რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც იმპორტირებული ელექტროენერგიის და ნამახვანჰესის ტარიფებს ვადარებთ?

რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც იმპორტირებული ელექტროენერგიის და ნამახვანჰესის ტარიფებს ვადარებთ?

access_time2021-06-25 11:47:22

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის გასამყარებლად, ნამახვანჰესის გარანტირებული შესყიდვის ტარიფს (6.2¢/კვტსთ) ხშირად იმპორტირებული ელექტრონერგიის ღირებულებას ადარებენ რითაც ცდილობენ გააკეთონ დასკვნა სადგურის ეკონომიკური მომგებიანობის შესახებ. აღნიშნული მიდგომა, გარდა იმისა, რომ სრულად უგულებელყოფს ელექტრონერგიის სტრატეგიულ მნიშვნელობას, ძირეულად და პრინციპულად მცდარია.  რამდენიმე მიზეზით:



  1. ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა უნდა დასრულდეს 5 წლის შემდეგ და გარანტირებული შესყიდვის ტარიფი 6.2¢/კვტსთ  იმოქმედებს შემდგომი 15 წელი, ანუ დაახლოებით 2026-2040 წლებში. ამ ტარიფის შედარება დღევანდელი იმპორტის ტარიფებთან, თანაც პიკური და ბაზისური ფასების სათანადო გათვალისწინების გარეშე, სრულიად შეუსაბამოა და ვერანაირი სანდო დასკვნის გაკეთების საშუალებას ვერ იძლევა;  
  2. ამ შედარებაში გამოტოვებულია ზაფხულის (არასავალდებულო შესყიდვის პერიოდის) ის იაფი 500 მილიონი კვტსთ ელექტროენერგია, რომელიც ჰესმა უნდა გამოიმუშაოს და გაყიდოს ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე. ადგილობრივად იმიტომ, რომ სიჭარბის პირობებშიც, სხვა ელექტროსადგურებს ექსპორტზე უფრო პრიორიტეტული დაშვება აქვთ, ვიდრე ნამახვანჰესს.  ეკონომიკის სამინისტროს სპეციალისტების შეფასებით, ჰესის ეფექტური საშუალო წლიური ტარიფი 4.91 ცენტია.
  3. ჰესმა უნდა იმუშაოს დაახლოებით 100 წლის განმავლობაში, რა დროსაც მან უნდა გამოიმუშაოს დღევანდელი საქართველოს 12 წლის სამყოფი ელექტროენერგია. ამ პერიოდში მისი საოპერაციო ხარჯები იქნება დაბალი და, ენგურჰესის მსგავსად, ის იქნება ელექტროენერგიის იაფი წყარო, რაც საერთო ფასების დაკლებაზეც იმოქმედებს.
  4. იმპორტის ტარიფისგან განსხვავებით, ნამახვანჰესის ტარიფი (6.2 ¢/კვტსთ) შეიცავს ქვეყანაში გასაწევ ხარჯებს რაც  ქვეყნის ბიუჯეტსა და ეკონომიკაზე აისახება. მათ შორის:



  • ქონების გადასახადი
  • საექსპლუატაციო და მომსახურების ხარჯები
  • რეგულირების, ესკოს და სხვა გადასახადები
  • მოგების გადასახადი

 

ქვემოთ ვეცდებით ამ უკანასკნელი ფაქტორების სიდიდის შეფასებას:



  • ქონების გადასახადი შეადგენს საბალანსო ღირებულების 1%-ს. თუ ჩავთვლით, რომ საინვესტიციო თანხის $800მლნ-დან ნაწილი იხარჯება მართვის და საკონსულტაციო და სხვა არა კაპიტალურ ხარჯებზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახალი სადგურის საბალანსო ღირებულება იქნება დაახლოებით $700მლნ.  40 წლიანი ამორტიზაციის გათვალისწინებით,  წლიური ქონების გადასახადი პირველ ათი წლის განმავლობაში იქნება საშუალოდ $6.1მლნ. რაც გამომუშავების მოცულობაზე გაყოფით, ნიშნავს,  რომ ტარიფიდან 0.41¢/კვტსთ წავა ქონების გადასახადზე, ანუ ბიუჯეტში.
  • საექსპლუატაციო და მომსახურების ხარჯების ძირითადი ნაწილის გაწევა ხდება საქართველოში, რაშიც შედის ასევე ხელფასები და საშემოსავლო გადასახადი. IFC  შეფასებით, დიდი ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაციო ხარჯები საშუალოდ შეადგენს მისი ღირებულების 2-2.5%. ჩვენს შემთხვევაში, ნაკლებობით ვიღებთ 1.5%-ს რაც დაახლოებით $10მლნ შეადგენს.  თუ ჩავთვლით, რომ ამ თანხის 80% ადგილობრივი ხარჯებია, მივიღებთ, რომ მათ დასაფარად ტარიფიდან მიდის დაახლოებით 0.56¢/კვტსთ.
  • მოგების გადასახადი  პირველ წლების განმავლობაში სავარაუდოდ ნულოვანი იქნება ვინაიდან, დაგროვილი ზარალის და ფინანსირების ხარჯების გათვალისწინებით, სადგურს, სავარაუდოდ, მოგება არ ექნება. საქმიანობის პირველი ათწლეულის შემდეგ მოსალოდნელია, რომ მოგება გაიზრდება და შესაბამისი გადასახადიც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა ტარიფში მის წვლილს ჯერჯერობით არ ვითვალისწინებთ.
  • სხვა ხარჯები და მოსაკრებლები: აქ  გასათვალისწინებელია სემეკის რეგულირების საფასური, რაც შემოსავლების 0.5%-ს  შეადგენს, ასევე ესკოს მოსაკრებელი და სხვადასხვა არა საპროექტო ხარჯი, მაგალითად ხეობის განვითარების 5მლნ ლარიანი ფონდი. ამ ხარჯების ჯამური წილი შედარებით უმნიშვნელოა და მხოლოდ 0.05¢/კვტსთ აღწევს.

