რა უნდა ვიცოდეთ მცირე და მაღალი კაპიტალიზაციის მქონე აქციებზე

რა უნდა ვიცოდეთ მცირე და მაღალი კაპიტალიზაციის მქონე აქციებზე

access_time2021-10-02 17:30:30

საფონდო ბირჟაზე არსებობს აქციების შემდეგი ტიპები:Small-Cap, ანუ მცირე კაპიტალიზაციის მქონე და Big-Cap Stocks/Large-Cap Stocks, ანუ მაღალი კაპიტალიზაციის მქონე აქციები

მცირე და მაღალი კაპიტალიზაციის მქონე აქციების მნიშვნელობას, როგორც წესი, დასახელების მიხედვით ხვდებიან-ხოლმე, რომელიც საბაზრო კაპიტალიზაციის კუთხით, მათ ღირებულებაზე მიუთითებს. Big-cap stocks დიდი, small-cap stocks კი პატარა კომპანიების ფასიანი ქაღალდებია. ამ სახელებსა და მათთან დაკავშირებულ კლიშეებს, ხშირად, ინვესტორები შეცდომაში შეჰყავს. რატომღაც ფიქრობენ, რომ დიდი მოგება მხოლოდ მაღალი კაპიტალიზაციის მქონე აქციებს მოაქვს, არა და, დღეს, პატარა კომპანიების შესაძლებლობები და შესაბამისად, მცირე კაპიტალიზაციის მქონე აქციების ღირებულება საკმაოდ დიდია. 

მცირე კაპიტალიზაციის მქონე აქციები ინვესტიციის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა – მათი ღირებულება დაბალია, ამავდროულად, ასეთ კომპანიებს ზრდის კარგი პერსპექტივა აქვთ, ანუ მათ ფასიან ქაღალდებს მაღალი კაპიტალიზაციის მქონე აქციებად გარდაქმნის დიდი პოტენციალი გააჩნია.

მოდით, ახლა ორივე, მცირე და მაღალი კაპიტალიზაციის მქონე აქციები ცალ-ცალკე განვიხილოთ, რომ თქვენ, როგორც ინვესტორმა კარგად აღიქვათ მათი უპირატესობები, მსგავსება და განსხვავებები.

მცირე კაპიტალიზაციის მქონე აქციები 

ვიდრე მცირე კაპიტალიზაციის მქონე აქციებზე ვისაუბრებთ, მოდით, გავიგოთ, რას ნიშნავს ტერმინი cap?! ეს არის კომპანიის გამოშვებული აქციების მთლიანი ღირებულება დოლარში, რომელსაც ბაზარი აფასებს.

ამ მაჩვენებლის (cap) მისაღებად, კომპანიის1 აქციის ღირებულება გამოშვებული აქციების [საერთო] რაოდენობაზე უნდა გაამრავლოთ. მართალია, ეს საბაზრო კაპიტალიზაციის სტანდარტული კონცეფციაა, მაგრამ, რეალურად, [ამ ციფრს] უნდა დაამატოთ კომპანიის ნებისმიერი იმ ობლიგაციის საბაზრო ღირებულება, რომელიც საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. მხოლოდ ასე შეძლებთ, კომპანიის საერთო საბაზრო ღირებულების გამოთვლას. ეს დეტალი არ გამოგრჩეთ და აუცილებლად გაითვალისწინეთ cap-ის მაჩვენებლის გამოანგარიშებისას.


ახლა რაც შეეხება მცირე კაპიტალიზაციის მქონე აქციების მასშტაბების ცვლას. საბაზრო კაპიტალიზაცია კომპანიის ზომას, მის სიდიდეს აჩვენებს და როგორც წესი, ეს ინვესტორთა უმრავლესობისთვის ყველაზე საინტერესო მახასიათებელია. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ამას თავისი მიზეზი აქვს – ბიზნესის საბაზრო კაპიტალიზაცია და შესაბამისად, მისი ზომა რამდენიმე საკვანძო მახასიათებელს განსაზღვრავს და მათ შორისაა კომპანიის მიერ რისკების შეფასება და მართვა. თუმცა, არსებობს ბიზნესები, რომლებსაც, თავის დროზე, მცირე კაპიტალიზაციის მქონე აქციები ჰქონდა, დღეს კი მისი საბაზრო ღირებულება ძალიან მაღალია – მისი cap $300 მილიონიდან $2 მილიარდი გახდა.

