„თიბისი ბანკის“ და მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძე „მთავარი არხის“ ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა. მან გაიხსენა 2017 წლის შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან სოლოლაკის სასახლეში, სადაც ყოფილმა პრემიერ მინისტრმა მას განუცხადა, რომ ის ვერ ერკვევა გეოპოლიტიკურ სიტუაციაში. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის პროექტზე უარის თქმისკენ მოუწოდა, რადგან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიიჩნევდა, რომ შავ ზღვაში ამერიკელების ადგილი არ არის.
„კომერსანტი“ დაინტერესდა რას ფიქრობენ აღნიშნულ საკითხზე მმართველი გუნდის წევრები. დეპუტატებს ერთი კითხვა დავუსვით: რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?
კობა კობალაძე
„ყველა შეხვედრაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან თუ სხვა ფორმატში, მუდმივად ვსაუბრობთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობაზე. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ერთადერთი კომერციული პროექტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში მოხვდა. შეუძლებელია, სახელმწიფომ ამაზე უფრო მაღალი შეფასება მისცეს პროექტს და მის მნიშვნელობას ქვეყნისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორია, მათ კარგად ესმით შავი ზღვის რეგიონისა და კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის როლი მსოფლიო უსაფრთხოებაში. საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა და პარტნიორობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა“.
კარლო კოპალიანი
„ამერიკელებს შავ ზღვაში რა უნდათ არ ვიცი მაგრამ, მამუკა ხაზარაძის არც ერთი სიტყვის არ მჯერა, ეს არის მატყუარა ადამიანი, რომელსაც წლების განმავლობაში უამრავი ადამიანი ჰყავს მოტყუებული“.
ცოტნე ზურაბიანი
„ამერიკის შეერთებული შტატები გახლავთ ჩვენი უმთავრესი პარტნიორი, ჩვენ ისე როგორც არასდროს, დღეს გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება უსაფრთხოება, ეკონომიკა, თუ ეს იქნება სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულება, გვაქვს სრული მხარდაჭერა. სიტყვათა წყობა, რომელიც მამუკა ხაზარაძემ გამოიყენა, არის მისი,თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ვინ ამბობს. სად იყვნენ აქამდე? რატომ არ საუბრობდნენ ამ პრობლემებზე ? დღეს სხვა ოპოზიციონერებიც იყვნენ, ისინი რომლებიც ადრე ჩვენთან იყვნენ კოალიციაში.
დღეს ისეთ საკითხებზე დაწყეს საუბარი რაზეც ჩვენთან ყოფნის დროს არასდროს უსაუბრიათ. ჩვენ თუ დავაკვირდებით ბოლო თვეებში მამუკა ხაზარაძის განცხადებებს ვნახავთ, რომ ყოველთვის ყოველგვარ მტკიცებულებებს მოკლებულია მისი საუბარი. როდესაც სახელმწიფო თავის ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს ანაკლიის პორტთან მიმართებაში, ხოლო კომპანია დაკისრებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებს აქ კითხვის ნიშნები ზედმეტია. ვერ წარმომიდგენია სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს, რადგან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ კონკრეტული შედეგი ვერ დადო. ამის შემდეგ გადაწყვიტეს რომ საკითხისთვის პოლიტიკური მიმართულება მიეცათ, თუმცა, ეს მათი გადაწყვეტილებაა . არგუმენტების გარეშე საუბარი ვფიქრობ, რომ ჭორაობაა. სტრატეგიულად რომ უმნიშვნელოვანესია ანაკლიის პორტის მშენებლობა არის ცალსახა და ეს კონკრეტული ნაბიჯებით არის დადასტურებული, მეორე მხარე კი თავის ვალდებულებებს ვერ ასრულებს და ცდილობს ისრები სხვა მხარეს გადაქაჩოს“.
იოსებ მაკრახიძე
„გადაცემა არ მინახავას, არ ვიცი რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში“ - დეპუტატმა ტელეფონი გამორთო.
ბაჩო ადამია