXA.COM არის გლობალური სარეიტინგო სისტემა, რომელიც ახდენს მსოფლიოში არსებული ვებგვერდების რანგირებას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. იგი წარმოადგენს საიტების შედარებითი ანალიზის ინსტრუმენტს, რომელსაც...

გორში რე|ბანკის ფილიალი გაიხსნა

გორში რე|ბანკის ფილიალი  გაიხსნა
access_time2019-11-13 16:10:25
გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ. თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი ემსახურება მომხმარებლებს შემდეგ მისამართებზე: ომარ ხიზანიშვილის ქ. #15, ჯავახეთის ქ. #75 და პეკინის გამზ. #19, ასევე ბათუმში - ილია ჭავჭავაძის ქუჩა #53, ქუთაისში - აკაკი წერეთლის ქუჩა #5 და ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩა #54. რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად...

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება
access_time2019-11-13 16:25:34
2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს გაეზრდება შრომის ანაზღაურება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. პრეზენტაციის დროს მან ისაუბრა ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგებისთვის წელს დაწყებული პროგრამის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროგრამამ ასაკით პენსიონერ პედაგოგებს საშუალება მისცა ღირსეული ჯილდოს მიღებასთან ერთად დაეტოვებინათ სისტემა, ამავე დროს, გამოათავისუფლა საათები...


მსგავსი სიახლეები

up