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მცირე კაპიტალიზაციის მქონე ბიზნესებში, ინვესტორები რესურსის ჩადებას ერიდებიან, ისაა, რომ ეს კომპანიები ან ახალი დაფუძნებულია, ან სტარტაპებია. ამ დროს, ექსპერტები თვლიან, რომ შიშის მიზეზი არც ისე რეალურია, რადგან ასეთი მცირე მასშტაბის ბიზნესებსაც კი საკმაოდ დადებითი რეპუტაცია და კარგი ფინანსური მაჩვენებლები აქვს.

მაღალი კაპიტალიზაციის მქონე აქციები 

მაღალი კაპიტალიზაციის მქონე აქციები აქვთ კერძო კომპანიებს, $10 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით. მაგალითად, ასეთია General Electric და Walmart. ასეთი ბიზნესები გაცილებით სანდოა ინვესტორებისთვის, რადგან უსაფრთხო, სტაბილური მოგების, ერთგვარი, გარანტია. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ მაღალი კაპიტალიზაციის მქონე აქციები, არ შეიძლება ინვესტიციის ერთადერთი მიმზიდველი წყარო იყოს. მართალია, მიიჩნევა, რომ ასეთ კომპანიებში ფულის დაბანდება, ნაკლებ რისკებთანაა დაკავშირებული, თუმცა, ისტორიაში საპირისპირო მაგალითებიც არსებობს.

ერთ-ერთი ასეთია Enron. მისი შემთხვევა ცხადყოფს, რაც უფრო დიდია კომპანია და მაღალი კაპიტალიზაციის მქონე აქციები გააჩნია, მით სწრაფად ეცემა მისი ღირებულება. ბიზნესი,  რომელიც ენერგეტიკაში ძალიან წარმატებული და შესაბამისად, ინვესტორებისათვის საკმაოდ მიმზიდველი იყო, დიდ ფინანსურ სკანდალში გაეხვა – კომპანია საბაზრო ღირებულების საბუღალტრო აღრიცხვას (MTM) იყენებდა, ბიზნესი უფრო მოგებიანად რომ წარმოჩენილიყო, ვიდრე რეალურად იყო. მისი შვილობილი კომპანიები დიდ ფულს კარგავდნენ, თავად Enron კი ამ დანაკარგებისა და ვალების „დამალვას“, ტოქსიკური აქტივების შესანიღბად შექმნილი არაბალანსირებულ ერთეულებით, ახერხებდა. თუმცა, ასე დიდხანს არ გაგრძელებულა, საბოლოოდ, კომპანია გაკოტრდა. ტოპ მენეჯმენტის და მათ შორის, აღმასრულებელი დირექტორის ჯეფრი სკილინგის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ახლა, ეს ყველაფერი ქართულ რეალობაში რომ გადმოვიტანოთ, ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა მცირე თუ მაღალი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიები. პირველს, ძირითადად, სტარტაპები და ახლად დაწყებული ბიზნესები განეკუთვნება, მეორეს კი ყველასთვის კარგად ცნობილი, დიდი ბრენდები. შესაბამისად, თქვენ როგორც ინვესტორს გაქვთ საშუალება, ორივე მიმართულებით იფიქროთ ფულის დაბანდებაზე. ამ სტატიის მიზანიც სწორედ ეს არის – ჩვენ მოგაწოდეთ ინფორმაცია, გიამბეთ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ. ახლა, როცა ეს ყველაფერი უკვე იცით, კონკრეტული ინვესტიციის განხორციელებამდე, კარგად აწონ-დაწონეთ თითოეული დეტალი, შეაფასეთ რისკები და ბენეფიტები და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიეთ თქვენთვის უფრო მეტად მისაღები საინვესტიციო ვარიანტი. 

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.


წყარო: მარკეტერი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up