რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ

access_time2020-03-21 16:30:00

2020 წელი თანამედროვე მსოფლიომ ახალ კორონავირუსთან ბრძოლით დაიწყო. ჩინეთში გაჩენილმა აქამდე უცნობმა ინფექციურმა  დაავადებამ უკვე დედამიწის თითქმის ყველა კონტინენტი მოიცვა. ჯერ გლობალურ საფრთხედ, შემდეგ კი პანდემიად გამოცხადებული ახალი კორონავირუსი რამდენიმე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი გახდა. როდის და რატომ ხდება აუცილებელი ასეთი გადაწყვეტილების მიღება? რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა? რა იკრძალება და რა იზღუდება ასეთ სიტუაციაში?

რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა? 

საგანგებო მდგომარეობა არის სიტუაცია, როდესაც მთავრობა უფლებამოსილია შეასრულოს ისეთი ქმედებები ან განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რის უფლებასაც ჩვეულებრივ სიტუაციაში თავს არ მისცემდა. საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს სტიქიური უბედურების, სამედიცინო პანდემიის / ეპიდემიის, სამოქალაქო არეულობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს. ეს არის სიტუაცია, როდესაც უშუალო საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ქონებას ან გარემოს. სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად კი საგანგებო სიტუაციათა უმეტესობა სასწრაფო ჩარევას მოითხოვს.


საგანგებო მდგომარეობა არის სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც სახელმწიფო ორგანოების, ინსტიტუტებისა და საწარმოების, სხვადასხვა დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის საქმიანობაზე ვრცელდება. ამ ქმედების მიზანია მოსახლეობის დაცვა შიდა ან გარე საფრთხეებისგან და საზოგადოებრივი წესრიგის შეანარჩუნება. საგანგებო სიტუაციების შემოღება შესაძლებელია როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე - ცალკეულ რეგიონში. 

საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა თუ თავისუფლებების შეზღუდვას, აგრეთვე მათზე დამატებითი ვალდებულებების დაკისრებას. ამ დროს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები აფრთხილებს მოქალაქეებს, შეცვალონ ჩვეული ქცევა, სამთავრობო უწყებებისგან კი საგანგებო გეგმის განხორციელებას მოითხოვს. 

Justitium-ი რომაულ სამართალში საგანგებო მდგომარეობის ეკვივალენტია. ეს იყო კონცეფცია, რომლის თანახმად სენატს შეეძლო გამოეტანა საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.

რა და რა სახის საგანგებო მდგომარეობა არსებობს?

საგანგებო მდგომარეობა შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული. სწორედ ამის მიხედვით, ის ოთხ სახეობად იყოფა:
1.    ბუნებრივი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც საშიში ბუნებრივი მოვლენებითა და პროცესებით (გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური, აგრეთვე ბუნებრივი ხანძრები) არის განპირობებული;
2.    ტექნოგენური საგანგებო მდგომარეობა, რომელიც სამრეწველო ავარიებსა და კატასტროფებს (რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური და ჰიდროდინამიკური ავარიები), ხანძრებსა და აფეთქებებს, სატრანსპორტო ავარიებს მოიცავს; 
3.    ბიოლოგიური საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მოსახლეობის, სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და მცენარეების ფართოდ და ერთდროულად გავრცელებული ინფექციური დაავადებებით (ეპიდემიები) არის გამოწვეული;
4.    სამხედრო საგანგებო მდგომარეობა, რომელიც საომარი მოქმედებებით, შეიარაღებული კონფლიქტებით, დივერსიებითა და ტერორისტული აქტებით არის განპირობებული.


ვინ და რატომ აცხადებს საგანგებო მდგომარეობას?

საგანგებო მდგომარეობას აცხადებს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი, როდესაც ის თვლის, რომ კატასტროფა მოხდა ან შესაძლოა, მოხდეს. ამ დროს ის მოითხოვს სახელმწიფო დახმარებას ადგილობრივი რესურსების დამატებით, რათა უფრო მეტი მატერიალური, მორალური და ადამიანური რესურსის დანაკარგი თავიდან აიცილოს. მაგალითად, აშშ-ში, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს. თუმცა ცალკეული შტატის დონეზე ამ უფლებამოსილებას გუბერნატორიც ასრულებს.

რა სახის შეზღუდვები წესდება საგანგებო მდგომარეობის დროს?

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იმ ქვეყნებში, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სხვადასხვა სახის შეზღუდვა დაწესდა. მაგალითად:

-    იხურება ყველა ბაზარი, სავაჭრო და გასართობი ცენტრი;
-    იხურება თეატრები, კინო და მუზეუმები;
-    აკრძალულია მასობრივი ღონისძიებები;
-    შეიძლება შეჩერდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან შეზღუდვა დაწესდეს მის ამა თუ იმ სახეობაზე;
-    სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ცხადდება კარანტინი;
-    სამედიცინო დაწესებულებები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან;
-    იკრძალება შემოსვლა იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრს წარმოადგენენ.

რისი გაკეთება შეიძლება საგანგებო მდგომარეობის დროს?

-  დაიცავით საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცხადებული გეგმა;
- მოამზადეთ პირველადი სასწრაფო დახმარების ნაკრები;
- დარწმუნდით, რომ უსაფრთხოდ ხართ, სანამ სხვებს გაუწევთ დახმარებას; 
- მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით მიიღეთ ინფორმაცია შესაბამისი ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებისგან და მიყევით მათ ინსტრუქციას; 
- დარჩით სახლში, სანამ უშუალო მითითებებს არ მიიღებთ.

სად არის გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა? 

საგანგებო მდგომარეობა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია გამოცხადებული. მათ შორის არის აშშ, ბულგარეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ესპანეთი. რაც შეეხება საქართველოს, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ახალი კორონავირუსის ეპიდემიური გავრცელება დაფიქსირდება, საგანგებო სიტუაციაც გამოცხადდება.

 


Imedinews




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up