რა უნდა იცოდეთ, თუ 1-ლი ნოემბრიდან უცხოეთში გამგზავრებას გეგმავთ - ფრენები კიდევ 10 მიმართულებით აღდგება

რა უნდა იცოდეთ, თუ 1-ლი ნოემბრიდან უცხოეთში გამგზავრებას გეგმავთ - ფრენები კიდევ 10 მიმართულებით აღდგება

access_time2020-10-31 17:30:44

1-ლი ნოემბრიდან საქართველოდან რეგულარული ავიარეისები კიდევ 10 ქალაქის მიმართულებით აღდგება. კერძოდ, 1-ლი ნოემბრიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები აღდგება შემდეგ ქალაქებში: დოჰა, ვარშავა, ათენი, ამსტერდამი, ვენა, ბერლინი და მილანი. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან კი: კატოვიცე, ვილნიუსი და დორტმუნდი.


ცნობისთვის, 2020 წლის 13 ივლისიდან ავიარეისები სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიუნხენის, პარიზის და რიგის მიმართულებით. ხოლო 1-ლი ოქტომბრიდან აღდგა ფრენები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით.



ჯანდაცვის სამინისტროს უკვე რამდენიმე თვეა გამოქვეყნებული აქვს რეკომენდაციები აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის. მათ შორის, ამ რეკომენდაციებით, 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას აიკრძალება მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები თვითმფრინავში კვებასთან დაკავშირებით, ასე გამოიყურება:


  • მინიმუმამდე შეამცირეთ მომსახურება;


  • 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას აკრძალეთ მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში გამოიყენეთ წინასწარ შეფუთული და დალუქული საკვების და სასმელი პროდუქტების, მიწოდების სერვისი;


  • მგზავრთა კვებისთვის, უზრუნველყავით ერთ მწკრივში მსხდომი მგზავრებისთვის საკვების რიგრიგობით მიწოდება, რათა არ მოხდეს მათ მიერ ერთდროულად ნიღბის მოხსნა;


  • ბორტზე აკრძალეთ პროდუქტის გაყიდვა.


ამასთან, რეკომენდაციების თანახმად, საჰაერო ხომალდზე ყოფნისას შემდეგი მოთხოვნების დაცვა იქნება აუცილებელი:


  • უზრუნველყავით მგზავრების იმგვარი განლაგება, რომ შეძლებისდაგვარად დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია;


  • მგზავრები საჰაერო ხომალდზე არ დაიშვებიან დამცავი ნიღბების გარეშე;


  • განათავსეთ ჯანმრთელობის უსაფრთხოების შესახებ რეკომენდაციები (რამდენიმე ენაზე) საჰაერო ხომალდის სალონში ან/და აუდიო/ვიდეო სისტემის მეშვეობით უზრუნველყავითი მგზავრთა ინფორმირება;


  • ეკიპაჟის წევრები აღჭურვეთ ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (ნიღაბი, სათვალე/დამცავი ფარი, ხელთათმანი). უნიფორმა ყოველდღიურად შეცვალეთ და იქ, სადაც უნიფორმა არ იცვლება ყოველდღიურად, ალტერნატივად გამოიყენეთ ერთჯერადი დამცავი ხალათები;

  • ბორტგამცილებლებს ჩაუტარეთ სწავლება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორი გამოყენებისა და გამოყენების შემდგომ სწორად განკარგვის წესების შესახებ;


  • ეკიპაჟის წევრებს ჩაუტარეთ შესაბამისი სწავლება პანდემიის დროს საჰაერო ხომალდის სალონში მგზავრების მომსახურების პროცედურებთან დაკავშირებით;


  • ეკიპაჟის წევრები გააფრთხილეთ იმის შესახებ, რომ მინიმალური კონტაქტი ჰქონდეთ მგზავრებთან;


  • მინიმუმამდე შეამცირეთ მომსახურება;


  • მაქსიმალურად შეამცირეთ ინდივიდუალური ჰაერის მიმწოდებელი აპარატის გამოყენების შესაძლებლობა;


  • საჰაერო ხომალდის ოპერატორებს, რომლებიც მიმართავენ სამგზავრო სალონისთვის რეცირკულირებადი ჰაერის მიწოდებას, ეძლევათ რეკომენდაცია დაამონტაჟონ და გამოიყენონ HEPA ფილტრები, მწარმოებლის სპეციფიკაციის შესაბამისად, ან სრულიად აარიდონ თავი სამგზავრო სალონში ჰაერის რეცირკულაციას, იმ პირობით, რომ მსგავსი ქმედება საფრთხეს არ შეუქმნის საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ფუნქციებს (როგორიცაა ავიონიკის სისტემების გაგრილება, სამგზავრო სალონის ჰერმეტიზაცია და ა.შ.). HEPA ფილტრების დამონტაჟების შემთხვევაში, რეცირკულაციის ვენტილატორის მუშაობის შეწყვეტის ნაცვლად, შესაძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნას ჰაერის მიწოდება ძლიერი ნაკადის მიწოდების რეჟიმში.


