Wizz Air, მთელს მსოფლიოში კარგად ცნობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე, 2012 წელს შემოვიდა და მას შემდეგ, მრავალი მომხმარებლის გული დაიპყრო. ამის მიზეზი მარტივია - ავიაკომპანია ქართველ მოგზაურებს მრავალფეროვან, საინტერესო მიმართულებებსა და ხელმისაწვდომ ფასს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ Wizz Air საქართველოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირებს. შესაბამისად, აეროპორტში წასასვლელად, დამატებით, Georgian Bus-ის ავტობუსის ბილეთების შეძენაც საჭიროა. თუმცა, ახლა, ეს პროცესი განსაკუთრებით მარტივია:
პირველად საქართველოში – Georgian Bus-ის სამგზავრო ბილეთების შეძენა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან, განსაკუთრებულ ფასადაა შესაძლებელი!
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – თბილისი ან პირიქით – 15 ლარი (25 ლარის ნაცვლად) ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – ბათუმი ან პირიქით – 15 ლარი (20 ლარის ნაცვლად) ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – ქალაქი ქუთაისი ან პირიქით – 10 ლარი (15 ლარის ნაცვლად)
https://www.facebook.com/PayBoxTerminals/videos/1019506762078527
თუ აქამდე ჯერ არ გისარგებლია Wizz Air-ის მომსახურებით, მაგრამ, მოგზაურობაზე ფიქრობ, მაშინ დროა გაიგო, რა უნდა გაითვალისწინო ავიაბილეთების შეძენისას:
- იმისთვის, რომ Wizz Air-ის იაფი ბილეთების შეძენა შეძლო, თავდაპირველად საჭიროა ოფიციალურ ვებგვერდზე რეგისტრაცია ან აპლიკაციის ჩამოტვირთვა. ნუ შეგეშინდება, ავიაკომპანია ქართველ მომხმარებლებს, ქართულენოვან ინტერფეისაც სთავაზობს!
- სასურველი მიმართულების და თარიღების არჩევის შემდეგ, ბილეთების დაჯავშნის დრო დგება. აქვე უნდა აირჩიო სასურველი ბარგის რაოდენობაც. გაითვალისწინე, Wizz Air-ის თვითმფრინავის ბორტზე, 8 კგ ხელბარგის ატანა უფასოა, ხოლო თუ დამატებით გორგოლაჭებიანი ჩემოდნის დამატებაც გსურს, მაშინ ბილეთების დაჯავშნის დროს უნდა შეიძინოს აღნიშნული სერვისი.
გაითვალისწინე, იმ შემთხვევაში, თუ დამატებით სერვისს, Wizz პრიორიტეტს აირჩევ, ავტომატურად შეიძენ რეგისტრირებულ ბარგსაც.
(R)