ამ კატეგორიების შეკრებით ჯამურად ვიღებთ 1.02¢/კვტსთ ანუ ეფექტური საშუალო წლიური ტარიფიდან 3.89¢/კვტსთ ემსახურება ინვესტიციის დაბრუნებას. დანარჩენი საქართველოში გასაწევი საოპერაციო ხარჯია, რაც ემატება ქვეყნის ბიუჯეტს და ეკონომიკას.

 

ჰესის მოწინააღმდეგეების ლოგიკა კიდევაც რომ სწორი იყოს, სწორედ ეს სიდიდე, ანუ დაახლოებით 3.9¢/კვტსთ და არა 6.2¢/კვტსთ უნდა შეგვედარებინა იმპორტის ფასებს, მაგრამ ამ ლოგიკას, ზემოთმოყვანილი ხარვეზების გარდა აქვს კიდევ ერთი, ფუნდამენტალური და არსებითი პრობლემა: 

 


ელექტროენერგიის იმპორტი ემსახურება სხვა ქვეყნებში, საქართველოს ხარჯზე, გენერაციის საწარმოო სიმძლავრეების განვითარებას და ენერგეტიკული დამოკიდებულების გაზრდას, მაშინ როდესაც ჩვენს ქვეყანაში ინვესტირება ემსახურება ეკონომიკის ზრდას, ადგილობრივი საწარმოო სიმძლავრეების განვითარებას და ენერგეტიკული პოლიტიკურ/ეკონომიკური უსაფრთხოების განმტკიცებას. ის რომ ეს სარგებლები, ისევე როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელობა, არ არის სათანადოდ გაცნობიერებული საზოგადოების მიერ, მიუთითებს ქვეყანაში სტრატეგიული ხედვების სისუსტეზე და იმაზე, რომ ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

 

 

 

რეკომენდაციები



  • სასურველია პროფესიონალმა ეკონომისტებმა შეაფასონ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ ჰიდროელექტროსადგურებში ინვესტირების პირველადი და მეორადი ეკონომიკური ეფექტების მნიშვნელობა და მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია გარე ინვესტიციების ხარჯ-სარგებლიანობის შესახებ.
  • სასურველია პოლიტიკის მეცნიერების და პრაქტიკოსების მეტი ჩართულობა ენერგეტიკული უსაფრთხოების რისკების და შესაძლებლობების კვლევებში რათა ქვეყანამ შეძლოს ამ მხრივ საფუძვლიანი და გათვლილი პოლიტიკის ჩამოყალიბება.
  • სასურველია, რომ ქონების გადასახადის მნიშვნელოვანი (თუნდაც ნახევარი) ნაწილი რჩებოდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განკარგულებაში, რაც დაეხმარება ადგილობრივ განვითარებას და ხელს შეუწყობს სადგურის როგორც მშენებლობას, ასევე ოპერირებას.
  • სასურველია პოლიტიკოსებმა და სხვა საჯარო პირებმა განცხადებების გაკეთებამდე კონსულტაციები გაიარონ სექტორის სპეციალისტებთან იმისათვის, რომ საკმარისად გაერკვნენ საკითხში და საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ. ხელი შეუწყონ საკუთარ ქვეყანაში ინვესტირებას და არა სხვა ქვეყანაში ინვესტირებას  ჩვენი მწირი რესურსების ხარჯზე.
  • ასევე სასურველია რომ დაპირისპირებაში მონაწილე მხარეებმა ობიექტური და მონაცემებზე დაყრდნობილი ინფორმაცია მიაწოდონ თავიანთ აუდიტორიას და ამით ხელი შეუწყონ დაძაბულობის შემცირებას.

საზოგადოება არ უნდა იყოს ჩართული ჰესის „მომხრეთა“ და „მოწინააღმდეგეთა“ ბრძოლაში. ეს საკითხები უნდა წყდებოდეს რეალური მონაცემების და შეთანხმებული პრინციპების და მეთოდების საფუძველზე დარგის სპეციალისტების მიერ. ხოლო საზოგადოება უნდა ზრუნავდეს ასეთი პროფესიული სისტემების არსებობაზე.

 

წყარო: weg.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up