  • ავიაკომპანიებმა, აეროპორტის ოპერატორებთან და დანიშნულების ადგილობრივ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებთან კოორდინაციით, უნდა უზრუნველყონ, მგზავრების საკონტაქტო ინფორმაციის ბარათის (PLC) შევსება. აღნიშნული ბარათი განკუთვნილია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებისთვის, იგი ივსება გარკვევით, უმჯობესია ელექტრონული ფორმატით შევსება, რომელიც იძლევა ინფორმაციის გარკვევით წაკითხვის საშუალებას (მაგ. QR კოდი, მობილური, აპი და ა.შ.), ამ ინფორმაციას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც კონტაქტების მოძიებისა და მიდევნების საშუალებას მგზავრებს შორის COVID-19 - ით ინფიცირების შემთხვევისათვის;


  • მგზავრები გააფრთხილეთ, დასხდნენ მხოლოდ მათთვის განკუთვნილ ადგილებზე;


  • დაუშვებელია მგზავრის ადგილის შეცვლა საკუთარი ნებით, ბორტგამცილებელის ნებართვის გარეშე;


  • სათანადო ადგილას განათავსეთ ხელის ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;


  • უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;


  • უზრუნველყავით, სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო 60-70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარების განთავსება.


იმ შემთხვევაში თუ მგზავრს აფრენის შემდეგ აღმოაჩნდება COVID-19–ისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, მუდმივი ხველა, ღებინება, დიარეა, სუნთქვის გაძნელება ან სხვა რესპირატორული სიმპტომი, უნდა იქნას გათვალისწინებული შემდეგი ზომები:

  • დაუკავშირდით აეროპორტის ან ეროვნული ჯანდაცვის შესაბამის სამსახურს და იმოქმედოთ მითითებების შესაბამისად;


  • ეკიპაჟმა უნდა უზრუნველყოს, რომ მგზავრს სწორად ჰქონდეს სახის ნიღაბი მორგებული და შეცვლის საჭიროების შემთხვევაში მოამარაგოს იგი დამატებითი ნიღბებით;


  • იმ შემთხვევაში, თუ ნიღაბი ხველების ან დაცემინების შემდეგ სველდება, უნდა მიეთითოს მგზავრს მისი გამოცვლის აუცილებლობაზე;


  • იმ შემთხვევაში, როცა სუნთქვის გაძნელების გამო მგზავრი ნიღაბს ვერ იჩერებს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ერთჯერადი ცხვირსახოცებით და მიეთითოს, რომ ხველების ან ცემინების დროს გამოიყენოს ისინი პირისა და ცხვირის დასაფარად;


  • იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს სუნთქვა უჭირს, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამედიცინო დახმარება დამატებითი ჟანგბადის მიწოდების მიზნით;


  • უნდა განისაზღვროს ინფექციაზე საეჭვო მგზავრებისთვის იზოლაციის ადგილი (მაგალითად, გამოტოვოს ორი რიგი სავარძლებისა);


  • ყველა სხვა ფაქტორისა და თვითმფრინავის საჰაერო მიმოქცევის სისტემის გათვალისწინებით, ინფექციაზე საეჭვო მგზავრი უნდა მოთავსდეს წინა მარჯვენა ფანჯარასთან სავარძელში;


  • ისარგებლოს სპეციალურად მათთვის განკუთვნილი საპირფარეშოთი. აღნიშნული არ უნდა იყოს გამოყენებული დანარჩენი მგზავრების ან ეკიპაჟის მიერ;


  • ინფექციაზე საეჭვო მგზავრის მომსახურე პერსონალსა და ასეთი მგზავრის თანმხლებ პირს ფრენის დასრულების შემდგომ ჩაუტარდეს ტესტირება და გადავიდეს იზოლაციაში. შემდგომი ქმედება განხორციელდეს ტესტის პასუხის შესაბამისად;


  • ყოველი რეისის შემდეგ მოახდინეთ საჰაერო ხომალდის სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება.


 წყარო: bpn.ge

თეგები:
ფრენები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up